Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ოქმებში დისბალანსის შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57302290
· 15 Dec 2020, 22:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
მაგ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან დაელოდებოდა თუ არა, არაფერი იცვლებოდა. მაგაზე აპელირება უბრალოდ პროპაგანდის ნაწილი იყო. სხვა გადაწყვეტილებებზე დავწერე.
კანონის დარღვევაში პრობლემას ვერ ხედავ?
მაგაზე აპელირება პროპაგანდა კი არაა ეგ ფაქტი აჩვენებს რომ ერთი კაცის ხელშია ყველა ინსტიტუტი და ცალ ფეხზე კიდია დანარჩენი სამყარო
QUOTE
ხოლო მეორე შედეგებით უკმაყოფილოთა მიერ გაყალბების მოგონება და ისედაც მძიმე ვითარებაში სიტუაციის კიდევ დაძაბვა
რა იცი რომ მოგონილია გაყალბებები?
რა ინსტუმენტი გაქვს მაგის დასადგენად? სასამართლო არ არსებოსბს ამ ქვეყანაში
შეიტანეს საჩივრები და უარი მიიღეს პარტიებმა, არასამთავრობოებმაც, თან ცესკომ იქამდე შეაჯამა მონაცემები სანამ გადაწყვეტილება დადგებოდა, ხოდა სხვა რა მეთოდებს უნდა მიმართოს ოპოზიციამ?
საპარლამენტო კომისია რო ახსენე, რა მნიშვნელობა აქვს მაგის შექმნას როცა სასამართლო ქოცების ხელშია? ხორავას ქუჩაზე რომ შეიქმნა და დასკვნები დაიდო რა მოუვიდა იმას?
QUOTE
. რამდენმა პოლიტიკურმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისფედის შეცდომაზე ფარული მიყურადებით და ბაზაში შეღწევით გაიგესო. არადა ხომ ზუსტად ვიცით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლება მართალია და მათი ახსნა მათემატიკური ანალიზით ხარვეზის აღმოჩენის შესახებ დამაჯერებელი.
არა არ ვიცით
კობახიძე გამოდის ინიციატივით, 1 დღის შემდეგ ისფედში აღმოაჩენენ შეცდომას, ეგ შეცდომა რომ ცოდნოდა ოცნებას 1 თვე ყველა ეთერში მაგით ირბენდნენ
ამიტომ არის მიყურადების ეჭვისს საფუძველი
QUOTE
საარჩევნო სისტემის ნაწილში მაინც მოუწია მოგვიანებით დათმობა, თუმცა რეპუტაციის შელახვით და დღეს უკვე შექმნილი კრიზისის გამო მოუწიათ შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა.
ოცნებამ რა ფასი გადაიხადა?
ქვეყანა იხდის ფასს იცოცხლე
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს მმართველი პარტია მიიტაცებს ძალაუფლებას არჩევნების გაყალებებით თუ შედეგით უკმაყოფილო მისი ოპონენტები ასევე ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე განვითარებული მოვლენების შედეგად, რომლებიც ადრე თავად აყალბებდნენ არჩევნებს ტელევიზიების დასაკუთრებით, ანტენების დაყადაღებით, ბიუჯეტის ფულით (სინათლის ქალაქის 50 მილიონზე ლაპარაკი) თავიანთი კოორდინატორების დაფინანსებით და ა.შ.?
ანუ არ აქვს შენთვის მნიშვნელობა ქოცები იქნებიან თუ კოალიცია დღევანდელი ოპოების?
რა იცი ადრე რომ აყალბებდნენ? თუ აყალბებდნენ როგორ წააგეს არჩევნები? ან ისინი თუ აყალბებდნენ რატომ გჯერა რომ ოცნებას ეხლა არ გაუყალბებია?
QUOTE
https://sachivrebiapi.cec.gov.ge/api/file/D...42-e052c65a6376
https://sachivrebiapi.cec.gov.ge/api/file/D...29-6c29042b89b0
არცერთი არაა აქ ოპოზიცია ორივე ენჯეოა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს
ჯგუფი: Members
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს
ჯგუფი: Members
წერილები: 18388
წევრი No.: 6157
რეგისტრ.: 27-August 04
#57302332
· 15 Dec 2020, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
amsona69
QUOTE
როცა იქნება წააგებს ოცნება
ოღონდ ნაცების (ფუი ეშმაკს) არაკონსტიტურიური უმრავლესობით
და მერე ოცნებას გამოეცხადებია ბოიკოტი და არ შესულიყო პარლამენტში
QUOTE
მერე უნდა ვნახო წიკვინი
აი მაშინ იქნებოდა წიკვინი, მიმიქარავს ოცნების (ფუი ეშმაკს) დღევანდელი "გამარჯვებული" ქედმაღლობა
--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ
"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"
"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57302618
· 15 Dec 2020, 23:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
რა იცი რომ მოგონილია გაყალბებები?
QUOTE
კობახიძე გამოდის ინიციატივით, 1 დღის შემდეგ ისფედში აღმოაჩენენ შეცდომას, ეგ შეცდომა რომ ცოდნოდა ოცნებას 1 თვე ყველა ეთერში მაგით ირბენდნენ
ამიტომ არის მიყურადების ეჭვისს საფუძველი
QUOTE
რა იცი ადრე რომ აყალბებდნენ? თუ აყალბებდნენ როგორ წააგეს არჩევნები? ან ისინი თუ აყალბებდნენ რატომ გჯერა რომ ოცნებას ეხლა არ გაუყალბებია?
