ვახტანგ მეგრელიშვილმა „გირჩში“ დაპირისპირების მიზეზი დაასახელაპარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და საკუთარი თანაპარტიელების, ვახო მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიასა და სანდრო თარხან-მოურავის „გზები გაიყო“.
რას უკავშირდება პარტიის ლიდერებს შორის არსებული დაპირისპირება და რეალურად, ვინ ტოვებს პოლიტიკურ გაერთიანებას, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა ისაუბრა.
ვახო მეგრელიშვილი: რატომ გაიყო ჩვენი გზები, მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ზურასგან ველოდებით შემდგომ განმარტებას. მე ისიც არ ვიცი, რა გზები იყოფა. ზურას განცხადებას რაღაც პროცესი ხომ უნდა მოჰყვეს. რეალურად, ზურამ რა გადაწყვეტილება მიიღო, არ ვიცი.
– პარტიას თქვენ, იაგო ხვიჩია, სანდრო თარხან-მოურავი ტოვებთ?
– როგორ უნდა დავტოვოთ პარტია, იაგო არის პარტიის თავმჯდომარე. მე და სანდრო ვართ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეიძლება, ვერ შევედით, მაგრამ აგვირჩიეს. აქამდე პარტიაში მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული რაიმე განსხვავება არ გვქონია. არასოდეს გვქონია განსხვავება რაიმე ღირებულებით საკითხზე, რადგან მართლა ყოველთვის ერთიან პოზიციაზე ვიყავით.
ახლა ფიზიკურად უნდა ვიცოდეთ, რა გადაწყვიტა ზურამ, რათა მერე გითხრათ, ამ პარტიაში ფრაქცია ჩამოყალიბდება, თუ მეორე პარტია შეიქმნება.
– თუ „პარტიიდან“ თქვენ არ მიდიხართ, პოლიტიკურ ორგანიზაციას ზურაბ ჯაფარიძე ტოვებს?
– მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დატოვოს ზურაბ გირჩი-ჯაფარიძემ პარტია. ხომ უნდა თქვას, როგორ წარმოუდგენია თვითონ ეს ამბავი?
– რა არის თქვენსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის განხეთქილების მიზეზი?
– ზოგადად, მიზეზი შეიძლება, იყოს პიროვნული შეუთანხმებლობა ზურასა და ჩემს შორის. კონკრეტულად ამ საკითხამდე რამ მიიყვანა, ვერ გეტყვით. მე არ წარმომიდგენია არასოდეს, რომ პიროვნული პრობლემები საქმეზე გადაგვეტანა. შეიძლება, ვცდები და მიზეზი სხვა არის.
– ხომ არ ეხება მიზეზი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხსაც?
– ეს მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. გუშინ ზურასთან ერთად ვიყავით ოპოზიციის მოლაპარაკებაზე, ერთად საერთო პოზიციით ვიყავით ყველანი. თუ მას მერე რამე შეიცვალა, ზურას ჰკითხეთ.
– თქვენ თავად გაქვთ პარლამენტში შესვლის სურვილი?
– ძალიან მინდა… თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც ამდენი საქმე ეკეთებინოს, პარლამენტის მანდატი მიეღოს და არ უნდოდეს შესვლა? მაგალითად, ელისაშვილს უნდა შესვლა, ან ნიკა მელიას? მგონი, ყველას უნდა შესვლა, მაგრამ მარტო შესვლის სურვილზე ხომ არ არის?
აქ არის პარტიებს შორის მოლაპარაკებებზე, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, თუ ოპოზიციის მთავარი ღირებულება ახლა არის ერთიანობა და ამ ერთიანობაში ყველანი ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ვმონაწილეობდით, შეუძლებელია ივარაუდოთ, რომ გუშინ ყველაფერი იყო წესრიგში და დღეს რაღაც სხვა გადავწყვიტეთ. სანამ ზურა არ იტყვის, რა გადაწყვეტილება მიიღო და ამ საკითხს ეხება თუ არა, მე პასუხს ვერ გაგცემთ.
https://primetime.ge/vakhtang-megrelishvilm...ezi-daasakhela/შერგიდებიან ისევ ჩემი აზრით
This post has been edited by Choncxis mzera on 4 Dec 2020, 16:14