Dfaceმადლობა

შენ ან ვინმეს ჰო არ გაქვთ სურვილი უფრო დეტალურად გავარჩიოთ?
ყიველგვარი პოლიტიკური გემოვნებისგან და ავტორიტეტების მიერ გაკეთებული დასკვნებისგან დამოუკიდებლად

სუფთა მათემატიკურად რამდენიმე კითხვა გამიჩნდა.
მთავარს დავწერ ბარემ:
როცა მონაცემებს ვიღებთ ნატურალურ რიცხვთა სიმრავლიდან, ყოველგვარი შეზღუდვის და წინაპირობების გარეშე გასაგებია, რომ ეს კანონი მუშაობს.
მაგრამ ამ კანონის განზოგადოება ყველა სასრულ სიმრავლეზე მგონი არ შეიძლება.
მაგალითად, თუ ავიღებთ მხოლოდ ორნიშნა რიცხვთა სიმრავლეს მაშინ ამ სიმრავლიდან შემთხვევით არჩეული რიცხვის პირველი ციფრი 1 იქნება თუ 9 ალბათობის კლასიკური განმარტების თანახმად უნდა იყოს ერთნაირად მოსალოდნელი.
მივდივარ იმ დასკვნამდე რომ არსებობს გარკვეული სიმრავლეები და შემთხვევბი სადაც ეს კანონი მუშაობს და სავარაუდოდ იქნება კონტრმაგალითებიც.
მე ის მაინტერესებს რას ემყარება ვარაუდი, რომ არჩევნების უბნებზე დათვლილი შედეგები ამ კანონს ემორჩილება? მითუმეტეს ჩვენ შემთხვევაში მაქსიმუმ მხოლოდ სამნიშნა რიცხვებთან გვაქვს საქმე. კანონი რომ მუშაობს უსასრულო, ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეზე ხომ არ ნიშნავს რომ მისი პირდაპირ გადმოტანა შეგვიძლია 1000-მდე რიცხვებზეც?
This post has been edited by gaucho on 24 Nov 2020, 15:17