#57172365 · 15 Nov 2020, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | თუკი ვინმე არღვევს ერთიანობას ეს მხოლოდ ნაც მოძრაობაა, |
არის გარკვეული სიმართლე ალეკოს ნათქვამში, უფრო სწორად, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ერთიანობაზე ნაცმოს ეკისრება.
ყველა ოპოპარტიამ ცალსახად დააფიქსირა, რომ ისინი მხოლოდ ერთ საკითხში გაერთიანდნენ, ერთ საკითხზე შეთანხმდნენ - განმეორებითი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე და თუ ეს არ მოხდა, პარლამენტში არ შესვლაზე. დანარჩენი რა საერთო უნდა ჰქონდეთ ლეიბებსა და გირჩს, ან ევსაქებსა და ალეკოს, ან ნაცებსა და ბურჯანაძის პარტიას?
ასეთ ვითარებაში არაფრით არ შეიძლება ერთმანეთის კრიტიკა, არანაირად არ უნდა წამოეგონ თუნდაც ჟურნალისტების პროვოკაციულ შეკითხვებზე. და რადგან ნაცმო ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოპარტიაა, შესაბამისად ყველაზე მეტი ამ დროებითი ერთიანობის შენარჩუნებაში სწორედ მას მოეთხოვება.
ნუ ახლა, ალეკო რომ ზედმეტად ემოციურია პოლიტიკოსის კვალობაზე, ეგ არახალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ბარამიძეს მეტი მოეთხოვებოდა. * * * marta007
QUOTE | ბოკერია და ბურჯანაძე სხედან ერთად, ბოკერია და ელისა უღიმიან ერთმანეთს, გაგახსენოთ მაგათი ჩხუბი ან ბურჯიკას მოსკოვში სეირნობა? ნუ იხსენებთ მაშინ ნურც სხვის ძველ ცოდვებს, მით უმეტესს ადრე ერთი გუნდი იყვნენ, ან ყველასი დაივიწყეთ ან არავისი...
რა გახდა მიშას ხსენება, ყველაზე მეტი ცოდვა აქვს? თავის ფანები დღემდე ჰყავს და ნუ შურთ, გაიჩინოს სხვებმაც საკუთარი ფანები....
გაერთიანდნენ ყველა რიგით წევრად, თანამებრძოლების კრიტიკას თავი დაანებონ ამ ეტაპზე. |
100%-იანი სიმართლეა, მაგრამ თუ სიმართლეს ბზარის შეტანა შეუძლია ერთობაში (დროებით ერთობაში), ალბათ არ ღირს უფრო ღირებული - განმეორებითი არჩევნების/პარლამენტში არშესვლის ერთობა გადაყვეს ამ სიმართლეს.
--------------------
ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველოში?!
|