ultrapercenthood
Cyber

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1329
წევრი No.: 164621
რეგისტრ.: 30-March 13
|
#57099998 · 3 Nov 2020, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (VeridisQuo..> @ 3 Nov 2020, 13:58 ) | თავისი ნებით ვინც აძლევს ოცნებას ხმას, ყოველგვარი დაშინების, მუქარის, შანტაჟის, ფულის, კარტოფილის, ხახვის ან სხვა ათასი *ლეობის გარეშე, მათი აზრი მაინტერესებს თუ რატომ აძლევენ ოცნებას ხმას.
იიი სისხლიანი ცხრა წელი და მსგავსი დეგრადიული არგუმენტები გატრუხდა უკვე.
გულწრფელად მაინტერესებს, რატომ აძლევს ხმას საღ აზრზე მყოფი ადამიანი ოცნებას. |
2012-ში (თავისთავად) და 2016-შიც ოცნების მხარდამჭერი ვიყავი, ახლა აღარ ვარ, შემიძლია ვთქვა, რატომ ვუჭერდი აქამდე მხარს და რატომ არ ვუჭერ ახლა, თუ ვინმეს გამოგადგებათ ჩემი პასუხიდისკლოჟური: ძალიან ვრცლად ვერ დავწერ, მეზარება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მიზეზების უმეტესობა, შემიძლია, გავამყარო ავტორიტეტულ საერთაშორისო წყაროებზე ბმულებით, ასევე, პროფესიიდან გამომდინარე ახლო შეხება მაქვს ფინანსებთან და სტატისტიკასთან. რასაც ვწერ, ჩემი სრულიად გულწრფელი აზრია, ამავე დროს (ჩემი აზრით) კვალიფიციურიც და თუ არ დამეთანხმებით, არ მაქვს პრობლემა. დაინტერესების შემთხვევაში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენს ნაცნობ ამ საკითხებში ღრმად ჩახედულ ხალხს კითხოთ და არა მე. მაგისთვის არ ვწერ ამ ყველაფერს, მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ (როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს). დავიწყოთ იმით, თუ რატომ ვუჭერდი მხარს:- ეკონომიკური ზრდით გავუსწარით სომხეთს და აზერბაიჯანს (მიშას დროს ჩამოვრჩებოდით ჯამში 9 წლის განმავლობაში)
- უფრო მეტი გზა დაიგო, ვიდრე მიშას დროს
- შედარებით ნაკლებად ძალადობრივი გახდა სისტემა
- 2012 წლის შემდეგ სიღარიბე შემცირდა საერთო ჯამში
- ტურიზმის განვითარება გაგრძელდა და რეკორდულ მაჩვენებლებზე გავიდა
- ევროკავშირთან ხელი მოვაწერეთ ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებებს
- ნატოსთან დაახლოება გავაგრძელეთ
- შეიქმნა Startup საქართველო პროგრამა და ძალიან მაგრად განვითარდა, სილიკონ ველიდან ჩამოდიან ინვესტორები, ატრენინგებენ მონაწილეებს და დებენ ინვესტიციებს
- 2012 წლიდან მოყოლებული ლარი მყარდება
. რომ განვმარტო, დოლარის გამყარება / გაუფასურებას არ ითვლიან რომელიმე ერთ ვალუტასთან მიმართებაში, არსებობს დოლარის ინდექსი ამისთვის, რომელიც აჯამებს იმ 6 უცხოური ვალუტის საშუალო კურსს, რომელიც ყველაზე მეტად ივაჭრება დოლართან. იგივე პრინციპი რომ ავიღოთ, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი და აშშ. საერთო ჯამში ამ 6 ვალუტის საშუალო კურსი 2012 წლიდან უფასურდება ლართან. - ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელება
- მედია ბევრად უფრო თავისუფალია დღეს, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო
რატომ აღარ ვუჭერ მხარს:- ანაკლიის (ქვეყნისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად გარდამტეხი მნიშვნელობის) პროექტი გაჩერდა, არადა ამერიკის მკაფიო მხარდაჭერა გვქონდა და შეგვეძლო, ეს სათანადოდ გამოგვეყენებინა, თუნდა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლის შემთხვევაში
- კრიმინალი
- კორუფცია
- ცე ჰეპატიტის პროგრამაში სერგეენკომ რომ უზარმაზარი ფული მოტეხა (მაღალი ალბათობით), სუსმა რომ გამოიძიება დაიწყო მაგაზე და "წყნარად" გადააყენეს მინისტრობიდან, ეგ ფული სად არის ახლა?
- ზაზა ოქუაშვილის საქმე და მსგავსი ფულის გამოძალვები სხვადასხვა ბიზნესმენებისგან
- ფარცხალაძის "პროკურორობა" + ფარცხალაძის მიერ ლაშა თორდიას ცემის საქმე
- ხაზარაძისთვის არაფრისგან შეკერილი ფულის გათეთრების საქმე (საკმაოდ ახლოს ვიცნობ მაგ საქმეს და უბრალოდ სრული სისულელეა, საბავშვო ბაღის დონის)
- ზოგადად ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის აუცილებელია, ჯერ-ჯერობით მაინც, 2 ვადაზე მეტი ხნით არ რჩებოდეს ერთი პარტია ხელისუფლებაში, რათა კორუფციას არ მიეცეს ფესვების ღრმად გადგმის საშუალება და შედარებით ჯანსაღი კონკურენცია დამკვიდრდეს პოლიტიკაში
- არა მგონია, რამე მნიშვნელოვანი და კარგი გაკეთდეს აწი, თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, ამოწურეს თავი, ახალი ძალა უნდა მოვიდეს და კოალიცია ამ ეტაპზე იდეალური ვარიანტი იყო
P.S. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას მაინც უფრო ვემხრობი, იქნებ ანაკლიის პროექტი დაძრან რამენაირად ადგილიდან This post has been edited by ultrapercenthood on 3 Nov 2020, 18:53
--------------------
stop-russian-desinformation.near.page - საჯარო ddos შეტევისთვის შექმნილი ონლაინ ხელსაწყო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (უბრალოდ გახსენით და დატოვეთ გვერდი გახსნილი)
|