ინტერესის გამო დავსერჩე:
იბერია:
რევი I მართალი — იბერიის მეფე III საუკუნის შუა წლებში. ძე სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა და დისწული იბერიის მეფის ამაზასპ II-სა. 265 წლისთვის ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს ჰორმიზდაკი. ამდენად ჰორმიზდაკი ირანული პოლიტიკის გამტარებელი იყო და იბერიაც ირანის ვასალი გახდა. რევ I მფარველობდა ქრისტიანობას, აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება, ამიტომ მას რევ მართალი უწოდეს. რევ მართალს ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალი სახელად სეფელია.
,,ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა."
ეგრისის/ლაზიკის მეფე იმ დროისთვის ვერ ვიპოვე.