ყურადღებით წაიკითხე ჩემს მიერ ამ თემაში, 21 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტი და მიხვდები საიდან ვიცოდი მინიმუმ 3 კვირით ადრე, რომ ოპოზიციის მიერ ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი არგუმენტი, ისფედის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარია. ზუსტად იდენტური კალკულაციები გააკეთეს ქართულ ოცნებაში, რისთვისაც უნდა მოუსმინე ორიოდე დღის წინ მათი დეპუტატის შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განმატებას, ასევე კობახიძის განმარტებას, რომ ეს მათ დიდი ხანია იცოდნენ, 17 ნოემბერს ამ საკითხზე ისფედის ხელმძღვანელს შეხვდნენ, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფთა შეცდომას, ხოლო სწორი მონაცემების გამოქვეყნება მოუწია მხოლოდ ელჩების და მათი დონორების შეწუხების და საქმეში ჩართვის შედეგად.
ოქმებში დისბალანსის შესახებ (post #57197628)
ესაა ობიექტური რეალობა. აქედან გამომდინარე უნდა გაფიქრებდეს, როგორ მოუვიდა ისფედს ასეთი უხეში "შეცდომა", როგორც იყენებდა ამას ოპოზიცია ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად და რა პოლიტიკური შედეგებო მოყვა მას, თუმცა ამის ნაცვლად, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ დაზარებული მხარის მიმართ ნასროლი, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები გაფიქრებს.
მასშტაბური გაყალბების მეორე, ყველაზე გავრცელებული არგუმენტია, ევროპული საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ოქმებში დისბალანსების შესახებ, რაც სხვათაშორის ასევე ლოგიკურ ანალიზზეა დაყრდობილი და მისი სხვა ოპოზციურ პარტიებსაც სჯერათ და ასევე მათ მხარდამჭერებსაც.
განსხვავება ისაა, რომ მათი ციფრებიც და ანალიზიც მცდარია, რაც ამ თემის პირველ პოსტში მაქვს განმარტებული.
QUOTE
კანონის დარღვევაში პრობლემას ვერ ხედავ?
არ იყო ეგ კანონის დარღვევა. მაგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ცესკოს ბრალს სდებდა იმაში, რატომ იჩქარეს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც დრო კიდევ იყოო.
QUOTE
ხორავას ქუჩაზე რომ შეიქმნა და დასკვნები დაიდო რა მოუვიდა იმას?
ამ შემთხვევაში მთავარი დასკვნა იქნება და არა სამართლებრივი შედეგი, რადგან ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი.
QUOTE
მაგაზე აპელირება პროპაგანდა კი არაა ეგ ფაქტი აჩვენებს რომ ერთი კაცის ხელშია ყველა ინსტიტუტი და ცალ ფეხზე კიდია დანარჩენი სამყარო
დანარჩენი სამყარო რომ ფეხებზე ეკიდოს, მესამე ვადით არ დარჩებოდა ხელისუფლებაში და დასავლეთს არ ექნებოდა ის დამოკიდებულება, რაც გააჩნიაა. ფეხებზე კიდია პოლიტიკური ოპონენტები, უფრო სწორედ ორივეს კიდიათ ერთმანეთი, რაც სწორედ არ მიმაჩნია.
არც ყველა ინსტიტუტია მის ხელში, 2012 წლამდელი პერიოდისგან განსხვავებით.
P.S. საერთოდ სიტუაციის შავ-თეთრ ფერებში წარმოსახვა კონტრპროდუქტიულია. რომ შემეკითხო, მოგწონს თუ არა ქართული ოცნება, გიპასუხებ რომ არა და ამიტომ არც ამ და არც 2016 წლის არჩევნებზე მიმიცია მათთვის ხმა, მაგრამ როდესაც იმ ხაზს აწვებით, რომ ქვეყანა იქცევა, მაგაში არ დაგეთანხმები.
ცხადია უნდა არსებობდნენ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას ყველაფერში გააკრიტიკებენ და დრამატულ სურათს დაგვიხატავენ, რადგან მას გააჩნია შესაბამისი ელექტორალური საფუძველი, მაგრამ ეგ არაა საკმარისი ქართული ოცნების დასამარცხებლად. საჭიროა ზომიერი პარტიებიც, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს და ამიტომ იძულებული ვიყავი, სახლში დავრჩენილიყავი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57302811
· 15 Dec 2020, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
ყურადღებით წაიკითხე ჩემს მიერ ამ თემაში
ვიცი შენი პოსტი და ნუ გადამაკითხებ, არც შემოვდივარ შენი პოსტის შეფასებაში
მე სხვა რამე გითხარი
კონკრეტულად ის ფაქტი, რომ კალკულაციაში შეცდომა არსებობდა არ ამტკიცებს რომ ოპოზიცია მოსმენებზე იტყუება
ის მოცემულობა რომ მანამდე უარყოფდა ისფედი დათვლაში შეცდომას და სანამ აღიარებდნენ მანამდე კობახიძე 1 დღით ადრე გამოვიდა და ის შეთავაზება დადო რაც დადო ეჭვს ბადებს რომ იცოდა ისფედის სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ და ვირეშმაკულად უნდოდა მახეში გაბმა ოპოზიციის
QUOTE
ესაა ობიექტური რეალობა. აქედან გამომდინარე უნდა გაფიქრებდეს, როგორ მოუვიდა ისფედს ასეთი უხეში "შეცდომა", როგორც იყენებდა ამას ოპოზიცია ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად და რა პოლიტიკური შედეგებო მოყვა მას, თუმცა ამის ნაცვლად, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ დაზარებული მხარის მიმართ ნასროლი, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები გაფიქრებს.
