#60887482 · 9 Dec 2023, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
big_V
QUOTE | თურქეთი რატო გაბრაზდება?
|
უმიზეზოდ. ზოგადად ძალიან ჭინჭყლი ქვეყანა და ხალხია, ყველაფერზე პრეტენზიები აქვთ. ვერ გადახარშავენ რომ ჩვენ მათზე ადრე შევიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ერდოგანის მთავრობა და ზოგადად თურქეთის პოლიტიკა ევროპისგან ძალიან შორს არის, მაინც სხვებთან ექნებათ პრეტენზიები.
QUOTE | პირიქით, წესით და რიგით უნდა გაუსწორდეს, რადგანაც ერთ-ერთით მეტი ქვეყანა ვიქნებით, ვინც მათ გაწევრიანებას დათანხმდება.
|
თუ გერმანია და საფრანგეთი უარს იტყვიან, სავარაუდოდ ჩვენც უარს ვიტყვით. ასე რომ ამის იმედი თურქეთს არ აქვს. მეორე მხრივ გერმანიამაც და საფრანგეთმაც კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო დილემის წინაა, ან თურქეთის განაწყენება მოგვიწევს და ამას საზღვრის ჩაკეტვა და ეკონომიკის შეფერხება მოჰყვება, ან ევროპის წამყვანი ქვეყნების წინააღმდეგ ხმის მიცემა და შიდა ევროპული დაძაბულობა. შესაბამისად, კაბდიდატობიდან წევრობამდე ძალიან გრძელი, ეკონომიკურ-პოლიტიკურ-საკანონმდებლო-სოციალურ-დიპლომატიური გზაა გასავლელი.
რაც შეეხება სამეზობლოს, ახლავე უნდა დავალაგოთ ყველანაირი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, უნდა გავაგებინოთ რომ ვართ ეუ-ს წევრები თუ არ ვართ, ჩვენ მეგობრები და მეზობლები ვართ, ეს რეგიონში მშვიდობას მოიტანს, რუსულ გავლენას შეამცირებს და ევროკავშირში რომ შევალთ, მეზობლებს ნაკლები პრეტენზიები ექნებათ.
|