გავაგრძელებ ორიოდე სიტყვის მიმატებას. აქ დავწერ ხოლმე, ცალკე-ცლაკე რომ არ ვფლუდო ფორუმი სხვადასხვა თემებით:
ნანუკა - ცხოვრებაში ყვითელი გადაცემების მეტი არაფერი უკეთებია, ბოლო დროს წამოწია აწინა პლანზე სოციალური თემები ძალიან მოულოდნელად და ეგრევე პოლიტიკაში მოქუსლა. არაფერი ისეთი, უბრალოდ, ორმაგი სტანდარტია, როცა ბიძგვინას ქველმოქმედებას პოლიტიკურ დაბანდებას უწოდებდა და მერე თვითონ უარესი გააკეთა.
ბუბა - რას ერჩინ მაგ კაცს?! ლექსენი მაინც ჩაესვა პირველ ნომრად, ქართულად მაინც იმღერებდა და რუსებს აგინებდა.
ზალიკო - ოპოზიციის დიქტორი.
ვაშაძე ჯუნიორი - ამას არაუშვს. ზედმეტად კარიერისტია,მაგრამ აქვს რაღაც ისეთი, რისი გამოყენებაც ნაცმოს შეეძლო და უზროდ გაუშვეს ხელიდან ეგ აქტივი
დაბოლოს, ქართველი ამომრჩეველი, რომელიც ვითომდა გადაუწყვეტელია ხოლმე ბოლო დრომდე - ეგ ის კასტაა, ძირითადად მდედრები, თბილად რომ არიან მომჯდარნი და კი ხვდებიან, რომ რაღაც არაა ისე ქვეყნაში, როგორც უნდა იყოს,მაგრამ თავიანთი საჯარო თუ არასაჯარო სამსახური უფრო ადარდებთ და ზემდეტი რისკები არ სურთ. ეგ ის "პოლიტკორექტული" კასტაა, ბაქრაძეს რომ რეიტინგს უკეთებენ, კალაძეზე და თავის დროზე ალასანიაზე რომ სველდებოდნენ კარგი გარეგნობის გამო და საჭიროების შემთხვევაში, ერთი თითის დაქნევაზე რომ ოცნებას მისცემენ ხმებს მეორე ტურში (რაც საპრეზიდენტო არჩევნებზეც დადასტურდა. ეგ ხმები (უმეტესობა) რეალურად ბიძინასი იყო). გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არა - ტოროლა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე გამახსენდა...მერე სალომე ზურაბიშვილზეც დავწერ ორიოდე "კარგ" სიტყვას, თუ არ დამეზარა.
პ.ს. კობახიძე დავლანდე ყოუტუბეზე, აიპედს არეკლამებს
მიმაგრებული სურათი