არასდროს არ იყო ისფედის შედეგი ძირითადი არგუმენტი, ბევრჯერ აღუნიშნავთ ეგ მანამდეც და ეხლაც და არც ისფედის გამოცხადებულ შედეგს არ მოჰყოლია პოლიტიკური შედეგი, ამდენად ისფედმა მისდა საბედნიეროდ მარტო თავისი თავი დააზიანა
QUOTE
არ იყო ეგ კანონის დარღვევა. მაგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ცესკოს ბრალს სდებდა იმაში, რატომ იჩქარეს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც დრო კიდევ იყოო.
ცდები, ზუსტადაც კანონდარღვევაზე იყო მანდ საუბარი, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობდა და ზუსტად მაგიტომ არ უნდა შეეჯამებინა ცესკოს (თან მოცდაც შეეძლოთ და არ მოიცადეს)
QUOTE
ამ შემთხვევაში მთავარი დასკვნა იქნება და არა სამართლებრივი შედეგი, რადგან ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი.
საპარლამენტო კომისია პოლიტიკურ დასკვნებს არ დებს
თუ კომისიამ დაადგინა გაყალბების დიდი მასშტაბი ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს (სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ) თუ ვერ დაადგინა მაშინ ლეგიტიმურად ითვლება არსებული არჩევნები და ვადამდელი არჩევნების საკითხი საერთოდ იხსნება დღისწესრიგიდან
და თვითონ მაგ დასკვნის სისწორეში როგორ უნდა დარწმუნდე? საჭიროა ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლო, რომელიც არ გვაქვს. ამიტომ რა დასკვნაც არ უნდა დაიდოს დარჩება დასკვნად ისევე როგორც ხორავას საქმეზე
QUOTE
დანარჩენი სამყარო რომ ფეხებზე ეკიდოს, მესამე ვადით არ დარჩებოდა ხელისუფლებაში და დასავლეთს არ ექნებოდა ის დამოკიდებულება, რაც გააჩნიაა.
არავინ არ იცის დასავლეთს რა დამოკიდებულება აქვს და რატომ აქვს, შორს წაგვიყვანს მაგაზე საუბარი
QUOTE
არც ყველა ინსტიტუტია მის ხელში, 2012 წლამდელი პერიოდისგან განსხვავებით.
რომელი არაა?
QUOTE
P.S. საერთოდ სიტუაციის შავ-თეთრ ფერებში წარმოსახვა კონტრპროდუქტიულია.
გეთანხმები, არც ეგ და არც "ყველა ცუდია" მიდგომა არ ვარგა, საჭიროა პარტიების დიფერენციაცია ერთმანეთისგან
2012 წელს დადგა პრეცენდენტი _ დემოკრატიულად შეიცვალა ხელისუფლება, მიუხედავად მიშას სურვილებისა (ეჭვი არ მეპარება მაგის მისწრაფებებში), ფაქტი დადგა რომ მიშა მოვიშორეთ, აი ბიძინას ვერ ვიშორებთ
ნაცმოძრაობა დაბრუნების შემთხვევაში იქნება კოალიციურ ხელისუფლებაში და იმ ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებს, აი ოცნება პირიქით ხიბლში მყოფი კობახიძეებით მართავს ქვეყანას, როგორც 2012-ში იყო სწორი ცვლილება ისეა ეხლაც
QUOTE
მაგრამ როდესაც იმ ხაზს აწვებით, რომ ქვეყანა იქცევა, მაგაში არ დაგეთანხმები.
ნუ მე აქამდე არ მივწოლილვარ მაგ ხაზს ჯერ, მაგრამ ალბათ დამეთანხმები რომ 2012-2016 ბოლო 4 წელზე უკეთესი პერიოდი იყო პოლიტიკურად
QUOTE
საჭიროა ზომიერი პარტიებიც, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს და ამიტომ იძულებული ვიყავი, სახლში დავრჩენილიყავი.
ლელო იყო ეგეთი, მაგრამ ივანიშვილის დამსახურებაა ეხლა რომ სრულ იზოლაციაშია თვითონ და ყველა ოპოპარტია ერთიანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57303203
· 16 Dec 2020, 01:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
მოკლე მეხსიერება არ გამაჩნია და ძალიან კარგად მახსოვს, არჩევნების გაყალბების ისტერია დაიწყო ზუსტად ისფედის, როგორც რესპექტაბელური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე და მერეც ხშირად მოიხსენიებდნენ არგუმენტად. თუმცა, არგუმენტი იყო არა მხოლოდ პარალელური დათვლა, არამედ 4%-იანი "გაყალბებაც", რომელიც ეწერა ისფედის პრეს-რელიზში:
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
http://www.isfed.ge/geo/presrelizebi/20110...s-PVT-shedegebi
არადა, სინამდვილეში წმინდა წყლის ტყუილია, რომ თითქოს ოქმების 8%-ში დაფიქსირდა ბიულეტენების ზედმეტობა, თუმცა ეს ესეც რომ ყოფილიყო, ელემენტარული არითმეტიკა გვეუბნება, რომ მისი გავლენა შედეგებზე ვერანაირად ვერ იქნებოდა 4%, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, ეს არის სრულიად აბსურდული რიცხვი და მაქსიმუმ შეიძლება ყოფილიყო მაგის მეასედი ანუ 0.04%. შესაბამისად ლოგიკურია, რომ მიუხედავად ხელისუფლების მოთხოვნისა, ისფედი ცოცხალი თავით არ ასაჯაროებს იმ უბნების ჩამონათვალს, სადაც მათი მტკიცებით ბიულეტენები იყო ზედმეტი.
