Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
« პირველი
...
4
5
[6]
7
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ოქმებში დისბალანსის შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
luna
Crazy Member
ჯგუფი: Members
luna
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3725
წევრი No.: 5606
რეგისტრ.: 1-July 04
#57307222
· 17 Dec 2020, 00:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბევრი გივარჯიშიათ აქ. გიწვალიათ, გიმუშავიათ.
აქ ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რომელსაც იწვევს უფროსის, დირექტორის, კოორდინატორის ზარი გაკონტროლებულ (თუ გასაკონტროლებელ) ხმასთან. უკიდეგანო უტიფრები, სამარცხვინოები, დეგრადირებულები და ძალიან საშიშები. ამაზრზენია დაშინების, "მზრუნველობის" ის მეთოდიკა რომელიც საარჩევნოდ გამოიყენება, სულ ერთია ვისგან.
ამიტომაცაა მიუღებელი ამ არჩევნების შედეგები. ზუსტად იცის ყველამ რომ 26პროცენტს მიღმა არაა ოცნების რეიტინგი - მაგ კონტროლის, ზეწოლის, მოსყიდვის და მრავალი მანიპულაციის გარეშე. ახლა გინდა თვალეთ, გინდა ნუ დათვლით მათემატიკურ და სტატისტიკურ მონაცემებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
--------------------
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57307309
· 17 Dec 2020, 01:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა
ოპოზიციამ შეიძლება იძახოს რომ ხელმოწერები გაყალბებულია, ან დააშინეს ეს ადამიანები ან მოისყიდეს და სხვა
საბოლოოდ ეგ ყველაფერი მაინც სასამართლოში წყდება, სასამართლომ უნდა დაადგინოს დარღვევები არსებობს თუ იგონებენ და რამხელაა ეს დარღვევები
საქართველო არაა ჩამოყალიბებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა და რაც არ უნდა მაგარი სასამართლო სისტემა ჩამოაყალიბო, სათანადო ნდობის მოპოვებას ათწლეულები დაჭირდება. თუკი ოპოზციას შეუძლია თავისიანებს დააბრალოს, რომ გაიყიდნენ თუ დაშინდნენ, რა შეუშლით ხელს რომ იგივე გააკეთონ ნეიტრალური ორგანოს - სასამართლოს მხრიდან?
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საუბნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლის ყოლა პარტიას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი, ხოლო დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ის დააფიქსიროს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც შეიძლება არჩევნებში მონაწილე პარტიას ქონდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57308180
· 17 Dec 2020, 11:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
ოპოზიციას ვერავინ ვერ შეუშლის მაგრამ არსებობს ხალხის განწყობები
2016-შიც იძადხნენ ნაცები გაყალბდაო, მაგრამ სხვა პარტიები ადასტურებდნენ ქოცების მოგებას
დღეს ყველა გარეთაა
გაყალბებას რომ თავი დავანებოთ ცოტა ხნით
ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულმა ოცნებამ, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო ( 8 წელი ქონდათ ამისთვის), საზოგადოება არის უკიდურესად პოლარიზებული
ასეთ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს წესიერმა ხელისუფლებამ? 1)დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაატაროს საარჩევნო რეფორმა და 2)ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი მაინც
ამით განიმუხტებოდა სიტუაცია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57308399
· 17 Dec 2020, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ოპოზიციას ვერავინ ვერ შეუშლის მაგრამ არსებობს ხალხის განწყობები
2016-შიც იძადხნენ ნაცები გაყალბდაო, მაგრამ სხვა პარტიები ადასტურებდნენ ქოცების მოგებას
დღეს ყველა გარეთაა
ცოტა სხვაგვარად იყო. ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ოპოციციური პარტიებიც აპელირებდნენ არჩევნების გაყალბებაზე, მათ შორის პარლამენტში ვერ მოხვედრილი ლეიბორისტები. თუმცა პარლამენტში მოხვდა სულ სამი პარტია, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი. მათგან ორი კმაყოფილი იყო შედეგებით და მხოლოდ ერთი პარტიის ბოიკოტი არაფერს ცვლოდა, ამიტომაც არ მოყვა მაგას გაგრძელება.
