#57224372 · 27 Nov 2020, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha.G
QUOTE | კერძოდ?
ვახუშტი არამცთუ აფხაზებს სვანებსაც არ მიიჩნევდა ქართველებად არამედ ჩ.კავკასიელებად განსხვავებით მეგრელებისგან რომლებიც წამხდარ ქართულად უბნობენო უფრო მეტი თუშებზეც წერს; იყვნენ თუშნი წილნი ლეკოსისანი გარნა მეფემან ქართლისამან განიმკვიდრნეს იგინი აგერ მე თვითონ ვუპასუხე ჩემ კითხვას |
აქ ენაზე არაა ლაპარაკი, ვინ რა ენაზე საუბრობდა და როგორ
კი ბატონო, ტუშების ნაწილი ბაცბია და ბილინგვისტია
უფრო მეტსაც გეტყვი-ხევსურებს ფშავლები და სხვა მთიელები "ცხენისმჭამლებად" მიიჩნევდნენ, ანუ ქისტებად, მაგრამ არიან ქისტები ხევსურები?
ასეთი დაყოფაა, მტრის წისქვილზე რო ასხამს წყალს.
ძველი ტრადიციული გაგებით ქართველად იქოდებოდა ის, ვინც ქარტული ეკლესიის მრევლი იყო, სომეხად, ვინც სომხური ეკლესიის მრევლი იყო, ფრანგად, ვინც კატოლიკე იყო, ბერძენად, ვინც ბერძნული ეკლესიის მრევლი იყო , თათრად, ვინც მუსულმანი იყო (იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი იმპერიების ხელისუფალნი (ირანისაც და ოსმალეთისაც) ტათრები იყვნენ-ყიზილბაშებიც თურქული ტომები იყვნენ და ოსმალეთსაც თურქი განაგებდა, თურქულ ტომებს კი ქარტველები თათრებს უწოდებდნენ. ამიტომაც არიან აფხაზები ქარტველები, რადგან აფხაზეთი დღემდე ჩვენი ეკლესიის იურისდიქციაში შედის და წესით აფხაზები ჩვენი ეკლესიის მრევლი უნდა იყოს.
პს. გერმანელები და ავსტრიელები ერტ ენაზე საუბრობენ მაგრამ ავსტრიელი გერმანელად არ მიიცნევს თავს. ჩვენთან პირიქითაა, შეიძლება ქართული ენა არ იყოს შენი დედაენა, მაგრამ ქარტველი იყო. ასეთია ჩვენი ეთნოწყობა
|