ნაციც და ქოციც ნიჭიერული მოვლენაა ქართ.პოლიტიკის სინამდვილეში. ორივეს თავისებური თვისობრივი ნიჭცხებული ,,ზადი'' გააჩნია, რაც უნდა გაგიკვირდეთ.
ქოცს აღმოაჩნდა სრულიად არაჩვეულებრივი ნიჭი, შენიშვნის ერთგვარად ყურსგარეთ გატარებისა და დასასჯელის დაუსჯელად გაშვებისა. ხალხის მოთხოვნის არშესმენისა და სამართლის
სამართლებრივად არაღდგენისა. სწორედ მისი ამ ნიჭის უბადლო გამოვლენაა იმ კრიმინალური და მოღალატე ბანდის დაუსჯელად პარპაში, რასაც ერთ.ნაც.მოძ.-ი ჰქვია!
მაშ!
სწორედ ახლა ვიმკით ქოცნების ამ საბედისწერო წაყრუების შედეგს და ვითმენთ დეკანოიძე-მელია-კაპანაძეების ისტერიკულ ეგზალტაციებს...
ნაცს კი ღმერთმა არგუნა იმის ნიჭი, რომ უპრეცედენტო უტიფრობით და თავხედობით გაღმა შეედავოს თავის პოლიტ.ოპონენტს, რომლის დროსაც დარიკოს დროშასავით თავსზემოთ აფრიალებს ვალუტის კურსს, სიღარიბეს და ,,საყოველთაო შიმშილს'', ხოლო საკუთარი ნაკლოვანებები ერთგვარი დემენციის ფარვატერში უნარნარებს
ჰოოდა, მათი ჭკვაგახსნილი გოგრიდან ის აზრი მომდინარეობს, რომ ოდენ სწორედ ეკ. კოეფიციენტის ,,მზარდობისთვის'' უნდა შეცვალოს ნაცობამ ქოცობა!
ნაცებო, თქვე სულით და ხორცით ლამაზებო, ვის ატყუებთ, მაგ თქვენი ტექ.გადმობრალებებით, ჰა?
რა ვქნა... ხომ არ გაგახსენოთ, უკვე მერამდენედ, თქვენი საგმირო საქმეები?
ისეთი ჰონორითა წერთ აქ ბრტყელ-ბრტყელ პოსტებს, გეგონება, ანგელოსთა კასტის წარმომადგენლები იყოთ და ქოცი ამომრჩეველი გიშლიდეთ ხელს ნაციონალური სიწმინდეების ქმნაში!
გეგონება, ტერიტორიების ჩაბარება-გაჩუქების აქტზე ხელი არ გქონდეთ მოწერილი და, ზოგადად, ადამიანის დატერორებაში ჭიპი არ გქონდეთ მოჭრილი!
თქვენ გამოა, რომ დღეს აფხაზეთში უკვე ვეღარ გადავდივარ დეიდაშვილისა და ბებიის საფლავის მოსანახულებლად, თქვე დალოცვილებო...
ძაან გადაისვით უკვე თაფლი და მამაცურად პროვოკატორობთ...
ნე დაი ბოგ, თქვენი ბელადივით ვინმე აეცვას მაგ პროვოკაციებზე და თქვენსავით ქუჩაში გამოვიდეს, მერე სად მიდიხართ?
დაეტაკებით და გადაუვლით? იქნებ პირიქით მოხდეს, გულადებო, ჰა?
ვაი და, ქოცდებილნი შემთხვევით ნაცბოროტებზე მეტნი აღმოჩნდნენ (ჯერჯერობით ეგრეც ჩანს)?
უკაცრავად, კეთილებო, საით მიგყავთ საქმე, ემაგ თქვენი ზრდილობიანობითა და სიდარბაისლით?
ბოლო-ბოლო, რით ვერ დავიდა თქვენს მრავალუჯრედიან და ფეზდეცტვინამდე, რომ სწორედ თქვენი დამსახურებაა ამ ოცნების მესამეჯერ არჩევა!
და რომ ამ ბელადის ზიარჭურჭელი იმ თქვენს ბელადთანაა მიერთებული და მთელი მაგ ჩაჯვიან-გაბუნიან-კვესიტიანად კვებავთ მათ?
წადით, ძმაო, დაგვანებეთ თავი და, მემრე ვისაც ავირჩევთ, შორიდან დაგანახებთ...
არ წაიღეს ტვინი ამ თავიანთი ქოცნაციონალური ამაპოლათი?
პ.ს. კიდევ ერთხელ გეაჯებით (ჯერ): ნუ პროვოკატორობთ და ამომრჩეველს ნუ შეურაცხყოფთ.
ძალიან უკულტუროებად გამოიყურებით, რაც ვერ უწყობს ხელს თქვენსავე სურვილს, მოხვიდეთ ხელისუფლებაში...