QUOTE
გაყალბებას რომ თავი დავანებოთ ცოტა ხნით
ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულმა ოცნებამ, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო ( 8 წელი ქონდათ ამისთვის), საზოგადოება არის უკიდურესად პოლარიზებული
ასეთ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს წესიერმა ხელისუფლებამ? 1)დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაატაროს საარჩევნო რეფორმა და 2)ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი მაინც
ამით განიმუხტებოდა სიტუაცია
პანდემიისას ეკონომიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში შეიქმნა და თან მეტ-ნაკლებად იგივე დოზით, რაშიც ხელისუფლების დადანაშაულება არასწორია. მანამდე კი, წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5%-ის ფარგლებში, რაც აღსაფრთოვანებელი არა, მაგრამ ცუდი მაჩვენებელი არაა, მით უფრო, ჩვენს ძირითად ეკონომიკურ პარტიორ ქვეყნებში არსებული ვითარების ფონზე.
პოლიტიკურ კრიზისში ცხადია ხელისუფლებას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა მხოლოდ მისი დადანაშაულება არასწორია, თუკი ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
საზოგადოების პოლარიზაცია კი დაიწყო 2004 წლიდან ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევით და დღემდე გრძელდება, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ მიუძღვის. ჩემი აზრით ზუსტად ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, რადგან უკვე დიდი ხანია, ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე საკითხზე ჯანსაღი დისკუსია და შეთანხმების მიღწევა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57308468
· 17 Dec 2020, 13:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
ცოტა სხვაგვარად იყო. ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ოპოციციური პარტიებიც აპელირებდნენ არჩევნების გაყალბებაზე, მათ შორის პარლამენტში ვერ მოხვედრილი ლეიბორისტები. თუმცა პარლამენტში მოხვდა სულ სამი პარტია, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი. მათგან ორი კმაყოფილი იყო შედეგებით და მხოლოდ ერთი პარტიის ბოიკოტი არაფერს ცვლოდა, ამიტომაც არ მოყვა მაგას გაგრძელება.
არ იყო ეგრე
ნაცმოძრაობის ნაწილს არ უნდოდა შესვლა (მცირე ნაწილს)
დიდი ნაწილი აღიარებდა დამარცხებას (გაყალბებას არ შეუცვლია შედეგიო), ეგ ნაწილია დღეს ევროპული საქართველო
QUOTE
პანდემიისას ეკონომიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში შეიქმნა და თან მეტ-ნაკლებად იგივე დოზით, რაშიც ხელისუფლების დადანაშაულება არასწორია.
ხელისუფლება დამნაშავეა არასწორ ქმედებებში _ თავიდან სრული ჩაკეტვა და ვითომ გაჩერება პანდემიის, მერე მთლიანად აშვება ხალხის და თან ტრაბახი, არ მომზადება სამედიცინო სექტორის მეორე ტალღისთვის და ა.შ.
მე არ ვარ არც ექსპერტი და არც ჩახედული ადამიანი მაგ სფეროში, უბრალოდ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები (არა ყველა) მაქვს ნანახი, ამდენად თავს ვერ დავდებ რომ მართალი ვარ, თუმცა ყველა ვისაც აზრი მოეკითხება აკრიტიკებს მუშკეტერებს
ნუ მაგ პანდემიის გამოყენება ფულის საკეთებლად ცალკე თემაა
QUOTE
წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5%-ის ფარგლებში,
ბოლო 2 წელი, მანამდე უფრო დაბალი იყო
QUOTE
პოლიტიკურ კრიზისში ცხადია ხელისუფლებას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა მხოლოდ მისი დადანაშაულება არასწორია, თუკი ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
ცხადია თუ უსაფუძვლოა მაშინ ოპოზიციის როლი დიდი იქნება, თუმცა არ გვაქვს მეთოდი მაგის დასადგენად რაც ასევე ხელისუფლების კისერზეა
QUOTE
საზოგადოების პოლარიზაცია კი დაიწყო 2004 წლიდან ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევით და დღემდე გრძელდება, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ მიუძღვის. ჩემი აზრით ზუსტად ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, რადგან უკვე დიდი ხანია, ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე საკითხზე ჯანსაღი დისკუსია და შეთანხმების მიღწევა.