ეხლა დავუბრუნდეთ პარალელურ დათვლას, ოღონდ სხვა კუთხით და ამისთვის აგიხსნი, თუ როგორ აღმოვაჩინე შეცდომა. ჩვენი ოპოზიციისგან განსხვავებით ზემოთ მითითებულ ბმულზე გამოქვეყნებული მათი ოფიციალური პრეს-რელიზი წავიკითხე სრულად და მათ შორის ციფრებიც. აღმოჩნდა, რომ ისფედს ნაკლები პროცენტი ეწერა არა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, არამედ პარლამენტში მოხვედრილი ყველა პარტიისთვის და თან ისე, რომ არამარტო ქართული ოცნები მიერ მიღებული შედეგი სცდებოდა ცესკოს მონაცემებს, მათ მიერვე გამოქვეყნებული დასაშვები ზღვარით, არამედ ნაციონალური მოძრაობისაც. ამის შემდეგ კიდევ ჩავუღრმავდი და აღმოვაჩინე, რომ ისფედის მაშინდელი მონაცემებით მანდატები ნაწილდებოდა ზუსტად ისე, როგორც ცესკოს მონაცემებით. ბოლოს კი გამოვთვალე ცდომილების მიზეზი, რაც გამოიხატებოდა პროცენტების დათვლის ასასწორ მეთოდიკაში და მაგაზე კი მიწერია უკვე ვრცლად.
გამოვიდა, რომ ოპოზცია აპელირებდა იმ შედეგებით, რომლის მიხედვითაც მანდატები ოფიციალური მონაცემების იდენტურად ნაწილდებოდა და რომლის მიხედვითაც ყველა მათგანსაც ნაკლები პროცენტი ეწერა ქართული ოცნების მსგავსად. ამის გარდა, ისფედზე დაყრდნობით აპელირებდნენ სრულიად აბსურდული 4%-იანი გაყალბებით.
ოპოზიციის რიტორიკა გამძაფრდა ევროპული საქართველოს მიერ გამოქვეყნებული "ინფორმაციით და ანალიზით" დაუბალანსებელი ოქმებისა და კარუსელების შესახებ, რომელიც ასევე აღმოჩნდა სრული ტყუილი.
შესაბამისად ოპოზიციაში გამოიკვეთა ორი როლი: მანიპულატორების და ბრიყვების, რომლებიც ისე ექვემდებარებიან მანიპულაციებს, რომ არა თუ არ აანალიზებენ ინფორმაციას, არამედ ისფედის მიერ თავისი პარტიისთვის დაწერილი ციფრებიც კი არ წაიკითხეს. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ ვანდობ ქვეყნის მართვას.
QUOTE
ლელო იყო ეგეთი,
ამ არჩევნებზე მხოლოდ სამი პარტია იყო, რომლისთვისაც რაღაც სიტუაციაში თეორიულად შეიძლება მხარი დამეჭირა და მათ შორის ორი ოპოზიციური, ევროპული საქართველო და ლელო. თუმცა, ხმა არცერთისთვის არ მიმიცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე მათგანის რიტორიკა იყო ნაციონალური მოძრაობის იდენტური ანუ რადიკალური სრულიად აბსურდული ბრალდებებით და მეორე, კოალიციას განიხილავდნენ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან. მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მათი ეს პოზიცია არ მომწონდა, არამედ ის, რომ პრაგმატული თვალსაზრისით იყო სრულიად გაუმართლებელი.
ეს კი იმას ნიშნავდა რომ უბრალოდ არაადექვატურები იყვნენ, რაც დაადასტურა მათმა როლმა არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებში.
P.S. ერთდოულად ბევრ თემას შევეხეთ და ყველაფერზე ერთ პოსტში ვერ გიპასუხებ.
This post has been edited by
net
on 16 Dec 2020, 01:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
akoako_1987
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
akoako_1987
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13598
წევრი No.: 96104
რეგისტრ.: 19-July 09
#57303220
· 16 Dec 2020, 01:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მორიგი კუტუს წელვა თემა.თუ ეგეთი მაგრები არიან.შეექმნათ ნორმალური სისტემა და გასულიყვნენ ისე.ან ეხლა შექმნან და დაამთავრონ საბოლოო სპეკულაციები.ბოლო ბოლო ის გასაჩივრებული უბნები გადაეთვალათ ხელახლა.აი ესაა ფაქტი,იციან მძღნერი აქვთ ნაჭამი და არ გადათვალეს.
--------------------
CPU: Intel i7-6800K 3.4 GHz
GPU: GIGABYTE AORUS GTX 1080 Ti Waterforce WB Xtreme Edition
Motherboard: ASUS X99-AII
RAM: 32 GB DDR4-3200 MHz
SSD: Samsung M.2 PCI-E 960 Pro 512GB
HDD: WD RED 4 TB
PSU: LcPower 850W 80+ Gold
Case: Thermaltake Core G21 Tempered Glass Edition
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GURIEL
Crazy Member
ჯგუფი: Members
GURIEL
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2134
წევრი No.: 155847
რეგისტრ.: 7-November 12
#57303239
· 16 Dec 2020, 01:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ტერა @ 21 Nov 2020, 14:53 )
მოკლედ რომ ავღწერო
პირველ პოსტში გამოყენებული გაპრავების ხერხი
:
წარმოიდგინეთ, რომ რაღაც რაიონში 1 წელიწადში ხდებოდა 30 მსუბუქი სახის დანაშაული: ქურდობა, მეზობელმა მეზობელს შეაგინა, მეზობელმა მეზობლის ძროხას მიაფსა.
ხო და შემდეგ წელს, წარმოიდგინეთ, რომ მოხდა 15 მკლელობა.
ხო და წარმოიდგინეთ, რომ მაგ მსუბუქ დანაშაულს დიდწილად რომ აღარ დააფიქსირებ (რადგან გაცილბით მძიმე კლეობა მხდება) და იტყვი რომ, ნოწ, მხოლოდ 35 დანაშაული მოხდა დადრე 30 ხდებოდა და რა პრობლემაა.
