დუბაიში დავდიოდით და ვვაჭრობდით, რესტორნებში ვგრიალებდით. სხვა რა უნდა გვეკეთებინა? აი ,რა?
* * *
https://www.presa.ge/?m=conflits&AID=36857უკვე 23 წელია, ყოველ 14 აგვისტოს, ერთ-ერთი პირველი მიდის გმირთა მოედანზე, ეფერება აფხაზეთის იმში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალს და იხსენებს იმ შემზარავ ტრაგედიას, თავს ზუსტად 23 წლის წინ რომ დაატყდა.
ეს აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია-გერგედავაა. სოხუმის დაცემის შემდეგ ქალბატონი ნაირა და მისი ოჯახი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. 17 წლის ნუკრი გერგედავა დედის თვალწინ დახვრიტეს, ქალბატონ ნაირას შვილის თვალი გადააყლაპეს და სასტიკად აწამეს.
ქალბატონი ნაირას მონაყოლს რთულია ემოციებისა და ცრემლის გარეშე მოუსმინო. ნაირა კალანდია „პრესა.ჯი“-მ გმირთა მემორიალთან ჩაწერა.
ნაირა კალანდია-გერგედავა: არავის გვეგონა, რომ სოხუმი დაეცემოდა, ამიტომ ბოლო წუთამდე ვმუშაობდი სოხუმის მეორე საავადმყოფოში და ვუვლიდი ომში დაჭრილ ბიჭებს.
მდგომარეობა მალევე დრამატულად განვითარდა და 28 სექტემბერს ოჯახმა გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა მშობლიური სოხუმი, მე, ჩემი ქალიშვილი - ნანა, ვაჟიშვილი - ნუკრი, დედაჩემი და ჩემი მეუღლე ენგურის მიმართულებით გავუდექით გზას.
ვცდილობდით, მდინარე კოდორამდე მიგვეღწია. იქიდან მერხეულის მხარეს, სვანეთის გზაზე უნდა გადავსულიყავით, დედაჩემი ჩემმა 17 წლის ვაჟმა, ნუკრიმ მხარზე შემოისვა.
მანვე გადმოიყვანა მწერალ მურმან ხურცილავას ხანდაზმული დედაც მდინარის მეორე მხარეს. თუმცა, მდევარმა სოფელ კინდღთან დაგვიჭირა, მანამდე ნანა (ქალბატონი ნაირას ქალიშვილი) დავკარგე, მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს მხედრიონელების ტანკში ჩაუსვამს. ჩემს ქმარს ნუკრის ჩასმაც უნდოდა ტანკში, მაგრამ ნუკრიმ დედა და ბებია არ დატოვა.
კინდღის ჩაის ფაბრიკასთან გაგვიხსნეს ცეხლი, ჩემი მეუღლე და დედაჩემი აიყვანეს, მე და ნუკრი დავიმალეთ, ჩემს მეუღლეს აფხაზებისთვის უთქვამს, - ყველაფერს მოგცემთ, რაც გაგვაჩნია, ოღონდ შვილს ნუ მომიკლავთო. პირობაც მიუღია და ამ იმედით დაუძახა ნუკრის.
- აქ ვარ, მამა! ხელებაწეული გავიდა ნუკრი... მეც გავყევი, მოვიხსენი ტანსაცმელში გამოკრული სამკაულები, დოლარები, რუსული რუბლი და მივეცი მათ.
ჩემი ბიჭი სადღაც გაიყვანეს... ავტეხე კივილი, ამ დროს ვიღაც თმაში მწვდა და თავი კედელს მიმახეთქებინა. შენობაში შემიყვანეს, დავინახე 30-მდე ტყვე იქვე იჯდა, დედაჩემს და ჩემს მეუღლეს მვკარი თვალი. მას სახე ჰქონდა დასისხლიანებული. ნუკრი ცალკე ოთახში ჰყავდათ. შეღებული კარიდან დავინახე, მივუახლოვდი, მაგრამ იქ მყოფმა რუსმა კარი მოკეტა და ჩემი ოთხი თითიც შიგ მოიყოლია...
ძირითადად, "დაქირავებულები" და რუსები გვისწორდებოდნენ. გვეუბნებოდნენ, ქართველებს წამებაში უნდა ამოგხდეთ სულიო. ტყვეებს გვამცირებდნენ, იმავე ღამეს ტყვე გოგონები გააშიშვლეს და მშობლების წინ გააუპატიურეს.
მეორე დილით, ცენტრალურ გზაზე გაგვიყვანეს. რუსი ჟურნალისტი მოგვყვებოდა ვიდეოკამერით და ყველაფერს იღებდა. მივუბრუნდი და ვთხოვე: "ია დოჩკუ პატერიალა, პამაგი ბრატ, ესლი მოჟეშ!" "ტებე დვა პულია პამოჟეტ!" - მითხრა ჟურნალისტმა.