3. პარლამენტი რომელიც ქუთაისში იყო და თბილისის დეცენტრალიზაციას ისახავდა მიზნად, ძროხების საძოვრად არის ქცეული
ეს კრეატიული იდეები რომელი ბრძენი ადამიანის თავში იბადება? რით შეძლებს დეცენტრალიზაციას ჯიპებზე მოკატავე წამაფიოზო უსაქმური სასტავის რამოდენიმე საათით ჯდომა ქუთაისში? რომლებიც მერე ისევ უკან გამოცვივდებიან მეორე დღეს.
- საწვავი
- მივლინება
ეს ხარჯები ქოცნებამ შეიწოვა ისევ ხელფასზე დამატებული და არც მოიხსნეს პარლამენტის უკან დაბრუნების შემდეგ.
ყოველ წელს პარლამენტი კი არ უმატებს ხალხს თბილისს, ყოველ წელს მოდის უფრო და უფრო მეტი ხალხი:
1. გაჭირვება - გავსებულია ქალაქი ტაქსებით და არა მარტო.
2. უმაღლესი სასწავლებლები, გადაანაწილეთ ეს ოხერი დიდ ქალაქებში, საერთო საცხოვრებლები აუშენეთ და გადაიყვანეთ ლექტორებიც.
პლიუსები სხვა ქალაქებისათვის:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სტუდენტების დიდ ქალაქებში გადანაწილებით ადგილობრივი რაიონული მეურნეობა წახალისდება:
1. გაჩნდება მოთხოვნა პროდუქტზე
2. გაჩნდება მოთხოვნა მომსახურეობაზე, საბანკო, ინტერნეტი, სალონები, კაფეები, რესტორნები და ა.შ.
3. ინფრასტრუქტურული განვითარება.
4. მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე, რომელიც თბილისთან შედარებით ადეკვატური ფასი იქნება და აღარ მოუწევს მშობელს 600 ლარიანი ხელფასიდან 500-ის ბინის ქირაში გადახდა.
5. ადგილობრივი ცოცხალი რესურსის გადინების შეწყვეტა.
სამომავლოდ კიდევ ბევრი რამ.
ქალაქიც განიტვირთება, მოსახლეობის ასეთი კატასტროფული რაოდენობის ზრდაც შემცირდება თბილისში, ბინებზე ფასები დაიკლებს, ჟანგბადი დაბრუნდება ქალაქში, მოკლედ უამრავი + იქნება თბილისისათვის.
არაა აუცილებელი პარლამენტს დაეტაკო დეცენტრალიზაციაზე კივილით.

სხვაგან რომ არაფერი კეთდება მაგიტომაცაა გადაჭედილი თბილისი.
რამდენი წელია ქუთაისის სასწავლებელს აშენებთ? ჯერაც ვერ დაამთავრეთ და პარლამენტიო, დეცენტრალიზაციაო, კარგით რა, სირცხვილია მართლა.
ჯერ მარტო ჟანგბადის დაბინძურება რამდენით იზრდება მოკატავე მაფიოზა სასტავის ჯიპებით? თბილისი - ქუთაისის გზას რომ დაადგებიან? ესაა თქვენი გენიალური გეგმა?
This post has been edited by almaximum on 21 Oct 2020, 06:43