რას წარმოადგენს წამალი რემდესივირი?
რა არის რემდესივირი?
რემდესივირი მიეკუთვნება „ნუკლეოზიდური ანალოგების“ ჯგუფში შემავალ წამლებს, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნეების, ვირუსებისა და ვირუსული ინფექციების მკურნალობისას. ეს ანალოგები მოგვაგონებს ნუკლეოზიდების სახელით ცნობილ მოლეკულებს, რომლებიც ორგანიზმში ბუნებრივად ჩნდება და აუცილებელ საშენ მასალას წარმოადგენს რიბონუკლეინის მჟავისა (რნმ) და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავისთვის (დნმ). ზოგიერთი ვირუსი „ტყუვდება“ ამ ანალოგებით და თავის გენეტიკურ მასალაში ისინი შეაქვს ნამდვილი მოლეკულების ნაცვლად. ეს ვირუსის ბუნებრივ ქიმიას არღვევს და, შესაბამისად, ანადგურებს მისი გამრავლების შესაძლებლობას, რაც მის გავრცელებას აჩერებს.Ремдесивир: самое эффективное лечение..

Ремдесивир
Remdesivir

Formula: C27H35N6O8P
პლაქვენილი, იბუპროფენი, რემდესივირი და ა.შ. - რას ამბობს მედია და რისთვის იყენებენ მათ სინამდვილეში
https://www.mediachecker.ge/ka/siakhleebi/a...h-sinamdvileshi***
საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო) თარიღი: 02/09/2020
მუხლი 1-1. ტერმინთა განმარტება
3. იმუნობიოლოგიური პრეპარატი – სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნობიოლოგიური პროფილაქტიკისა და თერაპიისთვის (ვაქცინები, შრატები, ტესტსისტემები, ალერგენების შემცველი პროდუქტები).
მუხლი 5-1. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევები
1. საქართველოში ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევები ტარდება მინისტრის მიერ დამტკიცებული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევების სტანდარტებისა და გზამკვლევების (გაიდლაინების) შესაბამისად.
2. კლინიკურ კვლევაში მონაწილე ავადმყოფთა და ჯანმრთელ მოხალისეთა უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
3. კლინიკური კვლევის დაწყებამდე სპონსორი (პირი, კომპანია, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია კლინიკური კვლევის დაწყებისთვის, მართვისთვის ან/და დაფინანსებისთვის) უზრუნველყოფს კლინიკური კვლევის რისკის/პასუხისმგებლობის კლინიკური კვლევის განხორციელების ვადით დაზღვევას, რომლითაც გათვალისწინებულია კლინიკურ კვლევაში მონაწილე პირის/პირების მკურნალობის ხარჯების (რომლებიც მას/მათ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობისათვის დასჭირდა/დასჭირდათ) ანაზღაურება ან/და კომპენსაცია.
4. საქართველოში დასაშვებია, ჯანმრთელ მოხალისეს ჩაუტარდეს შემდეგი კლინიკური კვლევები:
ა) სამკურნალო საშუალების ბიოეკვივალენტობის კვლევა;
ბ) საქართველოში შემუშავებული ფარმაკოლოგიური საშუალების ფარმაკოკინეტიკური კვლევა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბაზარზე ნებადართული კვლევა, რომელიც უტარდება ჯანმრთელ მოხალისეს.
5. პროგრესული თერაპიის სამკურნალო საშუალებად გამიზნული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს ფარმაკოლოგიური საშუალება წარმოებულია საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული GMP-ის რომელიმე სტანდარტით იმ საწარმოში, რომელსაც აქვს ბიოლოგიური სამკურნალო საშუალების წარმოების უფლებამოსილება.
6. დაუშვებელია საქართველოში კლინიკური კვლევების ამ კანონის 11 მუხლის 48-ე და 481 პუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისა და საშუალებების გამოყენებით ჩატარება.
მუხლი 7. (ძალადაკარგულია)
მუხლი 8. (ძალადაკარგულია)
***
ბიოეთიკის სახელმძღვანელო კომიტეტი (CDBI)
ტექსტი მოამზადა ბიოსამედიცინო კვლევის სპეციალისტების ჯგუფმა
ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი
არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე)
ეძღვნება სარწმუნოებისა, მამულისა და დედა ენისათვის თავდადებულთ

ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისთვის

გაგრძელება:
COVID-19, ტ 68 (საქართველო მეორე ტალღის პიკში) (post #57222461) This post has been edited by Катеньки on 27 Nov 2020, 15:36
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.