გორში, სტალინის გამზირზე, გარკვეული პერიმეტრი, პოლიციას ამ წუთებში ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
ასაკოვანი კაცი გორის ცენტრალურ - სტალინის - გამზირზე ისე გარდაიცვალა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლაც ვერ შეძლო.
გარდაცვლილი 65 წლამდე ასაკის კაცია, ის "ლიბერთი ბანკში" მძღოლად მუშაობდა. ქუჩაში ცუდად გახდომისთანავე თვითმხილველებმა სასწრაფო გამოიძახეს - ექიმები ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდნენ, რა დროსაც კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
დაგვიანებით მისული გადაუდებელი დახმარების ჯგუფი კი ამბობს, რომ "სასწრაფო გადატვირთულია და ეს არ არის ახალი ამბავი".
ამ დროისთვის გორსა და გარშემო არსებულ სოფლებს სასწრაფო დახმარების სულ 3 ჯგუფი ემსახურება.
