Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 46957
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#57230041 · 29 Nov 2020, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PFU
QUOTE | გირჩამდეც უკვე ვიცოდი მე ეგ, რომ სახელმწიფო კარგი მმართველი არაა და კერძო მფლობელობაში უკეთესი მმართველები არიან, თუმცა არსებობს ჩინეთი, რომლის 'ეკონომიკაც ყვავის'. ისიც ვიცოდი, რომ რახან სახელმწიფო ცუდი მენეჯერია ამის გამო სახელმწიფოები არავის გაუუქმებია და არც თვით გირჩის ოაზის ავსტრიაში არაა ყველა და ყველაფერი კერძო ხელში. მანდ უშვებთ თქვენ შეცდომას. დასავლური ქვეყნების მთავარი პლიუსი ისაა, რომ რევოლუციური რადიკალიზმები (აღ)არ ახასიათებთ (კოვიდიოტ-ანტივაქსერ-რადიკალური სექტების გარდა) და თავისუფლების იდეასაც, პრაქტიკულ, რეალისტურ ჭრილში უყურებენ და რეალიზებას ახდენენ. |
"თუმცა არსებობს ჩინეთი" რა შუაშია? ჩინეთში კომუნისტური-კაპიტალიზმია, მიუხედავად იმისა რომ პარტია კომუნისტურია და სუფთა ტექნიკურად ყველაფერი სახელმწიფოსია, სინამდვილეში არცერთი ბიზნესის მართვაში არ ერევიან და მაგიტო ყვავის.
გირჩის ოაზისი ავსტრია ნამდვილად არაა და არც არავის უთქვამს, გირჩის და ავსტრიის დამთხვევა მხოლოდ პრივატიზების ნაწილში ხდება, ლიბერტარიანულ მმართველობასთან და იდეოლოგიასთან ყველაზე მიახლოებული ამჟამად შვეიცარიაა, თუმცა არც ერთი იდეოლოგია 100% - ით არსად არ ხორციელდება.
QUOTE | კი, კობახიძე ვერ მართავს, მაგრამ სამაგიეროდ ავსტრიელი კობახიძე მართავს და ის კერძო სამედიცინო სექტორი და ის კერძო და სახელმწიფო ფირმებში დასაქმებული ავსტრიელი ცხვრებიც (როგორც ბატონი ზურაბი გვიწოდებს) იმ ავსტრიელი კობახიძის სახელმწიფოს მიერ გამოცემულ ლოქდაუნს ემორჩილება და ციხეში ზის (როგორც ბატონი იაგო განგვიმარტავს), რადგან პასუხისმგებლობასთან ერთად იცის კანონმორჩილრბაც და თუ არ დაჯდა ან ვირუსი მოკლავს, ან ავსტრიული პოლიცია დაალეწავს თავპირს და ჯარიმებს აჰკიდებს ან კიდევ გაგრძელებული პანდემია ჩამოამხობს თავზე აწყობილ ბიზნესს და კეთილდღეობას. მაგ ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორიც მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და რომ ეტყვიან რომელიმე ქირურგიულ კერძო კლინიკას, აბა ახლა მორჩი ფულის კეთებას აპენდექტომიებით და კოვიდპაციენტები მიიღეო ისიც ვალდებულად თვლის თავს რომ დაემორჩილოს. ისე კი არაა გახარიები რომ ეხვეწებიან ქართულ კლინიკებს შენი ჭირიმეო... ისე, რომ იცოდეთ ქართული ჯანდაცვის დიდი ნაწილი ზუსტად კერძოა და ამის მიუხედავად დღემდე ვერ მოხერხდა ნორმალური სისტემის აწყობა... ვერც პრექოცურ პერიოდში, როცა ბიუჯეტიდან არ ხდებოდა ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება და 'ბაზრის ხელში' 'უფრო დერეგულირებული' იყო. |
ჯაფარიძე რასაც ამბობდა არის შემდეგი - ექიმები დაიღუპნენ საქართველოში იმიტომ რომ საკმარისი და საჭირო ეკიპირება არ ჰქონდათ და ამაზე ხმა არ გაუღიათო, შენი აზრით რა მოხდებოდა ავსტრიაში კოვიდთან სამუშაოს დროს პირადი ან ზოგადი ეკიპირება რომ არ ჰქონოდა? მინიმუმ გააკოტრებდნენ კლინიკას და მიაყოლებდნენ მინისტრს ხურდაში?
QUOTE | რაც შეეხება პანდემიას, მსოფლიოში 1.25 ქვეყანაა მარტო, რომელიც სრული თავისუფლებით ებრძოდა პანდემიას ხელისუფლების დონეზე და შეცვალეს ტაქტიკა... ესაა 0.5 ბრიტანეთი+0.75 შვედეთი, რადგან დაინახეს, რომ ეს სიგიჟე და ადამიანების მკვლელობაა. სხვა ყველგან იძულებულები არიან შეზღუდვები შემოიღონ და ეკონომიკური ზარალი ნახონ... და ამ პირობებში გირჩის მიერ ისევ ისეთივე აბსურდული პრობლემ სოლუშენის დღის წესრიგში დატოვება კი არა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება ან იდეოლოგიაში ჩახარშულის მიერ რეალობის დაკარგვის და აღქმის გაუკუღმართების გამოვლენაა, ან უვიცობა, ან შეგნებული ბოროტება და მავნებლობა ან იდიოტიზმი... |
საუბარი არ არის "სრულ თავისუფლებაზე", საუბარი სხვა რამეზეა, როცა ლოქდაუნზე მიდიხარ - ლოქდაუნი უნდა იყოს სრული, ანუ ტირანიული დიქტატურა უნდა იყოს, როგორც ჩინეთშია - ხალხს რომ ბორკილებით ადუღებდნენ გათბობის ბატარიებზე.
დემოკრატიულ ქვეყნებში ლოქდაუნი შეუძლებელია, ყოველთვის გყავს 1 000 000 დებილი რომელიც გარეთ ირბენს, ამიტომ აზრს კარგავს
განსაკუთრებით აზრს კარგავს როცა ემხრობი - ცოლ ქმრის წინ მანქანაში არ დასმას, ტაქსში წინ არ დასმას, ზილებით ქუჩების რეცხვას, ქორწილზე არ შეკრებას მარა სამაგიეროდ იქვე პარტიულ პროპაგანდაში მოსულა, შენნაირი და ჩემნაირი პლებეებისთვის ნიღაბი რო სავალდებულოა სამაგიეროდ ტიკარა რო დაყლეპროჭაობს ისე, იმიტო რო იმენა მაგისთვის მოსულა, უეფა რო ოფიციალურად ფანებს დაუშვებს და კალია თავის შვილთან ერთად გრიალებს და ა.შ. ეს ყველაფერი კონტრპროდუქციულია და ურთიერთგამომრიცხავი - არაფერს არ ცვლის საერთოდ.
ამაზე საუბრობს გირჩი, თუ კარონაა ყველასთვის კარონა უნდა იყოს და არა ისე რომ ზოგი თანაბარია და ზოგი უფრო თანაბარი.
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|