DIDGORI-GEOთუ პრეტენზია გაქვს, რომ რაღაც ინფორმაციას ანალიზს უკეთებ (რატო იღებ ასეთ რთულ მისიას შენს თავზე, ვერ ვხვდები...), პირველად და უკანასკნელად (და უფასოდ) ჩაგიტარებ ინფორმაციის ანალიზის შესავალ კურსს, ძალიან მოკლედ:
როცა იწყებ რაღაც ინფორმაციის გაანალიზებას, მისი გადამუშავება უნდა დაიწყე წყაროების გადამოწმებით. თუ შესაბამისი ცოდნა და ბაზა არ გაქვს ჯერ დაგროვილი, რომ ავტომატურად ანსხვავებდე სანდო და არასანდო წყაროებს, საბაზისოდ იცოდე, რომ სანდო წყარო არის საერთასორისო შეთანხმებების მიერ აღიარებული ორგანიზაციების მიერ დამოწმებული სტრუქტურები. თუ ამას აკეთებ მაინცდამაინც გუგლით, დაგუგლე აუცილებლად ინგლისურად. თუ გუგლავ რუსულად, გიგდებს 99%-ით არასანდო წყაროებს. ინგლისურად დაგუგლვის შემთხვევაში პირველივე ან მეორევე წყაროს ამოგიგდებს ვიკიპედიას, რომელიც ძირითადად არის სანდო და ობიექტური, ვინაიდან მისი პროტოკოლი მოითხოვს მხოლოდ დოკუმენტალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული წყაოების მითითებით ინფორმაციის დადებას. თუ ვინმე ინტერპრეტირებას დააპირებს, ინფორმაცია წაიშლება.
ასე რომ იგივე მაგ დრონებზე დაგუგლე, შედი ვიკიპედიაში და ნახე ფასები. ფასის მითითებაც არ გინდა, მხოლოდ დასახელება დაგუგლე.

შენს მიერ მითითებული ლინკები არის კერძო, კომერციული სტრუქტურების ცალკეული ჟურნალისტების ან ექსპერტების მოსაზრებები, რაც შედარებისთვის დაახლოებით იგივეა, რაც კოვიდ19-ზე ხდება, როცა ადამიანს აჩვენებ ჯანმო-ს, სიდისის და სხვა ოფიციალურ წყაროებს და ის სანაცვლოდ გპასუხობს რაღაც ბმლებით, რომ აი, ავსტრელმა ფსიქოლოგმა ასე თქვა, ფრანგმა ნობელიანტმა ისე თქვა და ა.შ>
თუ მაინცდამაინც შენი მოსაზრების დასაცავი ბმულების მოძებნა გინდა, გაგიმარტივებ საქმეს, დაგუგლე შენი მოსაზრება რუსულად, სომხურად ან ირანულად და ბევრად მეტ მასალას წააწყდები, ოღონდ ისევე დაიცინები, როგორც არაერთგზის და არაერთი ადამიანისგან აქ.
და ვაბშე მაგარს მივქარავ რა, ბევრი წლის წინ სულ პუნქტ-პუნქტ ამოგიყარე შენი არჩევნებზე გაკეთებული არასწორი პროგნოზები (მუდმივად), ახლა იმედი მქონდა, რომ ამასობაში გაიზარდე და დაღვინდი, მაგრამ უარესები დაგიწყია, მანიაში გადაგზრდია ეს ყველასთან დავა და ჭიჭყინი და რაღაც გაუგონარი და სასაცილო მოსაზრებების ობიექტურ ანალიზად გასაღება.
მე მეტს შენ აღარ მოგწერ, დაველოდები ისევ ერთი 8-9-10 წლის გასვლას.
ისედაც საკმარისზე მეტი წყალი მაქვს დანაყილი ცხოვრებაში.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey