#57434715 · 22 Jan 2021, 22:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი რატო არ ხსნიან ახალ თემას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში. ბიძინას მთავრობის პერიოდში ჩამოყალიბებული ნარკო პოლიტიკის შედეგად, ახალგაზრდობის საკმაოდ დიდი პროცენტი უბრალოდ მოსწყდა რეალურ ცხოვრებას და იქცნენ პლანის ბრაძიაგებად. ირგვლივ ყველგან ეწევიან. ტვინები აქვთ დაყინული და სულ დაკარგეს სახე. ყველა კატეგორიის ხალხი ჩაითრია ნარკო პოლიტიკამ. ერთ დროს მოაზროვნე, კაი ბიჭი და სხვა მრავალი ფენა იმ დონემდე მიიყვანა რომ აშკარად აზროვნების პრობლემები დაეწყოთ. იქეთ ემატება კორონა ფსიქოზიანი ხალხი. დანარჩენი მასის აზროვნება და პრიორიტეტიც შეიცვალა. ან მეორედ მოსვლის წინა პერიოდია, ან მე ვგიჟდები. ხალხი სულ სხვანაირი გახდა. კასტებად დაიყო. იქეთ ქოც-ნაცი ხოცავენ ერთმანეთს სკამებისთვის. თან უკვირთ მუხტი სად არისო. მიშას დროს უფრო პატარა რამეზე აქციებს მართავდნენ, პოლიციურ რეჟიმშიო. ეხლა ლამის გვიხმარონ და ჩუმად ვართ. იქნებ კორონას შემქმნელების გეგმაც ასეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას აპირებენ? მაგრამ ასე ერთიანად რამ შეშალა მსოფლიო? კორონას შიშმა? რაღაც ხდება ძალიან ცუდი ჩვენს თავს ხალხო.
--------------------
[COLOR=blue]
|