#57170928 · 15 Nov 2020, 17:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არისტოტელე999
QUOTE | აცრები ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, |
ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, არჩევნები კი ქვეყნის ჯანმრთელობისთვის და სადაც ცხოვრობს და რომლის მოქალაქეცაა ადამიანი, იმ ქვეყნის ჯანმრთელობის გარეშე არც ამ ადამიანის ჯანმრთელობა იქნება...
ახლა ნახე, განა შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა, სიცოცხლით აღსავსემ, სრულფასოვნად იცხოვროს ჩრდილო კორეაში? შეხედე, იქ ფსიქიურად და მორალურად ოდნავაც ჯანმრთელი გაძლებს? ჩვენ კი, მიშ ჩენ ირიზაციას დემოკრატიულად ძლივს გადარჩენილები, სრული სვლით მივექანებით ახლა უკვე ბიძ ჩენ ირიზაციისკენ...
პ.ს. დემოკრატიული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიულ ჯანმრთელობაზე ერთგვარი დემოკრატიული აცრებია, ანუ თავი და თავი დემოკრატიული არჩევნებია, ხოლო სავალდებულოობა (+ ღიაობა) ამ არჩევნების დემოკრატიულობის დიდწილად განმპირობებელი... და ჩვენთვის, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, ხომ მითუმეტეს ეგზისტენციური ხასიათის ხდება ეს ზ/ხსენებული საარჩევნო ნიშან-თვისებები...
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|