ჯერ ცოტა უნდა ერკვეოდეთ საკითხში, ბატონო, სამან ამნაირი ინფოების გატყორცნას დაიწყებთ....
სად არ იჭერენ 900 დოლარამდე ქურდებს, რატომ არ იჭერენ?
აშშ-ში არავითარი ერთიანი სს კანონმდებლობა არ არსებობს, მეტიც - გარდა ერთი შტატისა (ლუიზიანა) საერთოდ არ აქვთ კოდიფიცირებული სისხლის სამართალი არცერთ სხვა შტატში (ლუიზიანაში კი იმიტომაა კოდიფიცირებული სისხლის სამართლი, რომ XIX-საუკუნის დასაწყისამდე ფრანგების იყო ეგ ტერიტორია და მერე ნაპოლეონმა მიყიდა აშშ-ს 15 მილიონ დოლარად, თუმცა რაღაც-რუღაც ჰევროპიულ-რომანული წესები მაინც შემოინახეს წარსულიდან, მაგ. იგივ კანონთა კოდიფიცირება)....
და შესაბამისად სრულიად წარმოუდგენელია ეგეთი რაიმ ერთიანი ნორმის არსებობა, რომლითაც დადგენილია ზღვარი, რის მერე შეიძლება ქურდ-ბაცაცას საპატიმროში გაშვება...
მეტსაც გეტყვით, აშშ კონგრესმა და ყველა შტატების კონგრესებმაც დავუშვათ და რომც დაადგინონ ეგეთი წესი, ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია მისი უგულველყოფა და რეალურად არარად გამოცხადება...
მაგალითისთვის გეტყვით, კალიფორნიის შტატში მარიხუანა სრულად ლეგალიზებულია...
თუ მანქანით მიდიხართ მეზობელ შტატ ნევადაში, ნევადის აღმნიშვნელ ფირნიშთან იცით, რა ბანერია გამოკრული?!
"ეს ნევადაა, აქ მარიხუანის ქონისთვის შეიძლება 20 წლამდე პატიმრობით დაისაჯოთ"!
ასე რომ, არაა აშშ-ში ეგეთი ერთიანი წესები და არც იქნება უახლოეს ასწლეულში...
ასევე ერთიანი პოლიციაც არაა...
არც ერთიანი პროკურატურა...
არც სასამართლო
არც ერთიანი საგადასახადო, სადაზღვევო თუ საპენსიო სისტემბი ა.შ.
ამიტომაც გირჩევთ, გაერკვიოთ, წაიკითხოთ თუ რას წარმოადგენს ე.წ. ანგლოსაქსური სამართლებრივი სისტემა, საცა პრეცენდენტია დომინანტური ნერბისმიერ სხვა სამართლის წყაროსთან და კიდევ რა თავისებურებებით ხასიათდება კონკრეტულად აშშ-ს სამართალი იმისდა გამო, რომ ეს ქვეყანა ფაქტიურად 50 სახელწიფოს კონფედერაციას წარმოადგენს.... და არა მარტო თქვენ გირჩევთ ამას...
კეთილი სურვილებით, უზერი ჩომბე,
This post has been edited by chombe on 6 Nov 2020, 14:58