2004 წლიდან იყო ხალხი ვს ნაცები
ხალხს არ უყვარდა მთავრობა და უპირისპირდებოდა
ოცნებამ რაც გააკეთა (რაც არის მაგათი ხელწერა) ხალხი დაუპირისპირა ერთმანეთს (თავისი მართული დაჯგუფებებით, მაგ: ქართული მარში)
იგივე ქნა სპორტულ ფედერაციებში და საერთოდ ყველგან სადაც ხელი მიუწვდება
2012-ში არ იყო ამხელა პოლარიზება (ჩემი სუბიექტური აზრით ცხადია)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57310621
· 17 Dec 2020, 22:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
არ მომზადება სამედიცინო სექტორის მეორე ტალღისთვის და ა.შ...
ვისაც აზრი მოეკითხება აკრიტიკებს მუშკეტერებს
1 ტალღისას დღეში გვქონდა მაქსიმუმ რამდენიმე ათეული შემთხვევა, ცოტა ხნის წინ კი 5000 იდენტიფიცირებული (რეალურად მინიმუმ ორი-სამჯერ მეტი) და სადღაც 200-ჯერ მეტი ვიდრე პირველი ტალღისას. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას მეტ-ნაკლებად გაუძლო და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვქონდა შევედეთის დონეზე, რომელსაც დაახლოებით იგივე რაოდენობის შემთხვევა გააჩნდა.
ასეთ სიტუაციაში სამედიცინო სექტორის მოუმზადებლობაზე ლაპარაკი და მით უფრო იმათი მხრიდან, ვისაც აზრი მოეკითხება კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მიკერძოებულობაზე კი არა, სრულ არაადექვატურობაზე მეტყველებს.
ხელისუფლების მიმართ პრეტენზია გამაჩნია სიტუაციის მიშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ წნეხის ქვეშ იყვნენ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
QUOTE
ბოლო 2 წელი, მანამდე უფრო დაბალი იყო
უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, ბოლო 3 წელი.
QUOTE
ცხადია თუ უსაფუძვლოა მაშინ ოპოზიციის როლი დიდი იქნება, თუმცა არ გვაქვს მეთოდი მაგის დასადგენად რაც ასევე ხელისუფლების კისერზეა
ცხადია ვერ იარსებს მეთოდი, არარსებულის დასამტკიცებბლად
არ ვიცი 2003 წელს რამდენი წლის იყავი და თუ მოესწარი იმდროინდელ მოვლენებს, თუმცა არჩევნების გაყალბება მარტივად დადგინდა და ეხლა ციფრული ეპოქის შემთხვევაში მით უფრო ადვილია. საკმარისია შექმნა ვებ-გვერდი, სადაც სისტემატიზირებული სახით განთავსდება დარღვევების მტკიცებულებები. მაგალითად იქნება კატეგორია კარუსელები, შესაბამისი მტკიცებულებებით, მოსყიდვა შესაბამისი მტკიცებულებებით და ა.შ.
თუ მტკიცებულებების შესაგროვებლად დამატებით საჭიროა ბიულეტენების გადათვლა ან ვიდეო-ჩანაწერების ანალიზი, ეს ისედაც შეთავაზებული აქვს ხელისუფლებას. ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოს არ ვენდობითო, სრულიად უადგილო არგუმენტია. სასამართლო არ მოიპოვებს მტკიცებულებებს და არც ბიულეტენების გადათვლას ახდენენ მოსამართლეები. თუკი არ წარადგინე მტკიცებულებები, ბრიტანული სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ქართული.
ასევე აბსურდულია არგუმენტი, რომ დღეს მაგალითად ბიულეტენების გადათვლას აზრი არ აქვს, რადგან თითქოს ის ქართული ოცნების ხელშია. სინამდვილეში ბიულეტენები დალუქულია და ლუქზე კომისიის ყველა წევრის ხელმოწერაა.
QUOTE
2004 წლიდან იყო ხალხი ვს ნაცები
ხალხს არ უყვარდა მთავრობა და უპირისპირდებოდა
ოცნებამ რაც გააკეთა (რაც არის მაგათი ხელწერა) ხალხი დაუპირისპირა ერთმანეთს (თავისი მართული დაჯგუფებებით, მაგ: ქართული მარში)
იგივე ქნა სპორტულ ფედერაციებში და საერთოდ ყველგან სადაც ხელი მიუწვდება
2012-ში არ იყო ამხელა პოლარიზება (ჩემი სუბიექტური აზრით ცხადია)
2004 წელს ხალხი იყო მიშასკენ და ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღიქმებოდა მტრულად, როგორც პოლიტიკური ლიდერების ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან, ხოლო ოპოზცია სრული შემადგენლობით გამოცხადებული იყო რუსეთის აგენტებად და პრავდებოდა სააკაშვილის ნებისმიერი ავტორატარული გადახრა.ზუსტად ეს ხალხი აგრძელებს იგივე ნარატივს.
