#57190686 · 19 Nov 2020, 22:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტერა
QUOTE | და მერე რა ხდებოდა, ავტომატურად "ოკუპანტები რომ ხდებოდნენ" და მერე მთელი საქოცეთი რომ იმღერიდა, რომ აი ეს რატომ ქნა, რომ არ ექნა, ოკუპაციაც არ მოხდებოდა. |
რას იმღერებდნენ მეორეხარისხოვანია, მაგრამ ეგ იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ ღია კონფრონტაციაზე წასვლა.
რა პროვოკაციებიც მოხდა 2008 წლის ივლის-აგვისტოში, შესაძლებელია სტატუსის შეწყვეტისთანავე უფრო უარესი მომხდარიყო, არალეგალურად მათი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში.
1999 წლიდან 3 რუსული ბაზა გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან. გუდაუთის ბაზაზეც განაცხადა რუსეთმა, რომ დახურა, მაგრამ ფაქტობრივად გააგრძელა არსებობა. ასევე დაიხურა ამიერკავკასიაში რუსული ჯარების შტაბი. ეს პროცესი დასრულდა 2007 წლის ნოემბერში.
ეს ყველაფერი მოხდა საერთაშორისო მექანიზმების და აქტორების დახმარებით.
,,სამშვიდობოებთან" მიმართებაში არ იყო ჯერ შემუშავებული ეგ მექანიზმები და ხელისუფლება იჩენდა სიფრთხილეს, მუშაობდა სამშვიდობო მისიის ფორმატის შეცვლაზე.
ვისაც საქართველოს ნახვა არ უნდა რუსული ჯარის გარეშე იმის დედაც #####ან, მაგრამ არ მოხერხდა ყველაფერი ისე სწრაფად და კარგად, როგორც ჩვენ გვინდოდა.
This post has been edited by leqso0077 on 19 Nov 2020, 22:54
|