
ჩვენი ჟურნალისტების უჭკუობა, გაუნათლებლობა, ქართული ენის არცოდნის ჩათვლით, არახალია.
ნინო ჯანგირაშვილი გამორჩეულია ამდენ უჭკუო, შეუძლებლად შტერ ჟურნალისტს შორის. თანაც ამ ბოლო დროს, გადაწყვიტა, რომ ძალიან ბრძნულ აზრებს გამოთქვამს და რესპონდენტზე ბევრს ლაპარაკობს. ვინც არ უნდა ჰყავდეს სტუმრად, არ შემიძლია მოსმენა მაგის გამო.
რა მაგის პასუხია და, ზოგადად, ინგა გრიგოლიამ დაამკვიდრა დამახინჯებულად კითხვის დასმის პრაქტიკა, რომელიც მერე მგონი ყველამ გადაიღო. კერძოდ, მახვილის დასმა არა კითხვით სიტყვაზე, არამედ ზმნაზე. მაგალითად,"როგორ ფიქრობთ" ეკითხება და "ფიქრობთზე" აკეთებს მახვილს. არადა ქართულ ენაში და რაც კი გამიგია ყველა სხვა ენაში, კითხვით წინადადებაში მახვილი კითხვით სიტყვაზეა. რასაც ქვია, ცოდოა მაგათ ხელში ენაც, აზრიც და ჩვენც.
This post has been edited by aerztin on 27 Nov 2020, 13:13