ადრე პატრიოტთა ალიანსი იყო ქართული ოცნების მიერ მართული, ეხლა ქართული მარში გახდა
This post has been edited by
net
on 17 Dec 2020, 22:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#57310640
· 17 Dec 2020, 22:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არ ვიცი 2003 წელს რამდენი წლის იყავი და თუ მოესწარი იმდროინდელ მოვლენებს, თუმცა არჩევნების გაყალბება მარტივად დადგინდა და ეხლა ციფრული ეპოქის შემთხვევაში მით უფრო ადვილია. საკმარისია შექმნა ვებ-გვერდი, სადაც სისტემატიზირებული სახით განთავსდება დარღვევების მტკიცებულებები. მაგალითად იქნება კატეგორია კარუსელები, შესაბამისი მტკიცებულებებით, მოსყიდვა შესაბამისი მტკიცებულებებით და ა.შ.
QUOTE
სასამართლო არ მოიპოვებს მტკიცებულებებს და არც ბიულეტენების გადათვლას ახდენენ მოსამართლეები. თუკი არ წარადგინე მტკიცებულებები, ბრიტანული სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ქართული.
ასევე აბსურდულია არგუმენტი, რომ დღეს მაგალითად ბიულეტენების გადათვლას აზრი არ აქვს, რადგან თითქოს ის ქართული ოცნების ხელშია. სინამდვილეში ბიულეტენები დალუქულია და ლუქზე კომისიის ყველა წევრის ხელმოწერაა.
თემა კიარა იუმორინაა
--------------------
მონღოლებს ევნუხები არ უყვარდათ და სწორედ ამიტომაც ჩამოიშალა მათი შიდა სტრუქტურა ჩინეთში
(c) mepar
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვიქნები არჩევნების შედეგებით კმაყოფილი (c) Net
შეეშვი რა, ვის ეკამათები, ერთ დროს ისეთ ბუმბერაზებთან (ნაფტა) გიკამათია (c) ვინმე პეპერ ქროული კოდექსს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57310667
· 17 Dec 2020, 22:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Seth
QUOTE
თემა კიარა იუმორინაა
QUOTE
მოკლედ ხშირად გამოყენებული მეორე ყალბი არგუმენტის - პარალელური დათვლის შედეგების შესახებ.
მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ერთი ციფრის გარდა მეტი არავის წაუკითხავს და რა გასაკვირია იგივე სტაჟიანი პროპაგანდისტის მხრიდან biggrin.gif აქედანაც კარგად ჩანს პოლიტიკური ელიტის და მათი აგრესიული პროპაგანდისტების ანალიტიკური აზროვნების უნარი. biggrin.gif
სამართლიანმა არჩევნებმა შეგნებულად თუ შეუგნებლად პარალელური დათვლის შედეგებში პარტიების მიერ მიღებული პროცენტები დათვალა მცდარი მეთოდიკით. მიცემულ ხმებს არ გამოაკლო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და შესაბამისად მისი დათვლით, პარლამენტში მოხვედრილ ყველა პარტიას (ლეიბორისტების გარდა) დაუწერა ნაკლები პროცენტი, ვიდრე მიიღეს ოფიციალური მონაცემებით.
ამიტომაცაა, რომ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით ბარიერ გადალახული პარტიების მიერ მიღებული ჯამური პროცენტი პრაქტიკულად იმდენითვე ნაკლებია ცესკოს დაჯამებულ მონაცემებთან შედარებით, რამდენიცაა ბათილი ბიულეტენების პროცენტი.
შესაბამისად, სამართლიანი არჩევნების მიერ, 1000 უბნის მიხედვით დათვლილ ხმებს თუ გამოვაკლებთ ბათილ ბიულეტენებს და ისე გადავთვლით პარტიების მიერ პროცენტებს, მაშინ ორივე მონაცემი ხდება თითქმის იდენტური, მცირე სხვაობები კი სრულიად ჯდება სამართლიანი არჩევნების მიერვე მითითებულ შესაძლო ცდომილებებში.
