ოქრუაშვილს და მის პარტიას არ გააჩნია ქვეყნის მართვის ბერკეტები...
მე არ ვიცი, რა განცხადება გააკეთა ამა თუ იმ პარტიის წევრმა, რადგან ვერ ვახერხებ მოსმენას (ტექნიკური პრობლემის გამო) ამ ეტაპზე, მაგრამ...
ზუსტად ვიცი, რას ამბობს კანონი (იმის მიუხედავად, თუ ვინ გადაიხადა ფული შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებში თავის დროზე და იმის მიუხედავად, ფინანსდება/ხელფასს იღებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი თითოეული თანამშრომელი საქართველოს ბიუჯეტიდან).
კანონი ამბობს, რომ:
1) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს არ გააჩნია უფლება, მიეკუთვნებოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და მოქმედებდეს ტენდენციურად, მიკერძოებულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების სასარგებლოდ;
2) არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (არც სახელისუფლებოს, არც ოპოზიციურს) არ გააჩნია უფლებამოსილება პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომელი გამოიყენოს პირადი პოლიტიკური ამბიციების დასაცავად, მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28324?publication=34თავი II - პარტიის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 10
1. პირს, რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი
ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება:
ა) საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე;
ე) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;
ვ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე;
ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე;
თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე;
ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.
ლ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე.***
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2047...?publication=29თავი II პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
მუხლი 8. პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები
1. პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
2. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მუხლი 9. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი
1. პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
2. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
მუხლი 10. კანონიერების პრინციპი
1. პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან.
2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
3. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.
მუხლი 14. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი
პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით. პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი
მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.
თუ კანონი შეიცვლება მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ და საზოგადოება შენიშნავს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის უფლამოსილებაში ხდება უხეში ჩაჭრა - მის თანამდებლბრივ უფლებამოსილებას უკანონოდ იყენებს საკუთარი ახირებების გასატანად რომელიმე პოლიტიკური პარტია, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს კანონდამრღვევის კანონიერი დასჯა, უნდა დადგეს პოლიციის ინტერესების დასაცავად.
This post has been edited by Катеньки on 3 Dec 2020, 12:10
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.