მხოლოდ საიამ მოითხოვა დაახლოებით 100 უბნის ან გაუქმება ან ახლიდან გადათვლა.
პარალელური დათვლის შედეგების აცდენა გამოცხადებულთან თეორიულ მაქსიმუმზე
სამჯერ მეტია
.
"პარალელურ დათვლას 'გარვკეული ცდომილება აქვს'" © ქოც გამპრავებელი
თან გახსოვდეთ, რომ საუბარია გაყალბებების მხოლოდ ერთ რგოლზე, ზემოდ ხსენებულ დანაშაულებში არ შედის 50-100 ლარიანი ხმები.
პირველი პოსტის უნამუსობის დონე რომ გესმოდეთ, აი ეს ფოტო აქვს დალინკული იმის დასტურად რომ "არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა"
და ეს მონაცემები საიდან მართლა მაინტერესებს?
* * *
QUOTE
(net @ 15 Dec 2020, 23:25 )
QWertWQ
QUOTE
რა იცი რომ მოგონილია გაყალბებები?
QUOTE
კობახიძე გამოდის ინიციატივით, 1 დღის შემდეგ ისფედში აღმოაჩენენ შეცდომას, ეგ შეცდომა რომ ცოდნოდა ოცნებას 1 თვე ყველა ეთერში მაგით ირბენდნენ
ამიტომ არის მიყურადების ეჭვისს საფუძველი
QUOTE
რა იცი ადრე რომ აყალბებდნენ? თუ აყალბებდნენ როგორ წააგეს არჩევნები? ან ისინი თუ აყალბებდნენ რატომ გჯერა რომ ოცნებას ეხლა არ გაუყალბებია?
ყურადღებით წაიკითხე ჩემს მიერ ამ თემაში, 21 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტი და მიხვდები საიდან ვიცოდი მინიმუმ 3 კვირით ადრე, რომ ოპოზიციის მიერ ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი არგუმენტი, ისფედის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარია. ზუსტად იდენტური კალკულაციები გააკეთეს ქართულ ოცნებაში, რისთვისაც უნდა მოუსმინე ორიოდე დღის წინ მათი დეპუტატის შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განმატებას, ასევე კობახიძის განმარტებას, რომ ეს მათ დიდი ხანია იცოდნენ, 17 ნოემბერს ამ საკითხზე ისფედის ხელმძღვანელს შეხვდნენ, თუმცა ის კატეგორიულად უარყოფთა შეცდომას, ხოლო სწორი მონაცემების გამოქვეყნება მოუწია მხოლოდ ელჩების და მათი დონორების შეწუხების და საქმეში ჩართვის შედეგად.
ოქმებში დისბალანსის შესახებ (post #57197628)
ესაა ობიექტური რეალობა. აქედან გამომდინარე უნდა გაფიქრებდეს, როგორ მოუვიდა ისფედს ასეთი უხეში "შეცდომა", როგორც იყენებდა ამას ოპოზიცია ერთ-ერთ ძირითად არგუმენტად და რა პოლიტიკური შედეგებო მოყვა მას, თუმცა ამის ნაცვლად, ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ დაზარებული მხარის მიმართ ნასროლი, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები გაფიქრებს.
მასშტაბური გაყალბების მეორე, ყველაზე გავრცელებული არგუმენტია, ევროპული საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ოქმებში დისბალანსების შესახებ, რაც სხვათაშორის ასევე ლოგიკურ ანალიზზეა დაყრდობილი და მისი სხვა ოპოზციურ პარტიებსაც სჯერათ და ასევე მათ მხარდამჭერებსაც.
განსხვავება ისაა, რომ მათი ციფრებიც და ანალიზიც მცდარია, რაც ამ თემის პირველ პოსტში მაქვს განმარტებული.
QUOTE
კანონის დარღვევაში პრობლემას ვერ ხედავ?
არ იყო ეგ კანონის დარღვევა. მაგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ცესკოს ბრალს სდებდა იმაში, რატომ იჩქარეს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც დრო კიდევ იყოო.
QUOTE
ხორავას ქუჩაზე რომ შეიქმნა და დასკვნები დაიდო რა მოუვიდა იმას?
ამ შემთხვევაში მთავარი დასკვნა იქნება და არა სამართლებრივი შედეგი, რადგან ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი.
QUOTE
მაგაზე აპელირება პროპაგანდა კი არაა ეგ ფაქტი აჩვენებს რომ ერთი კაცის ხელშია ყველა ინსტიტუტი და ცალ ფეხზე კიდია დანარჩენი სამყარო
დანარჩენი სამყარო რომ ფეხებზე ეკიდოს, მესამე ვადით არ დარჩებოდა ხელისუფლებაში და დასავლეთს არ ექნებოდა ის დამოკიდებულება, რაც გააჩნიაა. ფეხებზე კიდია პოლიტიკური ოპონენტები, უფრო სწორედ ორივეს კიდიათ ერთმანეთი, რაც სწორედ არ მიმაჩნია.
არც ყველა ინსტიტუტია მის ხელში, 2012 წლამდელი პერიოდისგან განსხვავებით.
P.S. საერთოდ სიტუაციის შავ-თეთრ ფერებში წარმოსახვა კონტრპროდუქტიულია. რომ შემეკითხო, მოგწონს თუ არა ქართული ოცნება, გიპასუხებ რომ არა და ამიტომ არც ამ და არც 2016 წლის არჩევნებზე მიმიცია მათთვის ხმა, მაგრამ როდესაც იმ ხაზს აწვებით, რომ ქვეყანა იქცევა, მაგაში არ დაგეთანხმები.