ბარემ ჩემი 21 ნოემბრის ეს პოსტიც დააციტირეთ და ერთად ვიცინოთ
This post has been edited by
net
on 17 Dec 2020, 22:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#57310714
· 17 Dec 2020, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
ერთად ვიცინოთ
QUOTE
ბარემ ჩემი 21 ნოემბრის ეს პოსტიც დააციტირეთ
პატივცემულო, თქვენი პოსტები ყოველდღე იპყრობს ახალ და ახალ სიმაღლეებს.
QUOTE
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვიქნები არჩევნების შედეგებით კმაყოფილი © Net
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57310723
· 17 Dec 2020, 22:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Seth
QUOTE
პატივცემულო, თქვენი პოსტები ყოველდღე იპყრობს ახალ და ახალ სიმაღლეებს.
მოხარული ვარ, რომ ასე აფასებთ ჩემს პოსტებს, განსაკუთრებით კი ისფედის მანიპულაციებთან დაკავშირებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#57310737
· 17 Dec 2020, 22:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
მოხარული ვარ, რომ ასე აფასებთ ჩემს პოსტებს, განსაკუთრებით კი ისფედის მანიპულაციებთან დაკავშირებით
რა თქმა უნდა
QUOTE
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვიქნები არჩევნების შედეგებით კმაყოფილი © Net
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11519
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#57310835
· 17 Dec 2020, 22:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
1 ტალღისას დღეში გვქონდა მაქსიმუმ რამდენიმე ათეული შემთხვევა, ცოტა ხნის წინ კი 5000 იდენტიფიცირებული (რეალურად მინიმუმ ორი-სამჯერ მეტი) და სადღაც 200-ჯერ მეტი ვიდრე პირველი ტალღისას. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას მეტ-ნაკლებად გაუძლო და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვქონდა შევედეთის დონეზე, რომელსაც დაახლოებით იგივე რაოდენობის შემთხვევა გააჩნდა.
საუბარი იმაზეა რომ ჩაკეტვა არაა წამალი
ჩაკეტვა საჭიროა პერსონალის და სისტემის მოსამზადებლად და არა პანდემიის გასაჩერებლად, თორე ეკონომიკა ვერ გაუძლებს (ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრია და არა ჩემი)
პირველი ტალღისას მაქსიმალურად ჩაიკეტა, ადამიანებს (მათ შორის იმათ ვისაც ჰქონდა თვითიზოლაციის საშუალება) უშვებდნენ სასტუმროებში (რისი ეჭვიც მაქვს აღარ დავწერ)
მერე აუშვეს მთლიანად და მივიღეთ მძიმე მეორე ტალღა (ერთ-ერთი პირველები ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე ვირუსიანების მატებით)
შვედეთთან შედარება არასწორი მგონია, იმათ სხვა სტრატეგია ჰქონდათ, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა ძალიან და შედეგების კუთხით (ამ ეტაპზე მაინც) არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა
ნუ კრიტიკოსებისთვის მიუკერძოებლობის ძახილი როცა ყველა მათგანი ეთ ხმაში აკრიტიკებს და არავინ არაა ისეთი ვინც იტყვის რომ კარგად მუშაობს ეს ტრიო, მინიმუმ გადაჭარბება მგონია
QUOTE
არ ვიცი 2003 წელს რამდენი წლის იყავი და თუ მოესწარი იმდროინდელ მოვლენებს, თუმცა არჩევნების გაყალბება მარტივად დადგინდა და ეხლა ციფრული ეპოქის შემთხვევაში მით უფრო ადვილია. საკმარისია შექმნა ვებ-გვერდი, სადაც სისტემატიზირებული სახით განთავსდება დარღვევების მტკიცებულებები. მაგალითად იქნება კატეგორია კარუსელები, შესაბამისი მტკიცებულებებით, მოსყიდვა შესაბამისი მტკიცებულებებით და ა.შ.
