აი კიდევ ალეკოს რა გაუკეტებია ხალხისთვის
https://www.facebook.com/photo?fbid=3514973...143453145691871 ეს კორპუსი ალბათ ყველამ იცის სააკაძის მოედანზე, ხო და ამ ლამაზ კორპუსში მოსახლეობამ რომ თავისი კუთვნილი ბინები დაიბრუნა და დღეს წყნარად და მშვიდად ცხოვრობენ Alexandre Elisashvili ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili ამ ადამიანის დამსახურებაა, 1969 წელს ბაბუას ნაყიდ ბინაზე რომ გეუბნებოდნენ შენ აღარ გეკუთვნისო, სასამართლოები რომლებსაც ბოლო არ უჩანდა არასდროს სანამ ეს ადამიანი არ ჩაერთო საქმეში და როგორც ერთხელ საკრებულოში მითხრა სანამ თქვენ კუთვნილ ბინებს არ მიიღებთ, მანამდე არ მოვეშვები ამ საქმესო ( თავიდან ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი და ერთი რიგითი პოპულისტი პოლიტიკოსის გამოხტომა გვეგონა რომელიც ერთ აქციას მოაწყობდა ტელევიზიებთან, ქულებს დაიწერდა და სახლში წავიდოდა) რამდენი შეურაცყოფის ატანა მოუწია ჩვენს გამო ე.წ. მაღალჩინოსნების მხრიდან ვინც მშენებლობაში იყო ჩართული, ეს კიდევ ცალკე თემაა! რაც ყველაზე გასაკვირი იყო ამ ერთად ბრძოლის მანძილზე, როდესაც მეზობლები მადლობებს უხდინენ გვერდში დგომისთვის, მისი პასუხი იყო რომ არაფერია სამადლობელი, ეს მისი ვალდებულებაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
უბრალო რიგითი მოქალაქეებისთვის ეს უფრო ბევრად მნიშმვნელოვანია რომ პოლიტიკოსი გვერდით დაუდგეს ხალხს როცა მას დახმარებას სთხოვენ, და არა უაზრო პოპულისტური და კარგად გაცვეთილი დაპირებები რომლებიც ჩანასახშივე მკვდარია!
This post has been edited by lexanna on 31 Oct 2020, 02:13
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)