DATOIAგირჩა მემჩიკებში ნელ-ნელა მასტერკლასს მიუახლოვდა!
პირვანდელი ტიკ-ტოკის ისტორია ვინც იცის ნატან აპოდაკასი, მას არა მხოლოდ გაეცინება, არამედ ზუსტად მორტყმულ ინტელექტუალურ იუმორსაც დაინახავს.
მაგრამ დავუბრუნდეთ ფსიქოტიპებს.
ვინ დატოვა პინგვინამ მმართველობის 8 წლის თავზე თავისი მებრძოლი კოჰორტების ავანგარდში?!
რობოტი კობახიძე
კამსამოლი მდინარაძე
სკოლზკი კარიერისტი კობზონი
ეს სამივე არის ფრიკული ქვეტიპაჟები, რომელიც ასე სძულს ოცნების ერთადერთ რეალურ ამომრჩეველს - ნახევრადჩარეცხილ და მერე ნახევრადამორეცხილ კომუნისტურ პოსტელიტას. შვილებით და შვილიშვილებითურთ.
იგივე მოხდა "იმედზეც". როდესაც ჩეპჩიკაზე დავწერე, ამ არხზე დააბრუნონ მეთქი, აბსოლუტურად სამართლიანად მომწერეს - შიგ ხომ არ გაქვს, რა უნდა დააბრუნონო?! მაგათი პოლიტიკა ბოლო 2-3 წელი ვესიანი და ასე თი ისე დამოუკიდებელი აზროვნების ხალხის მოშთობა და ყურმოჭრილი მონების დაყენება იყოო. იუმორისტი გაბუნია, ეკონომისტი ღია აბაშიძე და ასე შემდეგ. ამ ველზე ძველი თაობის მოფამფალებული ვოლკები უკვე აღარ გამოდგებიან.
ამას გრძობს ჩეპჩიკიც და მისი ხალხიც.
და აქ მოდის ეს საშინელი დილემა:
სტატუს ქვოს შენარჩუნება, როდესაც ყოველ თვე ერთი ტენდერით ნაკლებს მოიგებს, სსიპებიდან და სამინისტროებიდან 2-3 მაგათიანს დაიქნევენ ი ტაკ დალეე.
სტატუს ქვოს არევაში ხელშეწყობა, სადაც პირველი ორი წელი აშკატა პროფიტში იქნებიან, მაგრამ მესამე წელს შეიძლება მეგისა ქარდავა იხილონ საკუთარ სასთუმალზე (

).
ის, რაც ჩვენთვის ფილოსოფიური დილემაა, მათთვის არის ეგზისტენციალური გზაგასაყარი, სერიიდან "მარცხნივ წახვალ..."
მამუკა ხაზარაძე არის სწორედ მარცნივ წასვლის პიონერი. რატომღაც ბევრს "ავიწყდება", რომ ტიპს ბოლო მომენტამდე არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მერე აიძულეს, როდესაც ვანო ჩხარტიშვილის და გენპროკურორი შარიკოვის თანდასწრებით პადლეცი აარტყეს.
სწორედ ამით აიხსნება განსაკუთრებით იაროსტნი ქოცების აღშფოთება და ემოციური დამოკიდებულება ლელოსადმი.
და რაციონალურაც არც მე, არც შენ და არც ტრიფონას არც გვაქვს მორალური უფლება, რომ ისინი ამის გამო დავამუნათოთ!