ცხადია უნდა არსებობდნენ რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას ყველაფერში გააკრიტიკებენ და დრამატულ სურათს დაგვიხატავენ, რადგან მას გააჩნია შესაბამისი ელექტორალური საფუძველი, მაგრამ ეგ არაა საკმარისი ქართული ოცნების დასამარცხებლად. საჭიროა ზომიერი პარტიებიც, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს და ამიტომ იძულებული ვიყავი, სახლში დავრჩენილიყავი.
ისფედის ხელმძღვანელმა გვიან მიიღო ინსტრუქცია რომ სიტუაციია "გაეიასნებინა"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57304172
· 16 Dec 2020, 11:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
მოკლე მეხსიერება არ გამაჩნია და ძალიან კარგად მახსოვს, არჩევნების გაყალბების ისტერია დაიწყო ზუსტად ისფედის, როგორც რესპექტაბელური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე და მერეც ხშირად მოიხსენიებდნენ არგუმენტად. თუმცა, არგუმენტი იყო არა მხოლოდ პარალელური დათვლა, არამედ 4%-იანი "გაყალბებაც", რომელიც ეწერა ისფედის პრეს-რელიზში:
მეც გადასარევად მახსოვს სანამ შედეგები დაიდებოდა მანამდე ყვიროდა გვარამია დაიცავით ხმები თორე თავზე გახევენ ბიულეტენებსო
დანარჩენს რაც შეეხება ისფედზე, გითხარი არ შემოვდივარ მაგ თემაში, არაა მნიშვნელოვანი, ისფედის გამოწვეული არ იყო ბოიკოტი და შესაბამისად მხოლოდ თავისი თავი დააზიანა რეპუტაციულად
სხვა რამეა მანდ მთავარი:
1)ივანიშვილმა გადაგდებით (წინა წლის) შექმნა პოლიტიკური კრიზისი, გააძლიერა უნდობლობა არჩევნების მიმართ და დაიტოვა ხელში ძლიერი ბერკეტი ძალაუფლების დასატოვებლად, ამავდროულად უბიძგა ოპოზიციურ პარტიებს დამდგარიყვნენ ნაცებთან
2)ოცნებამ შექმნა ძალიან ცუდი წინასაარჩევნო გარემო (მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება), რაც სხვათაშორის საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებშიც წერია
3)არჩევნები ჩაატარა დარღვევებით, რომლის ობიექტურად დადგენის საშUალებაც მოსპო მანამდე ინსტიტუტების მითვისებით (იგულისხმება სასამართლო და ცესკო), ცესკოს ამ ქმედებაზე წერია სახდეპის დასკვნაშიც
4)ამ ქმედებებით კიდევ უფრო გაზარდა უნდობლობა არჩევნებისადმი
5)ამომრჩეველთა უმრავლესობა (ცესკოს მონაცემებით 52%) არ აღიარებს შედეგებს (მათი წარმომადგენელი პარტიები არიან მათი ხმები და ეს პარტიები არ აღიარებენ)
ეს ყველაფერი არის ოცნების კისერზე ცალსახად
რახან დადგენა არ შეგვიძლია მტყუან-მართლის, ამიტომ უნდა გატარდეს რეფორმები საარჩევნო სისტემაში + წავიდეს ჟვანია და ჩატარდეს პლებისციტი ვადამდელ არჩევნებზე
QUOTE
ამ არჩევნებზე მხოლოდ სამი პარტია იყო, რომლისთვისაც რაღაც სიტუაციაში თეორიულად შეიძლება მხარი დამეჭირა და მათ შორის ორი ოპოზიციური, ევროპული საქართველო და ლელო. თუმცა, ხმა არცერთისთვის არ მიმიცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე მათგანის რიტორიკა იყო ნაციონალური მოძრაობის იდენტური ანუ რადიკალური სრულიად აბსურდული ბრალდებებით და მეორე, კოალიციას განიხილავდნენ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან. მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ მათი ეს პოზიცია არ მომწონდა, არამედ ის, რომ პრაგმატული თვალსაზრისით იყო სრულიად გაუმართლებელი.
არ იყო ეგრე
გადაგდების შემდეგ იმის განხილვა რომ ივანიშვილთან ვინმე კოალიციას შეკრავდა იყო მინიმუმ გულუბრყვილობა (მსუბუქად რომ ვთქვათ), თორე გადაგდებამდე თუნდაც გირჩი იყო შუაში
გადაგდების შემდეგაც კი ლელო არ ამბობდა რომ ნაცმოძრაობასთან შექმნიდა კოალიციას, ხაზარაძეს აქვს რამდენჯერმე ნათქვამი რომ არც მიშა და არც ბიძნაო, თუმცა არჩევნების შემდეგ მოხდა ის, რომ ნაცებთან ერთად ზის მაგიდასთან (რაც ლოგიკურია სრულიად)
ამიტომ ყველა პარტიის ნაცების გარშემო გაერთიანება არის სრულიად და ცალსახად ოცნების პოლიტიკის შედეგი, თვითონ მოაქციეს საკუთარი თავი თავიანთი მოქმედებებით იზოლაციაში. პატრიოტთა ალიანსიც კი განუდგა ზუსტად იმიტომ რომ არიან არასანდრო და გადამგდები პარტნიორები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#57304215
· 16 Dec 2020, 12:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ამ არჩევნებზე მხოლოდ სამი პარტია იყო, რომლისთვისაც რაღაც სიტუაციაში თეორიულად შეიძლება მხარი დამეჭირა და მათ შორის ორი ოპოზიციური, ევროპული საქართველო და ლელო
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვიქნები არჩევნების შედეგებით კმაყოფილი © Net
This post has been edited by
Seth
on 16 Dec 2020, 12:09
--------------------
მონღოლებს ევნუხები არ უყვარდათ და სწორედ ამიტომაც ჩამოიშალა მათი შიდა სტრუქტურა ჩინეთში
(c) mepar
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვიქნები არჩევნების შედეგებით კმაყოფილი (c) Net
შეეშვი რა, ვის ეკამათები, ერთ დროს ისეთ ბუმბერაზებთან (ნაფტა) გიკამათია (c) ვინმე პეპერ ქროული კოდექსს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57304876
· 16 Dec 2020, 15:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GURIEL
QUOTE
და ეს მონაცემები საიდან მართლა მაინტერესებს?
