#57009668 · 19 Oct 2020, 20:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (makvala @ 18 Oct 2020, 20:02 ) | PFU https://www.euromomo.eu/graphs-and-maps/ იმედია ამ საიტის საიმედოობას ეჭვქვეშ არ დააყენებ...
2018 -ის პიკი 2020 -ის პიკზე დაბალია, მაგრამ განიერი, ფართობით დაახლოებით იგივე. ანუ სიკვდილობის ინტეგრალური ნაზრდი თითქმის იგივეა რაც 2018-ის ღორის გრიპის დროს. ესეც სადღაც აპრილში, მე-17 კვირაზე. ეხლა სიკვდილობა ბეისლაინზეა... |
ჩადი ქვემოთ, მაგ საიტზე და ნახე excess mortality და ჩაშლილი მონაცემები ქვეყნების და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და აღარ დაგჭირდება პიკის ფართობებზე სუბიექტური ინტერპრეტაციები და აღარც შეცდომაში შეხვალ სიკვდილობის ინტეგრალურ ნაზრდში სხვაობის არარსებობის შესახებ...
დაგიზუსტებ, მეოცე კვირიდან (პლატო რომ მიიღწა) კუმულაციური სიკვდილობის მახასიათებელი ორჯერ უფრო მაღალია (და დღემდე ნარჩუნდება) 2018 წლის ღორის გრიპის წელთან შედარებით, და, თითქმის 4ჯერ უფრო მაღალი, ჩვეულებრივი, ეპიდემიური თვალსაზრისით 'ნორმალური' წლის (2019) მონაცემებთან შედარებით...
მერე, შეადარე პანდემიის პიკი (აი ის მეჩვიდმეტე კვირა), სადაც იყო მასიური გავრცელება იმ ქვეყნებს, სადაც არ ყოფილა და ასევე ასაკობრივი ცვლილებები...
ეხლა რომ ბეისლაინზეა (და იმედია დარჩება და/ან ქვემოთ წამოვა) მაგას თავისი მიზეზები აქვს, როგორებიცაა, ადრეული დიაგნოსტიკა, სოცდისტანცია, ნიღბის ტარება, ანტისეპტიკა/ასეპტიკა, მოწყვლადი ჯგუფების იზოლირება, მკურნალობის დახვეწა (სტეროიდები, ანტიკოაგულანტები)!!! ასევე, ეს ღონისძიებები (ნაწილი) გავლენას მოახდენენ სხვა ინფექციებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებაზეც (იგულისხმება გაზაფხულზე დაფიქსირებული (და ახლა მოსალოდნელი) სეზონური გრიპების ეპიდემიური ტალღის შესუსტება/გაქრობა).
რომ შევაჯამოთ: კორონავირუსი არსებობს, კორონავირუსი კლავს, კორონავირუსთან სიფრთხილე გვმართებს.
This post has been edited by PFU on 19 Oct 2020, 20:31
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
|