http://www.myvideo.ge/tv/mtavari/2020-10-26/02:12:42ამ შემთხვევაში გუბაზას ვეთანხმები 100%-ით.
ეს რო სპექტაკლი იყო თავიდანვე ეტყობოდა და ეხლა მითუმეტეს ბევრი რამე გაირკვა.
ოცნებამ დადგა ეს სპექტაკლი, რომ შემდგომ დაეჭირათ სხვა და დაებრალებინათ ნეცებისთვის რომ მათ დაავალეს ქვეყანაში არეულობა და შესაბამისად ბანკის გაძარცვაც.
დავიწყოთ თავიდან. თუ ადამიანი შედის ბანკის გასაძარცვად ის თავიდან აუცილებლად ცდილობს ამის გაკეთებას ზედმეტი ხმაურის გარეშე, ხოლო თუ მოვლენები შემდგომ სხვანაირად განვითარდება, შემდეგ ხდება უკვე მძევლები და ა.შ.
აქ კი რა ხდება, მძარცველი ბანკში შესვლამდე აკეთებს გასროლას და მასე შედის ბანკში, ანუ მძარცველს თავიდანვე განძრახული აქვს ყურადღების მიქცევა, რომ ატყდეს ერთი ამბავი და გახდეს ტოპ ნიუსი, შემდგომ კიდევ აკეთებს 2 გასროლას, ანუ მისი მიზანი ფულის წაღება და გაუჩინარება კი არაა, რაც შეიძლება ნაკლები აყალ-მაყალის გარეშე, პირიქით მისი მიზანია რაც შეიძლება დიდი ხმაური გამოიწვიოს და თავი უფრო გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდოს
ეგრევე აყავს მძევლები და ითხოვს ტელევიზიებში დარეკვას და ამ ამბის მაქსიმალურად გახმაურებას
ეს არის ყოვლად საპირისპირო იმისა, რასაც გააკეთებდა ნამდვილი მძარცველი, მითუმეტეს როდესაც არის მარტო და როდესაც მისი მიზანია ფულის გატაცება.
მას ქონდა გარანტიები რომ არავინ მას არ მოკლავდა, არავინ არ დაიჭერდა და ბოლოს სამშვიდობოზეც გაუშვებდნენ, მისი მოვალეობა იყო დაედგა სპექტაკლი და შემდგომ წასულიყო, ხოლო მეორე მესამე დღეს დაიჭერდნენ ვინმე სხვას, ან მოკლავდნენ და იტყოდნენ რომ აი ეს იყო მძარცველი, ყოფილი სამხედრო, ნაციონალების მარჯვენა ხელი და ა.შ.
ეს რომ სპექტაკლი იყო და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მძარცველის მოქმედებები ყველა საღად მოაზროვნე ხედავდა, ჩვენ კიდე სპეცსამსახურების გინება დავიწყეთ, როგორ გაექცათ და ა.შ.
კი არ გაექცათ გაუშვეს და მასე იყო დაგეგმილი თავიდანვე, 1 მძარცველი, რომელიც ხელის გულზე გყავს ესე გაგეგცეს და დაკარგო კვალი არის ანეგდოტი, გათვლილი ბრბოზე. ეგეთი რამე ალბათ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა და არც მოხდება.
თავიდანვე ვამბობდი რომ ეს ყველაფერი გავს სპექტაკლს და საბოლოოდ დავრწმუნდი უკვე.
ოცნება საბოლოოდ გადაიქცა ნაციონალურ მოძარაობად და მათ შორის არანაირი სხვაობა აღარაა, ეხლა გინდა მიშას მიეცით ხმა და გინდა ბიძინას, ერთი ხრენია აბსოლუტურად.