#57177245 · 16 Nov 2020, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Bettoro @ 16 Nov 2020, 22:03 ) | ultrapercenthoodQUOTE | ახლა ვიღაც იტყვის რომ ნაცებმა დაანგრიეს ქვეყანა, ვიღაც იტყვის — ქოცებმა დაანგრიესო. |
ნაცებს არაფერი დაუნგრევიათ, პირიქით, უბრალოდ მმართველობის მეორე ნახევარში ზედ გადაიკუკეს და მიიღეს კიდეც მისაღები ცხვირში. აი ქოცები კი წარმატებით ანგრევენ.
|
სასამართლო სისტემა ბოლომდე ჯიბეში ჩაიდეს და თავისუფალი მედია თითქმის გააქრეს. ბიზნესები მასიურად დაახიეს ხალხს.
2008 წელს კოდორის ხეობაზე, ახალგორის რაიონზე და ქართულ სოფლებზე კონტროლი დაკარგეს, რა თქმა უნდა, რუსეთი იყო მთავარი მიზეზი და არა — ესენი. მაგრამ ჩვენ რა პასუხიც გავეცით, ამის ახსნა დღემდე არ ვიცი რა არის. გინდა სამხედრო, გინდა — პოლიტიკური მხარე მაშინდელი მოვლენების იყო სრული არაპროფესიონალიზმის გამოვლინება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
რუსეთი სპეციალურად აწყობს პროვოკაციას, როგორც ყოველთვის, მაგრამ ან ნორმალურ სამხედრო გეგმას მიყევი — თავდაცვითი პოზიციები გაამაგრე, ან — თავიდანვე მაქსიმალურად ჩართე დასავლეთი, უკეთეს შემთხვევაში — ორივე.
ამათ ცხინვალი დაიკავეს, როკის გვირაბი და სტრატეგიული დანიშნულების პუნქტები დაიკიდეს. თან იძახდნენ, რუსეთმა არაფერი იცის, სეპარატისტებს ვებრძვითო და დასავლეთთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს, როცა თბილისისკენ მოდიოდნენ უკვე რუსები.
ეს რაც ყველამ ზეპირად იცის და საყოველთაოდაა ცნობილი.
This post has been edited by ultrapercenthood on 16 Nov 2020, 22:23
|