#57186226 · 18 Nov 2020, 22:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ვინც შევა. მომენტალურად დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას...
|
გრიგორამ თქვა ერთი კვირის წინ - "შევიდეთ ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოებშიო და იქ ვიკამათოთო"
დღეს თქვა - "ვინც პომპეოს ვიზიტს სერიოზულად არ უყურებს, რუსეთი ჩანერგილიაო"
ხვალ კიდევ "უარესს" იტყვის და ისე შელაგდებიან ნაცები ბოლოს, როგორც დაგიბარებია.
ტელეკომპანია ასავალდასავალის მაყურებელს ძალიან კარგად აუხსნიან და ტაშსაც დააკვრევინებენ ამ გადაწყვეტილების უკეთესობაზე (იქ კორონაა იქ ეკონომიკა და რეგიონალური მდგომარეობა და ა.შ.).
ხოლო აი დანარჩენი ოპოზიციის ამომრჩეველს როგორ აუხსნიან ამ ყველაფერს, ჩემთვის გაუგებარია.
ნაცები საქართველოში ყოველთვის წააგებენ ნებისმიერ მეორე ტურს (იხ. "პოლიჯოხ" ზურაბიშვილის არჩევნების შედეგები), ამიტომ მათთვის მეორე ტურს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თან:
("პოლიჯოხი" ფორუმზე ამ გაგებით გამოიყენებოდა ადრე - "ნებისმიერ სხვას ნაცის გარდა", "ოღონდ ნაცი არა-ს", ქალბატონის უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ)
- 7 კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულში გადის, უკვე არის პროპორციული სიით გასული, ანუ მე-2 ტურში რომ გავიდნენ, ეყოლებათ 7 წაგებული მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში.
მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი და კიდევ სამი მეორე ტურის კანდიდატი რეგიონებში არ გადის პროპორციულით, ამ რეგიონებში კიდევ უფრო მეტად არ აქვს აზრი მეორე ტურში გასვლას მათთვის.
ასე, რომ დაზარალებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ დანარჩენი ოპოზიცია, რომელთა წინ წამოწევასაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ნაცებიც, ქოცებიც და ახლა მიმდინარეობს ყველა მხრიდან მათი ჩანასახშივე მოსპობა. რა არის გაუგებარი: ნაცებს ბუნებრივად არ აწყობთ მაჟორიტარი ელისაშვილი, ჯაფარიძე, ხოშტარია, ნათელაშვილი, შავგულიძე (+ ხუთი დეპუტატი სხვა ოპოზიციიდან, 34:21 შეფარდების ნაცვლად მაგალითად 34:26-ის მიღება)... მით უმეტეს - თვითონ არ შეუწყობს ამაში ხელს ამათ. ამ კანდიდატებიდან ნაწილს მაინც ჰქონდა მოგების რეალური შანსი, რადგან მათ არ ჰყავთ უფრო მეტი ანტიამომრჩეველი.
ამ დროს ვინც ასეთ პერსპექტივას ხედავს (ნაც-ქოცობის პოლიტიკური ოლიგოპოლიის უსასრულოდ გაგრძელება), დასცინიან - თურმე ძაან ეშინია ამ გზით ოცნებას თავზე არ ჩამოექცეს რაღაც. სასაცილოა პირდაპირ იმის მტკიცება, რომ ვინმეს სადმე არშესვლით, ვინმე სხვას რამე დაუშავდება და თურმე რამე არ იქნება ლეგიტიმური. მით უმეტეს, ამისი შიშის ქონა - სრული ინფანტილიზმია.
ძალიან მარტივია, დღეს ნაც-ქოცობისთვის ყველაზე მისაღები და ბუნებრივი პოლიტიკური ექვილიბრიუმი და წონასწორობის წერტილი არის განადგურებული დანარჩენი ოპოზიცია. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ექვილიბრიუმის დარღვევა არის თვითონ დანარჩენი ოპოზიცია. არ მინდა მუდმივად ამ წერტილში ყოფნა და მორჩა, ამიტომ მინდა დამოუკიდებლად ითამაშოს დანარჩენმა ოპოზიციამ.
This post has been edited by შავლეგა on 18 Nov 2020, 22:55
--------------------
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი! კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი! კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი! ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი!!! (C) შოთა
|