მაგას ვამბობდი ზუსტად გუშინ
ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეს ქვეყანა ცხოვრობს არჩევნებიდან არჩევნებამდე, არიქა წინასაარჩევნო პერიოდია და ვინმეს თმა არ ჩამოუვარდეს თავიდან, რეიტინგზე იმოქმედებს და ა.შ.
წინა საარჩევნო პერიოდში ქვეყანა წყვეტს მუშაობას და ყველაფერს განაგებს პარტია, ძალოვნებიც ეგენი არიან, ექიმებიც და ყველაფერი.
არა ეს ისედაც მასეა ნებისმიერ დროს, მაგრამ წინა საარჩევნო დროს განსაკუთრებულად მასე ხდება. დარწმუნებული ვარ ძალოვნები დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და კავშირზე იქნებოდნენ პრემიერთან, პარტიის თავჯდომარესთან და ა.შ.
ეგენი კიდე თავის თავად სულ სხვა კუთხით უყურებენ ამ ყველაფერს და ფიქრობენ რეიტინგზე და არა საქმეზე.
მასე იყო ადრეც და მასეა ეხლაც, ამიტომაც ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები არ ყავს ქვეყნის არც ერთ დარგს, ყველა იცილებს თავის თავიდან პასუხისმგებლობას და უყურებენ პოლიტიკურ პარტიას, რას ეტყვიან და რის უფლებას მისცემენ.
პოლიტიკური პარტიები კი უყურებენ არასამთავრობოებს, მათ რეაქციებს და იმ გავლენიან ორგანიზაციებს ვინც ამინდს ქმნის ქვეყანაში, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და ა.შ.
ფორუმის დონეზე იმართება ქვეყანა და ამას დიდი ხანია ვამჩნევ
ლიმონკა უჭირავს ხელში, გამომიხვედით აქ რემბოები, რა გინდათ ძალოვნებისგან აბა რა უნდა ექნათ და მიდის ისტერიჩკა სასტავის დაუსრულებელი კომენტარები სოციალურ ქსელებში და შემდგომ ამ ისტერიკულ აზრს იზიარებს ხელისუფლებაც, ვინაიდან ის თვლის რომ რადგან სოციალურ ქსელებში ხალხი თვლის რომ მძარცველს ლიმონკა უჭირავს ხელში და არ შეიძლება მაგ დროს რამე ოპერაციის ჩატარება, ვინაიდან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მძევლები, ესეიგი ანგარიში უნდა გაუწიონ ამ აზრს და მართლაც არაფერს არ აკეთებენ.
ვინაიდან ხელისუფლებას იმის ეშინია, ოპერაციის დროს მართლა ვინმე რო დაიღუპოს, მერე წამოაძახებენ, აგერ ხო გეუბნებოდით და არ დაგვიჯერეთ და შეიწირეთ მძევლებიო.
ანუ მთელი პოლიტიკა აგებულია ჭორიკანა, ისტერიჩკა საზოგადოებაზე, არანაირი პროფესიონალიზმი და არანაირი საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ოღონდ ეს ისტერიჩკები იყონ კმაყოფილი და ყველაფერი მეტნაკლებად კარგად იქნებაო, აი ეს პოლიტიკა მუშაობს დღეს ქვეყანაში
ამ დროს თუ არ გამოიყენე სპეცრაზმი, ამ დროს თუ არ გამოაჩინა ძალოვნებმა თავიანთი პროფესიონალიზმი, რისთვის გვინდა მაშინ საერთოდ ეგ უწყება, უბრალოდ იმისთვის რომ სხვა ქვეყნებსაც ყავს და ჩვენ განსხვავებულები ხო არ ვიქნებით?
რაც ხალხია ზუსტად ისეთივეა ხელისუფლებაც, ზედმიწევნიდ ასრულებს ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას
გუშინ ყველა მაგას კნაოდა, არ გაბედონ შტურმი და ოპერაცია, უნდა მისცენ ფული და გაუშვანო და დღეს როგოც ჩვევიათ ხოლმე აზრი შეიცვალეს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ როგორ გაგეგცათო
მასე იცის არასამთვარობოების ბოგინმა ქვეყანაში და მას რომ მისცემ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საშუალებას, ხელისუფლებაც დგას და თავისი ბოტებით საწინააღმდეგო აზრის შექმნას ცდილობს ეხლა.
აი ეს არის მთელი ქვეყანა და ამ ქვეყნის შესაძლებლობები, არანაირი პროფესიონალიზმი, არანაირი საქმე, მთავარია ხალხში იყო შესაბამისი განწყობა და სულ რომ მძღენრში ვიჯდეთ ეს არავის არ აწუხებს.
არ არის უკმაყოფილო? ესეიგი არ არის პრობლემაც.