უსუფა სულ არ მაღელვებს - უფრო მაღონებს, შარტავამ რომ ჩაისასტავა...
რაც შეეხება ხაზარაძეს, ის უკვე მიხვდა, რომ აღებული ხმები ერფორების რესურსის ნაწილია, და არა მის მიერ შეკრებილი მართლაც რომ კარგი გუნდისა.
ხაზარაძემ შეცდომა დაუშვა, რომ გუნდის შეკრებისას მხოლოდ პროფესიონალიზმს დაეყრდნო - პოლიტიკაში როცა მოდის ადამიანი, მას ბარიკადებიც გამოვლილი უნდა ჰქონდეს. ახლა ამას გამოასწორებს - მრავალთაგან განსხვავებით ის საღ აზრს არასოდეს ღალატობს.
მეორე შეცდომა ის დაუშვა, რომ დღემდე არ გაუკეთებია მასებისათვის გასაგები პიარი და მემარცხენე აზროვნების მასისთვის გაუგებარია რატომ უნდა მისცეს ხმა ე.წ. "მევახშეს"? სწორედ ამიტომაც, ლელოს თუ წაემატა არა ერფორული ხმები, მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც ხალხი მეტად ახერხებს დაინახოს განსხვავება კონკრეტულ ბანკირსა და მევახშეობას შორის.
ესეც გამოსწორებადია და მალე იქნება.
ლელოს აქვს პოტენციალი სახლში დარჩენილი ამომრჩევლების 50%-დან მნიშვნელოვანი ნაწილის გული მოიგოს და გაააქტიუროს, რითაც უკეთ დაბალანსდება მოსახლეობის სხვადასხვა ფენების ინტერესები.
მხარდაჭერა ერთია და შემომთავაზეს პარტიაში შესვლა, მაგრამ იქ ეს ჩვენი გადარეული კაიფისტკა ყოფილა და მაქვს ახლა მე მაგისი ისტერიკებისა და რეპორტების თავი? მაგდენს ნაღდად ვერ დავლევ...