#57270358 · 8 Dec 2020, 22:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zezva43
QUOTE | მადლობა , ისტორიკოსი ვარ :დ
|
QUOTE | 1-მა მილიონმა მონღოლმა ლამის მთელი მსოფლიო დაიპყრო, მერე?
|
და რა მოუტანეს მსოფლიოს? ფოსტის განვითარებული სისტემის, მშვილდისა და დახვეწილი უზანგების გარდა მათი მემკვიდრეობა გადაწვული ბაღდადია თავისივე ბიბლიოთეკითურთ და ირანსა და სირიაში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის მოჭრილი თავებითა კოშკების აშენება კიდე?! ასევე მათსავე კისერსზეა საქართველოს დაჩოქება და აოხრება. გეცოდინება, ქვათახევის მონასტერს დღემტე ატყვია მონღოლთა და თემურიდების გადაწვის კვალი. ვაზი აღარ ხარობდა კახეთში.
მონღოლებმა განვითარებული ჩინეთი წააჩოქეს და ყუბილაი ხანის ბორდელად აქციეს. ვინც არ მოეწონებოდა ყუბილაის ცეცხლს უკეთებდნენ პირდაპირ. ვაჭრობა მაგათი არ იყო, უბრალოდ ერთიან სახელმწიფოში რომ მოაქციეს უფრო ადვილად ადმინისტრირდებოდა და სწრაფად მაგიტომაც დაიწყო აღმოსავლურ-დასავლური დერეფნის წარმოება, თორემ ჩინელებთან ჯერ კიდევ იუსტინიანე ვაჭრობდა (და იპარავდა აბრეშუმის ჭიებს, მარკო პოლომდე დიდი ხნით ადრე).
ხოდა ამ კონსტრასტზე მქონდა საუბარი: ინგლისს შეჰქონდა განვითარება და მოდერნიზაცია. ხოლო მონღოლებ, თემურიდებსა და მუგალებს ძარცვა და კორუფცია. და მაინც, 5 მილიონიანი ქვეყნის კერძო კომპანია რომ დაგიპყრობს 150 მილიონიან ქვეყანას და მერე გამოხტება კაკაბაძე და იტყვის აგერ მუგალები უფრო კარგები არიანო, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.
QUOTE | სოციალიზმიდ ასავლური მოვლენაა |
კი, მაგრამ თავზე ნაცრის დაყრად არ უნდა გადაიქცეს, ეს ცუდი დასავლელები, კაცობრიობა დაღუპესო. ჩვენც მაგ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ოდესღაც ერთ-ერთი ღერძი და ცენტრიც კი ვიყავით.
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|