Givia_Mqvia_Mehttps://www.interpressnews.ge/ka/article/62...muli-nabiji-iqo„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
მათი შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა.
„არჩევნების სავარაუდო გაყალბება -მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დადასტურება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა - მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნის გარეთ ადამიანებისთვის თანხის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა სიუჟეტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ.
ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა - გლდანში სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდნენ ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია და ონლაინ მედიის ჟურნალისტი მინდია გაბაძე. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ქუთაისში მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატი ირაკლი კიკვაძე სცემეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან.
დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საჩივრების რეგისტრაცია -
დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი იყო. მათ შორის, რუსთავის #12.20.16 უბანთან ხუთამდე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს. რამდენიმე უბნიდან უსამართლოდ გამოაძევეს ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები. რამდენიმე უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა საჩივრებს.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა-დღის განმავლობაში არაერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. რამდენიმე შემთხვევაში კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა საკუთარ შევსებულ ბიულეტენს გადაუღეს ფოტო. ზოგიერთ უბანზე კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველს არაუფლებამოსილი პირები მიყვებოდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის - ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები-იყო შემთხვევა, როდესაც უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე და კომისიის წევრებმა ხელით შეავსეს ეს ინფორმაცია გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ. საჩივრის დაწერის შემდეგ აღნიშნული ყუთის ბიულეტენები გაბათილდა.
ერთ უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.
წიისყრის პროცედურის დარღვევა-ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.
არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა-ბევრ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.
კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა -მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის” გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები. დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით კი ბიულეტენების დათვლის დროს ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა პირბადის ტარებაც კი.
მარკირების წესების დარღვევა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა-
ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. ორ უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში -ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.
საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვილობა-ბევრ უბანზე არ მუშაობდა ან საერთოდ არ იყო ასლის გადამღები აპარატი, რაც პრობლემას უქმნიდა დამკვირვებლებს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოპოვებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამოირჩეოდა ზუგდიდის ოლქი.
საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია-უბნების უმრავლესობაში საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობა პრობლემებს უქმნიდა საარჩევნო პროცესის ყველა წესის დაცვით წარმართვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა როგორც კენჭისყრის პროცესში, ისე შედეგების შეჯამების დროს.
შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დასმის პრობლემა-შემაჯამებელ ოქმებში საბოლოო ბალანსის დასმა ბევრ უბანზე, სხვა წინა არჩევნების მსგავსად, პრობლემა იყო“,-აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ისინი მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი.
„ცესკომ დაყოვნების გარეშე, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის საქმიანობასთან დაკავშირებით;
საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება.
საარჩევნო უბნები შესაბამისი მოწყობილობებით უნდა აღიჭურვოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს პრობლემა არ შეექმნას საკუთარი უფლებამოსილებებთან დაკავშირებით
საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა არჩევნების დღის პროცედურებში ელექტრონული საშუალების დანერგვაზე“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.
https://netgazeti.ge/news/494056/საიას შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების” პირობებში ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები იყო. ამის შესახებ დღეს, პირველ ნოემბერს საიას თავმჯომარე სულხან სალაძემ საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
მათი განმარტებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა.
ორგანიზაციის თანახმადა, დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.
“ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით”, — განაცხადა სულხან სალაძემ.
საიას შეფასებით, კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა:
ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს (მთელი დღის განმავლობაში უბნების
მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის
მიმდინარეობისას დროს თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ამომრჩევლის ნების
თავისუფალ გამოვლინებას უშლიდა ხელს);
ფარულობის პრინციპის დარღვევას;მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, მათ შორის რიგ შემთხვევებში
ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იგივე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემას და არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებას და ხმის მიცემას;
გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს;
არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე;
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საიას ცალკეულ უბნებზე დაკვირვების შესაძლებლობა შეეზღუდა.
დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევებში დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას საარჩევნო უბანზე. 2 დამკვირვებელს
დაატოვებინეს უბანი. საიას დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიცისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზედაძაბული გარემო, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა. საიამ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები უარყოფითად შეაფასა და შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა.
საიას ინფორმაციით, ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხევები).
მათივე შეფასებით, ტენდენცია იყოს საუბნო საარჩევნო კომისიებს არაორგანიზებულობა. მათი თქმითკ, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას.
საიას განცხადებით, დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნის დახურვის შემდეგ პერიოდშიც, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ.
მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდებახშირ შემთხევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები და სხვა დოკუმენტაცია დაულუქავად მიდიოდა.
საიამ ასევე უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებაც, რამაც “ამომრჩეველში მანიპულაციის შეგრძნება გააჩინა”.
საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდის ისე არჩევნების დღეს.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. საბოლოოდ მისიამ საერთო ჯამში 2250 უბნამდე დაფარა.
გოგო ან არ უნდა იბმებოდეს, ან ეგრევე იძლეოდეს, დალშე ყველანი არიან ჩათლახები. SOMEONE