წესით ცესკო-ზე დაყრდნობითაა, თუმცა რეალურად საიდან აქვთ მოგონილი, თავად ევროპული საქართველოს გარდა არავინ იცის.
QWertWQ
QUOTE
თვითონ მოაქციეს საკუთარი თავი თავიანთი მოქმედებებით იზოლაციაში.
QUOTE
ოცნებამ შექმნა ძალიან ცუდი წინასაარჩევნო გარემო (მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება), რაც სხვათაშორის საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებშიც წერია
როგორც ჩანს, მნიშვნელოვან დეტალებს არ უღრმავდები და ამიტომ ნახევრად სიმართლე გამოდის შენი დაწერილი. ასეთივე ნარატივს ანვიტარებს ოპოზიცია, რაც იწვევს რეალობისგან მოწყვეტას, შესაბამისად ელჩებით უკმაყოფილებას და მოლაპარაკებებში ისეთი პოზიციის დაკავებას, რაც ძალიან ართულებს კომპრომისის გამონახვას.
რადგან დეტალებში ჩარღმავებაა საჭირო, ამიტომ ისევე ვერ გიპასუხებ ყველაფერზე. იზოლაციასთან დაკავშირებით გეთანხმები და ეს არაერთხელ დამიწერია თავადაც, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, მცდარ ინტერპრეტაციას უკეთებ. სინამდვილეში შეფასება იყო ასეთი:
[quote]ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო...
თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ
გავრცელებულმა ბრალდებებმა
, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. /[quote]
https://eeas.europa.eu/delegations/georgia/...0/node/87900_ka
აქ არსებითია ის, რომ მათი პოზიცია დაფიქსირებულია პირველ აბზაცში, ხოლო მეორე აბზაცში ლაპარაკია დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებზე და არა მათ შეფასებაზე.
ზუსტად იგივე გაიმეორა სახ.დეპმაც, დაეთანხმა რა ეუთო/ოდირის შეფასებას.
https://ge.usembassy.gov/u-s-embassy-statem...05Dr0z8.twitter
თუმცა ალბათ საერთაშორისო დამკვირვებლებში IRI-ც გაგყავს, თუმცა მათ დამკვირვებლები არ ყოლიათ და ეყრდობოდნენ ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მათ შუალედურ დასკვნაში წერია, რომ
were affected by credible reports of irregularities in the campaign period and on Election Day. The most concerning irregularities reported by observers were allegations regarding the misuse of state administrative resources, vote buying, intimidation of voters and observer groups,
manipulation
of precinct-level summary protocols.
https://www.iri.org/sites/default/files/iri...erim_report.pdf
დარწმუნებული ვარ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი წყარო ზუსტად ისფედი იყო, რომელსაც აქამდე გააჩნდა მაღალი რეპუტაცია და დიდი დოზით აკვირდებოდა არჩევნებს. თუმცა, მას შემდეგ ნაწილობრივ უკვე დადასურდა რომ თავად ისფედი ეწეოდა მანიპულაციებს და მსგავი დადასტურდება, ოქმების 8%-ზეც და შედეგებზე მათ 4.1%-იან შესაძლო გავლენაზეც, IRI-ის საბოლოო დასკვნა დიდი ალბათობით განსხვავებული იქნება.
This post has been edited by
net
on 16 Dec 2020, 15:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57305203
· 16 Dec 2020, 16:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
როგორც ჩანს, მნიშვნელოვან დეტალებს არ უღრმავდები და ამიტომ ნახევრად სიმართლე გამოდის შენი დაწერილი
თუ არ მიმითითებ ვერ მივხვდები
ეუთოს დასკვნაში ეგრე წერია, მართალი ხარ, თუმცა მაგ დასკვნაშივე წერია რომ თვალყურს ადევნებენ რამდენად სამართლიანი იქნება პროცესები შემდგომ
და სახდეპმა ზუსტად მაგაზე თქვა მოგვიანებით, რომ ცესკომ გააძლიერა უნდობლობა თავისი ქმედებით
თან რა დაკსვნებიც დადე ეგ პირველადია, პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული, ამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციამ კომუნიკაცია ელჩებთან და მტკიცებულებების მიწოდება
ამერიკის ელჩის განცხადებაც გემახსოვრება მანდ 30 წელია ყალბდება არჩევნებიო
ხოდა გამოსავალი როგორ გესახება აქედან?
შენ არ ენდობი ოპოზიციის ნათქვამს, მე ვენდობი (და ოპოამომრჩეველი)
ხო არ ვიჩხუბებთ? უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ არ გვაქვს ეს სასამართლო (მიზეზი კი იცი)
ამიტომ უნდა გატარდეს სწრაფი საარჩევნო რეფორმა და ჩატარდეს პლებისციტი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57305800
· 16 Dec 2020, 19:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხოდა გამოსავალი როგორ გესახება აქედან?
შენ არ ენდობი ოპოზიციის ნათქვამს, მე ვენდობი (და ოპოამომრჩეველი)
ხო არ ვიჩხუბებთ? უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ არ გვაქვს ეს სასამართლო (მიზეზი კი იცი)
ამიტომ უნდა გატარდეს სწრაფი საარჩევნო რეფორმა და ჩატარდეს პლებისციტი
კარგი კითხვაა. პირველ რიგში, საჭირო არის არსებულ ობიექტურ რეალობაში მეტ-ნაკლებად გარკვევა, რის გარეშეც ძალიან რთულად მეჩვენება რაიმე შეთანხმების მიღწევა სიტუაციიდან გამოსავალზე. შესაბამისად დიალოგი პირველ რიგში უნდა წარიმართოს რეალობის შესახებ მხარეთა პოზიციების დაახლოებისკენ.
