ნარდიRustyარა, არ ადარებთ ერთი დაიგივე ავადმყოფობას.
ტიპებს სამყაროს ჭიპობის რაღაცა ავადმყოფობა ჭირს.
ერთხელ სრულიად შემთხვევით...
პოლიტიკასთანაც ძაან შორს ვარ, აი.. ძაან შორს.. და პოლიტიკოსებსაც ახლოს არასდროს არ შევხვედრივარ, 30 მეტრის მანძილზერ მაინც.
პარადზე თუ მინახია ყველაზე ახლოს.
ერთხელ, სრულიად შემთხვევით... ერთ მანქანაში აღმოვჩნდი ბაიბურთი, თუ ვიღაცვა დეპუტატი რომ ჰყავდათ ახალქალაქიდან თუ ახალციხიდან.
ვიღაცეებთან ერთად ჩაგვიჯდნენ მანქანაში და მერე, გზაში გაგვაცნეს ზრდილობის გულისთვის ერთმანეთს...
მერე, სადრაც გააჩერეს და ყველა რამდენიმე ათეული წუთით ჩავიდნენ.. და დავრჩით მანქანაში მე და ეს ბაიბურთი.
ვზივართ,.. დავსირდით იმათ ლოდინში და სიჩუმეში...
მერე ბოლობოლო "წავისაუბრეთ" ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე და მივედით სტალინთან

და ტიპი რას მეუბნება (სტალინისტი იყო/ყოფილა),
- სტალინი ძალიან დიდი პიროვნება იყოო..
და რამე თუ შეიძლებოდა აქო ტიპმა, და აქო..
- ოღონდ ერთადერთი შეცდომა მოუვიდაო.
ნუ, ასეთი შესავლის მერე დამაინტერესა, მეთქი რა იყო ის "ერთადერთი" შეცდომა, რომელიც სტალინს მოსვლია, თან ერთადერთი..
და თვითონ გააგრძელა პაუზის მერე..
- თურქეთისთვის უნდა დაერტყა და სომხეთისთვის თავისი ისტორიული მიწები დაებრუნებინაო.
ისედაც არ ვლაპარაკობდი, მარა ენა ჩამივარდა..
ხო აზრზე ხარ..
ცოდვილი სამყარო.. ადამიანთა ცოდვა.. მსოფლიო გოდება .. ჰაიდა გერმანია და ჰაიდა 37 წელი და ჰაიდა ბელადი და ჰაიდა კაციჭამია და..
ტიპმა, სტალინს ერთადერთი შეცდომაო.. სომხეთისთვის მიწების არდაბრუნებაო...
ამათ შეიძლება რამე ანალოგი მოუძებნო\, ან ქართულში, ან მსოფლიოში?!..