ავიაცია და არტილერია არასოდეს იღებს რამე ტერიტორიას (ქალაქი იქნება თუ მთა თუ ველი)
სულ რომ გადაბომბო ნაცარტუტად აქციო და ზედ ატომური ბომბი დაახეთქო , ტერიტორია აღებულად ითვლება როცა მასზე შენი ქვეითი დააბიჯებს ფეხს. ეს თუ არ მოხდა ტერიტორია აღებულად არ ითვლება.
სომხები თავიდანვე არ იცავდნენ დასახლებულ პუნქტებს ბოლომდე, როგორც კი ალყის საშიშროება იქმნებოდა მაშინვე ტოვებდნენ დასახლებულ პუნქტებს , ესე იყო ომის დაწყებიდანვე
არცერთი დასახლებული პუნქტი არ დაიცვეს ბოლომდე, არცერთი.
მაგალითად სოფელ კომსომოლსკოეს ჩეჩნები ერთი თვე იცავდნენ როცა ზევიდან ყველაფრით ბომბავდნენ და დაბლიდან ბურატინოებით წვავდნენ რუსები. ან სირიაში ნახეთ იგივე დასახლებული პუნქტებისთვის რა დრო მიდიოდა ბრძოლები.
ეხლა ჩემი აზრით რა მოხდა შუშაში. ა ლა გაგრა
შუშას გარშემო აიღეს აზერებმა, დარჩა მხოლოდ გზა ასაღები
ეს იციან სომხებმა ქალაქში და მანდრაჟში არიან სრული ალყის
ამ დროს აზერების ერთმა ჯგუფმა შემოუარა სომხების პოზიციებს და ერთი პოსტი მოულოდნელად აიღო შევიდა და სროლა ატეხა
ამან გამოიწვია პანიკა დანარჩენ სომხებში და რადგან ქალაქის დაცვას არც ისე აპირებდნენ ბოლომდე ადგნენ და მოკურცხლეს ვინც მოასწრო ანუ დიდმა ნაწილმა
ვინც ვერ მოასწრო ისინი შემდეგ დღეებში გაანეიტრალეს.
არანაირად არ ვაკნინებ აზერებს , მაღალი მოტივაცია და დისციპლინა აჩვენეს ნამდვილად.
სომხებმა კი მორალურად გატყდნენ და ერთადერთი მოტივაცია მათი იყო - რუსები ჩაერევიან.
ფაქტიურად ეს იყო მათი სტრატეგიული თავდაცვითი გეგმა - ვაჩერებთ მტერს ორი კვირა, მერე რუსები მოდიან!
ისევე როგორც ჩვენი თავდაცვითი სტრატეგია წლების წინ შემუშავდა - ვაჩერებთ მტერს ორი კვირა მერე ამერიკა/ნატო მოდის
არც ნატო მოვიდა ჩვენთან არც რუსი სომხებთან ჩვენტან რუსი მოვიდა იმათთან თურქი