მაგ წელს შევედი სკოლაში ამიტომ კონკრეტულ მოვლენებს ვერ გავიხსენებ
თუმცა, რასაც შენ წერ ეგ ინტერპრეტაციაა, არ დადგენილა მაშინ გაყალბება, მოხდა რევოლუცია გაყალბების საფუძველზე. არც მაშIნ იყო სასამართლო სანდო და არც ეხლა არაა
ანუ მაშინაც არ დადგენილა მიუკერძოებელი ინსტიტუტის მიერ
მეტიც, არც შემდეგ წლებში არ დადგენილა რომ არ გაყალბდა, როცა ოპოზიცია მუდმიად ამაზე აპელირებდა და შენც რამდენიმე გვერდის წინ დაწერე რომ მაშინ აყალბებდნენ
QUOTE
თუ მტკიცებულებების შესაგროვებლად დამატებით საჭიროა ბიულეტენების გადათვლა ან ვიდეო-ჩანაწერების ანალიზი, ეს ისედაც შეთავაზებული აქვს ხელისუფლებას. ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოს არ ვენდობითო, სრულიად უადგილო არგუმენტია. სასამართლო არ მოიპოვებს მტკიცებულებებს და არც ბიულეტენების გადათვლას ახდენენ მოსამართლეები. თუკი არ წარადგინე მტკიცებულებები, ბრიტანული სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ქართული.
მტკიცებულებები შეიტანეს სასამართლოში უკვე და არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა
გაგახსენებ იმასაც რომ ცესკო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ისე შეაჯამა ოქმები
QUOTE
2004 წელს ხალხი იყო მიშასკენ და ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღიქმებოდა მტრულად, როგორც პოლიტიკური ლიდერების ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან, ხოლო ოპოზცია სრული შემადგენლობით გამოცხადებული იყო რუსეთის აგენტებად და პრავდებოდა სააკაშვილის ნებისმიერი ავტორატარული გადახრა.ზუსტად ეს ხალხი აგრძელებს იგივე ნარატივს.
იგიევა დღესაც, ოღონდ რუსეთის აგენტის ნაცვლად ნაცად საღდება ყველა
QUOTE
ადრე პატრიოტთა ალიანსი იყო ქართული ოცნების მიერ მართული, ეხლა ქართული მარში გახდა
ეხლა არ გახდა მარში
ადრე იყო, ისევე როგორც პატრიოტები იყვნენ სატელიტები
უბრალოდ ორივე გადააგდო ბიძინამ და ეხლა ქუჩაში დგანან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Seth
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11533
წევრი No.: 83298
რეგისტრ.: 26-January 09
#57310975
· 17 Dec 2020, 23:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
თუმცა, რასაც შენ წერ ეგ ინტერპრეტაციაა, არ დადგენილა მაშინ გაყალბება, მოხდა რევოლუცია გაყალბების საფუძველზე. არც მაშIნ იყო სასამართლო სანდო და არც ეხლა არაა
ანუ მაშინაც არ დადგენილა მიუკერძოებელი ინსტიტუტის მიერ
რა თქმა უნდა არ დადგენილა, ეგ რომ დადგენილიყო მთელი მაშინდელი ცესკო ციხეში იჯდებოდა.
საერთოდ, თქვენი გამკვირვებია რომ ამ საკითხზე კამათობთ :დ თქვა სახ. დეპმა როგორც ატარებდი 30 წელი ზუსტად ისე ჩაატარეო. როგორ ატარებდი? აყალბებდი (მათ შორის), მოსყიდვით, დაშინებით იყავი დაკავებული, ძალადობას ახორციელებდი. ჰოდა გითხრეს გასაგებად. ვისაც უნდა გაიგებს, ვისაც არ უნდა ვერ გაიგებს.
რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს - იმ შემთხვევაში თუ დიდი რაოდენობის ცარიელი კონვერტი აღმოჩნდება ყუთებში, რომელიმე საჩივარი დარჩება განუხილველი და ყველაზე მთავარი საარჩევნო სიაზე ხელმისაწვდომობაზე შეიქმნება პრობლემა, ჩათვალეთ რომ ბუდეა :დ
დანარჩენი ყველაფერი არის ან ლირიკა ან გაპრავება. ასე არის ეს ამბავი დასაბამიდან
This post has been edited by
Seth
on 17 Dec 2020, 23:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MONTY
I R L Y M ! ! !
ჯგუფი: Members
MONTY
I R L Y M ! ! !
