თქვენ იმაზე ფიქრობთ, თუ რა ენაზე უნდა უპასუხოთ, არა და
ჯობია იმაზე იფიქრეთ, თუ რატომ არიან ასე დარწმუნებულები, რომ მათ რუსულად უნდა ესაუბროთ.
ამისთვის ცოტახნით დადეგით მათ ადგილას და დაფიქრდით.
1) რუსეთს აქვს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი.
2) ჰყვირის "ოკუპანტიაო" და იქვე გვერდზე უკანალსაც აულოკავს ასი რუბლის გულისთვის.
3) 90-იანებში "ჯოს-ჯოს" ჰვიროდით, ემანდ მოსკოვს უნდა გამოვეყოთ და ჩვენთვის ვიცხოვროთო და დღეს კი იხ პ. 1-ი და 2-ე.
4) საქართველოში მდიდრების და ცნობილების 90%-ს რუსეთიდან აქვს დაწყებული კარიერა.
5) 2008 წლიდან რუსეთის მოქალაქეობა ფსს/შსს-ს ხაზით (კიდევ სსს-ს ხაზია, მაგრამ იქ ცოტაა და ჯანდაბას, თვალი დავხუჭოთ) მიიღო ~45000 საქართველოს მოქალაქემ (გასაგები მიზეზების გამო წყაროს ვერ დაგიდებთ, დამიჯერეთ უბრალოდ), როცა იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან - თითო-ოროლამ.
6) საქართველოში გაყიდული საქონლიდან (იმედია - პირობითად, თუმცა, მგონი ფაქტიურადაც) ნახევარი - რუსულია.
7) უამრავი ობიექტი ღიად თუ ფარულად რუსეთის კომპანიის ნაწილია.
ჰოდა, რუსულად უბრალოდ საუბარი კი არა, გამართულად საუბარიც უნდა მოგთხოვონ და 100% მართლები იქნებიან.
რუსული ანდაზაა: ნახევრად ფეხმძიმედ ვერ იქნები - ან ხარ ფეხმძიმედ, ან არა. არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ერთსაც და მეორესაც.
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.