2009 წლის მაისში თუ ივნისში, აი პოლიციის სამმართველოსთან რომ დაარბიეს აქცია, მაშინ ღობეს არ ანგრევდნენ? აი პატარა გრეჩიხა ე.წ. უცნობი რომ გადაძვრა მაგ დროს..... მერე ეგეც ცემეს იქ პროჩებმა.
2011 წლის 26 მაისს რომ დაარბიეს აქცია, იქ 2-ჯერ თუ 3-ჯერ არ ჩააბარეს ოფიციალური დოკუმენტი მერიისგან, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც მოისურვებდნენ გადასულიყვნენ? მეორე დღეს დამოუკიდებლობის აღლუმი უნდა გამართულიყო და ეს კარგად იცოდნენ. არ ქონდათ ხელკეტები და ჯოხები? არ უწევდნენ წინააღმდეგობას? უფრო მეტიც, მანამდე ტელევიზიასთან იყვნენ და იქაც ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ.....
და ეს ყოველივე "აპრავებს" ნაცებს და მათ სირულ საქციელებს მაშინ? მათ შორის სწორედ მაგ ამბების გამოც ეძახიან "სისხლიან რეჟიმს" და რავი ახლა განსხვავებული რა ხდება, ან 20 ივნისს რა მოხდა განსხვავებული?
ფორმალური საბაბი მაშინაც ჰქონდათ ნაცებს და ალბათ ახლაც მონახავენ ქოცები, ეგ არაა პრობლემა.
მოკლედ ერთ წრეზე დავდივართ უკვე რამდენი წელია. მაგიტომ მქონდა იმედი რომ კოალიციური მთავრობა მოვიდოდა და 1 ძალის გაჯეჯილება დასრულდებოდა.