ჯგუფი: Members
წერილები: 18740
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09
#57311006
· 17 Dec 2020, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
net
QUOTE
როგორ დავადგინოთ, რითი იყო გამოწვეული ბიულეტენების დანაკლისი, ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ერთ-ერთი ბიულეტენის წაღებით, სომხური კარუსელით თუ სხვა მიზეზით?
რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი, ოპო პარტიის აქტივისტები წაიღებენ ბიულეტენს ?
მაგალითად 1000 უბანი , ყველა უბანზე 2-2% იანი ბიულეტენის დანაკლისი .
ოპოს სათქმელი ექნება ხელისუფლების აქტივმა წაიღო და კარუსელი დაატრიალაო , მოიპარაო, გააყალბაო და ა.შ
ამას ოპო არ და ვერ გააკეთებს თუკი პო/ოპოს შორის სხვაობა 1-2-3% იანი არის მაგრამ როდესაც ოპოს 20-30% აქვს მაქსიმუმ , მაგ შემთხვევაში ოპო აქტივის 1-2% ხმა( ბიულეტენისთვის) , დიდად არც არაფერში სჭირდება
--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!
სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !
I R L Y M! ! !
https://www.facebook.com/IntProtest
https://CAUCASUSOFFLINE.COM
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
net
Go Georgia
ჯგუფი: Members
წერილები: 11158
წევრი No.: 2516
რეგისტრ.: 24-July 03
#57311082
· 17 Dec 2020, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
საუბარი იმაზეა რომ ჩაკეტვა არაა წამალი
ჩაკეტვა საჭიროა პერსონალის და სისტემის მოსამზადებლად და არა პანდემიის გასაჩერებლად, თორე ეკონომიკა ვერ გაუძლებს (ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრია და არა ჩემი)
რომ არ ვიცოდე დასავლეთ ევროპული ქვეყნები რა ზომებს მიმართავენ, შენი დაწერილიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩებოდა, რომ ჩაკეტვა ქართული ოცნების ნოუ-ჰაუ არის და არა აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ზუსტად რა განაცხადეს. მაგალითად, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან 40% რომ გააკრიტიკო, ნაკლებად დამაჯერებელი იქნება მათ მიერ დაშვებული შეცდომები? რატომაა აუცილებელი შავ-თეთრი მიდგომა?
QUOTE
თუმცა, რასაც შენ წერ ეგ ინტერპრეტაციაა, არ დადგენილა მაშინ გაყალბება, მოხდა რევოლუცია გაყალბების საფუძველზე.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მიდგომა შეცვალა და ნაცვლად ხელახალი არჩევნებისა, ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, პროცესი გახდა სუფთად პოლიტიკური. ამიტომ ლაპარაკია არა სასამართლოს მიერ გაყალბების დამტკიცებაზე, არამედ ამაში ამომრჩეველთა უმრავლესობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დარწმუნებაში. მოქმედი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად უარყოფითი მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არავითარ მტკიცებულებას არ საჭიროებს, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში ასე იოლად ვერ გამოდიან. პარტიული ტელევიზიები და სატელიტი ენჯეობის პროპაგანდაც კი, იფედის თამადობით ამისთვის საკმარისი არაა, რადგან მათ არ გააჩნიათ იმხელა ავტორიტეტი, რომ მათმა შეფასებებმა მტკიცებულებები ჩაანაცვლოს.
ამიტომააცაა, რომ ქუჩაში ვიხილეთ ცოტა ხალხი და პარლამენტის სხდომაზე კი ელჩები
QUOTE
უბრალოდ ორივე გადააგდო ბიძინამ და ეხლა ქუჩაში დგანან
ანუ, როდესაც ასე ჭირდებოდა პატრიოტთა ალიანსი, მაშინ გადააგდო?
* * *
ევროპული საქართველო
QUOTE
ცარიელი კონვერტების რაოდენობა 8404
გაკონტროლებული ხმების სავარაუდო რაოდენობა 8404x25=210 100
Seth
QUOTE
იმ შემთხვევაში თუ
დიდი რაოდენობის ცარიელი კონვერტი
აღმოჩნდება ყუთებში
This post has been edited by
net
on 18 Dec 2020, 00:03
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(7)
« პირველი
...
4
5
[6]
7
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1841 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.