კაია რო წავაგეთ, სომხეთთან...
რო მოგვეგო, შეიძლება იმედის ნაპერწკალი გაჩენილიყო.
ამ თაობას არაფერი არ უწერია.
სომხეთთან წავაგეთ, სახლში :facebook:
არადა ათი წლის ვიყავი საქართველო-სომხეთზე, 7-0 ამოვტენეთ, 5 გოლი არველაძეებმა შეაგდეს, თითო-თითო ქინქლაძემ და დღევანდელმა პარლამენტარმა ყაველამ...
ქინქლაძე-ქეცბაია, არველაძეები, კობი-ყაველა, ცხადაძე-შელია, ნემსაძე-ჯამარაული...
ძაან მაგარი ფეხბურთელები გვყავდა, გული მიკვდება მუნდიალზე ან ევროპაზე თამაშის გარეშე რო წავიდნენ...
არადა ყველა პროფესიონალი იყო, ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობდნენ...
მწვრთნელი არ გვყავდა უბრალოდ.
ჩივაძე-ყიფიანი-ძოძუაშვილი... დიდი ფეხბურთელები, რომლებიც აზრზე არ იყვნენ მწვრთნელობის...
ქეცბაია იხსენებდა, რომელიღაც დიდ გუნდს ვეთამაშებოდითო, ინგლისზე თქვა თუ გერმანიაზე და ძაან დილეტანტური მიდგომა იყო მწვრთნელებიდანო.
სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი ეკითხება გავრილოვიჩს (ჩივაძე), რა ტაქტიკით ვითამაშოთო და ყველა წინ და ყველა უკანო

ძაან დიდი ნიჭი განიავდა.
ეხლა ყაზანის რუბინის კვარაცხელია და გენტის ჩაკვეტაძის იმედზეა ერი

მაჩანჩალა ჩემპიონატების მოთამაშეების იმედზე, არადა დრო იყო ბუნდესლიგის ცხადაძე-კობი-იაშკა-ცქიტიშვილი, პრემიერლიგის ქინქლაძე-ქეცბაია-შელია-ყაველაშვილი, აიაქსში ლაუდრუპის, კანიჯას და ბაბანგიდების და ეგეთების მხარდამხარ მოთამაშე არველაძე და ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები კალაძე გვყავდა.
ნემსაძე, დემეტრაძე, გახოკიძე...
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, მასეა დღევანდელი ფეხბურთელების საქმე..
ფეხბურთელების გინება Y-ეობაა.
თავს ზემოთ ძალა არაა.
ვერავინ იტყვის ძალით წააგესო.
არ შეუძლიათ უბრალოდ.
უბრალოდ მაგათზე უკეთესები არ არიან და იძახებენ ნაკრებში და ეგენიც ჩამოდიან.
გულზე ხელი დაიდეთ და რა უნდათ ევროპის ჩემპიონატზე კაჭარავას და კვეკვესკირს, ან ლობჯანიძეს და დაუშვილს.
კარგია რომ ვერ გავედით, რაიონული მასშტაბით შევრცხვით და არა რესპუბლიკურით..
This post has been edited by Frankens†ein on 15 Nov 2020, 23:11
Mens sana in corpore sano...