შენ ამბობ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობს და ეს ქმნის ჩიხს, რომელიც სრული სიმართლე არაა. ფაქტია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ჩაატარეს ერთობლივად. ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და პატრიოტთა ალიანსს ყველა უბნაზე ყავდათ კომისიის წევრები. კომისიის წევრები თვითონ უშუალოდ წარმართავენ კენჭისყრის პროცედურებს, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას. თუ, მაგალითად ოპოზიციიდან წარდგენილი კანდიდატი არ ეთანხმება შედგენილ ოქმს, მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს გრაფაში "განსხვავებული აზრი" და მხოლოდ მას შემდეგ მოაწეროს ხელი.
ოპოზიციის რიტორიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ე.წ. დისბალანსი ოქმების მნიშვნელოვან ნაწილში, მაშინ როდესაც ოპოზიციიდან წარდგენილ კომისიის წევრებს განსხვავებული აზრი დაფიქსირებული ქონდათ მხოლოდ 3 თუ 4 ოქმზე. გამოდის, რომ ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ დანიშნულ მოსამართლეებს და კომისიის წევრებს, არამედ თავიანთვე დანიშნულებს.
30 ოქტომბერს, ტელეკომპანია მთავარზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ოპოზიციამ ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გვაცნობა, რომ სპეციალური სახის ამომცნობი აპლიკაციის საშუალებით უბნებზე გაკონტროლდებოდა კარუსელები და არ დაუშვებდნენ ამგვარი გზით არჩევნების გაყალბებას. როდესაც ამ აპლიკაციამ ვერ აღმოაჩინა კარუსელები, გამოდის რომ უნდობლობას უცხადებ საკუთარ თავს?
QUOTE
ეუთოს დასკვნაში ეგრე წერია, მართალი ხარ, თუმცა მაგ დასკვნაშივე წერია რომ თვალყურს ადევნებენ რამდენად სამართლიანი იქნება პროცესები შემდგომ
და სახდეპმა ზუსტად მაგაზე თქვა მოგვიანებით, რომ ცესკომ გააძლიერა უნდობლობა თავისი ქმედებით
დამიციტირე, არ მახსოვს მსგავსი შეფასება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qristefore
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
qristefore
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 20992
წევრი No.: 46774
რეგისტრ.: 14-November 07
#57306269
· 16 Dec 2020, 21:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
მოკლე მეხსიერება არ გამაჩნია და ძალიან კარგად მახსოვს, არჩევნების გაყალბების ისტერია დაიწყო ზუსტად ისფედის, როგორც რესპექტაბელური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე
არ წამიკითხავს გრძელი პოსტები მაგრამ ეს მგონი ტყუილია
გაყალბებაზე ისტერია დაიწყო და ცესკომ ნდობა დაკარგა დასაწყისშივე როცა ჟვანიამ პირველი მონაცემები ქოცეკზიტპოლების გაბერილ მონაცემებს დაასვა 1-1-ში. რატომ ქნეს ეს უკვე მრავალჯერ დავწერე და ყველასთვის ცხადია და გამეორება ამ შემთხვევაში არაა ცოდნის დედა
--------------------
ოლეეე, ოლააა, ქოცების დედის ტყვნააა (ხალხური)
"What gets us into trouble is not what we don't know, it's what we know for sure that just ain't so." (Mark Twain)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57306433
· 16 Dec 2020, 21:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
qristefore
ეგეთ პატარ-პატარა ისტერიებს არ ვგულისხმობდი, თუმცა ეგეც ხომ "გონივრული ეჭვის საფუძველზე ატყდა."
ტიპებმა თვითონვე ჩაატარეს არჩევნები და მერე იძახდნენ ოქმები გაყალბებულიაო.
This post has been edited by
net
on 16 Dec 2020, 22:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57307127
· 17 Dec 2020, 00:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
ენ ამბობ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობს და ეს ქმნის ჩიხს, რომელიც სრული სიმართლე არაა. ფაქტია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ჩაატარეს ერთობლივად. ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და პატრიოტთა ალიანსს ყველა უბნაზე ყავდათ კომისიის წევრები. კომისიის წევრები თვითონ უშუალოდ წარმართავენ კენჭისყრის პროცედურებს, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას. თუ, მაგალითად ოპოზიციიდან წარდგენილი კანდიდატი არ ეთანხმება შედგენილ ოქმს, მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს გრაფაში "განსხვავებული აზრი" და მხოლოდ მას შემდეგ მოაწეროს ხელი.
მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა
ოპოზიციამ შეიძლება იძახოს რომ ხელმოწერები გაყალბებულია, ან დააშინეს ეს ადამიანები ან მოისყიდეს და სხვა
საბოლოოდ ეგ ყველაფერი მაინც სასამართლოში წყდება, სასამართლომ უნდა დაადგინოს დარღვევები არსებობს თუ იგონებენ და რამხელაა ეს დარღვევები
QUOTE
დამიციტირე, არ მახსოვს მსგავსი შეფასება.
https://ge.usembassy.gov/ka/senior-state-de...eling-press-ka/
მოდით ვთქვათ, რომ ხმების გადათვლა არ ჩატარებულა ისე გამჭვირვალედ, როგორც უნდა ჩაეტარებინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ არჩევნების შედეგები არ იყო სანდო
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(7)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0296 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.