1. ხალხის დიდმა ნაწილმა გამოკითხვაში არ მიიღო მონაწილეობა.
2. ვინც მიიღო მათი ხმების დათვლა ხერხდებოდა მხოლოდ.
3. ბევრმა გამოკითხულმა განაცხადა რომ ემხრობა ქართულ ოცნებას იმის შიშით რომ გამოკითხვა არ იქნებოდა ანონიმური.
ახლა იმის ძახილი რომ გამოკითხვებს დაემთხვა ქოცნების ხმების შედეგები სიბრიყვეა, რადგან წინასწარ ემზადებოდნენ, იცოდნენ რა ცუდ დღეში იყვნენ, მოსახლეობის მოსყიდვა - დაშინება აქტიურად მიდიოდა, გინდა ფულებით ხმების მოსყიდვა და გინდა დაპირებებით დაბოლება, მეცოდება ის ადამიანები ვინც კარტოფილზე თავი გაყიდა, მე მათ არ დავცინი, წარმოიდგინეთ რა უკიდურესი გაჭირვებაა აზრობრივიც და მატერიალურიც ამას რომ იზამს კაცი.
ვინც მოსყიდვაზე და დაშინებაზე ჩალიჩობდა იმ ხალხზე აღარაფერს ვამბობ, სამწუხაროა რომ ეს ხალხიც პატრიოტებად აღიქმებიან საზოგადოებაში.
საქართველოს კონსტიტუცია
თავი პირველი. ზოგადი დებულებები
მუხლი 3. დემოკრატია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა.
2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
3. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.
4. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.
სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. - როდესაც დემოკრატიულ ამ მარტივ მცნებას ეწინააღმდეგები, ართმევ ხალხს ხმის მიცემის უფლებას, ან ბოროტად იყენებ სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და საკუთარი ან მესამე პირის ინტერესების მიხედვით აყალბებ არჩევნებს, იპარავ ხმებს, ანადგურებ ბიულეტენებს, მაშინ შენ ხარ დამნაშავე, რომელიც უგულვებელჰყოფს ხალხის უფლებას ჰქონდეს საკუთარი ნება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მართოს თავისი ქვეყანა.
შესაბამისად მსგავსი არჩევნების ლეგიტიმაცია შეუძლებელია, ერთი კვირა საკმარისი დრო იყო იმისათვის რომ კიდევ უფრო შორს წასულიყვნენ გაყალბების საქმეში და მოესპოთ ოპოზიციისათვის მიცემული ხმები და გაყალბების გზით მმართველი პარტიისათვის გადაებარებინათ.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ბევრი ხალხი იყო, სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო მეტი ვერ მოვიდა მაგრამ ეგ იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ ვინც სახლში იყო მას კობახიძე, თალაკვაძე და გახარია ამოჰყვავის თვალში როგორც საქართველოს ხელისუფლების ფლაგმანი.
იმედია სულ მალე გიხილავთ ციხეში ყველას ვინც ქართველ ერს ვნებს ან ავნო, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით.
This post has been edited by almaximum on 9 Nov 2020, 07:01