გრიგოლ ვაშაძე - დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა
ვსინჯოთ, მოლაპარაკებებში თუ არ შევედით, ვერც იმას გავიგებთ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება თუ წარუმატებლად , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.
„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.
ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებსა და მოკავშირეებში სასოწარკვეთაა.
„აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, რადგან ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, ეს უკვე კატასტროფაა. სასოწარკვეთაა საქართველოს მოქალაქეში, სასოწარკვეთა არის ჩვენ მთავარ მოკავშირეებში და სასოწარკვეთაა არის პერსპექტივაში, რაც მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენია“,- განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ეტაპზე გამოსავალი არის აქციების გაგრძელება და დიალოგი.
„გამოსავალი ამ ეტაპზე, არის შემდეგი: საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი, კონსტიტუციური და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია, დიალოგი. ვსინჯოთ, მოლაპარაკებებში თუ არ შევედით, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...ocesi-chaishala ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წინაშე დასაყენებელ მოთხოვნებზე ოპოზიციაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და შეჯერებული პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი
პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი მოთხოვნების თაობაზე ოპოზიციაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და შეჯერებული პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზად არის.
“უნდა შევიკრიბოთ იმაზე სალაპარაკოდ, რომ არჩევნები არის გაყალბებული, გაყალბებულმა არჩევნებმა კრიზი შექმნა, წინ არის მეორე ტურები და რა არის გამოსავალი. დიალოგი კიდევ უფრო დაჩქარდა და ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში ის რეალობა შეიქმნა, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ოპოზიციის მიტინგებით დახვედრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
“არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ მაიკ პომპეოს მიტინგებით დავხვდეთ, მის კორტეჟს გზა გადავუკეტოთ და ყურადღება ასე მივიწციოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკმარისად მეტად არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. პომპეოს საქართველოში ვიზიტი მაინც საერთაშორისო კონტექსტს უკავშირდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...gaxdeba-cnobiliბურჯანაძის და სააკაშვილის (სააკაშვილის და ბურჯანაძის ასე უფრო სწორია) იდეას დედა აგინა ფაქტიურად ალეკომ
This post has been edited by Choncxis mzera on 11 Nov 2020, 23:42