აჰა პირველი მერცხალიც---იუნკერა
ალეკო ელისაშვილი - ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, თუ ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, შევალ პარლამენტში
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მოლაპარაკებებზე დავდივარ არის ის, რომ ერთჯერადი რაღაც ხეირი და სარგებელი კიაირ მინდა, მე ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები, არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ როგორც ზეიმზე. გავიხსენოთ, ნანა დევდარიანი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილ,ახლა თამარ ჟვანია, რასთან არიან ასოცირებული? ეს ხალხი რომ საქართველოსთან შერცხვენილი ხალხია არჩევნების გაყალბებით. მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივსაცემი ადამიანი. ამისთვის ვირჯები, ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ და წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კიარ იქნება მორგებული, მორგებული იქნება ქვეყნის მომავალზე და ამ შეხვედრიდან ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი მინიმუმამდე იყოს დასული.
ეს საშვილიშვილო შედგები მინდა, რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ერთადერთი, რასაც გავამხელ, ელჩებთან ვსხედვართ და დროის სამი მეოთხედი ეთმობა დეტალებზე ლაპარაკს, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, საუბნო კომისია როგორი უნდა იყოს, ეს არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს, ბიულეტენის ჩაყრის პროცესი როგორი უნდა იყოს, დაკვირვება როგორი უნდა იყოს, ამას მივყვებით საათობით.
იქ არის ჩემზე ჩახედული ხალხი, სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ ეს საქმე კარგად იცის, მაგალითად, გიორგი ვაშაძე. სხვებიც, იქ „პატრიოტთა ალიანსის“ კაცია ერთი, გოჩა თევდორაძე, რომელიც კარგად ერკვევა. მეც ვცდილობ, მივყვე, სულ კითხვებს ვსვამ, ეს როგორ არის, რომ თავი დავიზღვიოთ, იმ მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საშვილიშვილო რაღაც.
ჩემ შვილებთან ვიყო მართალი, თვალბში ჩავხედო, თქვენ შვილებთან ვიყო მართალი, თქვენ მომავალთან ვიყო მართალი და ვუთხრა, რომ, ხალხო, დაისაჯა „ქართული ოცნება“ იმით, რომ, სინამდვილეში, ეს არავის დასჯა არ იქნება, ამ ქვეყნის წარმატება იქნება, ხელში გვიჭირავს გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, საარჩევნო წესი, ადმინისტრაციის დაკომპლექტება.
ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა 30 წელია, რა არის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ან რევოლუცია ხდება, ან გადატრიალება, ან უბედურება. მინდა, ეს წარსულს ჩავაბაროთ და არჩევნებზე მივდიოდეთ არა შიშით, რომ, ვაიმე, იქ ძველი ბიჭი არ იყოს, იქ სუს-მა არ დამინახოს, არ შემოვხაზო ცუდად, არა, მივდიოდეთ, როგორც დღესასწაულზე და ეს იყოს რაღაც მოქალაქეობრივი ზეიმი. შემოვხაზოთ და შემდეგ აღარ გვქონდეს შიში, რომ იქ ვიღაც თამარ ჟვანია დაჯდება და იმამაძაღლებს. ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი, შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებიდანსაქართველოს მომავალი გამოვიტანოთ.
გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. აი, ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, იქაც ვამბობ, აქაც ვამბობმ, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადექით.
თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, ამოისუნთქოს, თუნ გვინდა, რომ ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ვინც დაპირებებს არ ასრულებს, რა არის მთავარი მექანიზმი? ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ხომ ეს ერთხელმ 90-იანებში, არა, არჩევნებით ვცვლიდეთ. არ მოგვწონს ვიღაც? დაგვპირდა, რომ აგვაშენებს, აგვაყვავებს? არ შეასრულა? წავალთ არჩევნებზე და გადავირჩევთ, ოღონდ, ეს მექანიზმები უნდა გვედოს ხელის გულზე.
გული კი არ უნდა გვისკდებოდეს, მე კი შემოვხაზე, მაგრამ რა იცი, შემდეგ რა იქნება, აი, ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალ, ისე გახადეს, პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყვილა პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით და არც შევდივარ, ხომ ხედავთ, ერთი თვეა, ფეხი გაფიჩინებული მაქვს და მოლაპარაკებებზე დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ რაც შეეხება არჩევნებს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობთ. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
https://1tv.ge/news/aleko-elisashvili-akhla...3XJTbbBKq1kKCdI