ჯუღაშვილიგასაგებია.
ერთად წავიკითხოთ ტექსტი დაკვირვებით და აღმოვაჩინოთ ნიშნები. ვცადოთ, შევაფასოთ სამართლიანად და ობიექტურად.https://www.interpressnews.ge/ka/article/63...rakli-kobaxize-"კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,
უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც
„მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“.
„ყველას კარგად ესმის, რომ
საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია,
რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს.
ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. "
1) რამდენადაც მახსოვს, მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა ჰონდა. როდის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და რატომ ვეღარ აღიდგინა?
2) შემახსენეთ, კონკრეტულად რომელი დანაშაულისთვის აქვს შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ყოფილ პრეზიდენტს?
3) პატივცემული ირაკლი კობახიძის აზრს მოვისმენდი პირდაპირ აქ, რაიც გულისხმობს
ტერმინ დემოკრატიის სწორ განსაზღვრებას/შეფასებას და შემდეგ მის ადეკვატურ განცდას/აღქმას:
ა) ქართული დემოკრატიის გადარჩენის მისი პირადი ხედვა/გეგმა ჩამოაყალიბოს.
ბ) ქართული დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარების პირადი ხედვა/გეგმა გაასაჯაროოს.
გ) დემოკრატიის თანაარსებობის ალბათობაზე იმსჯელოს ჩემს საქართველოში ავტოკრატიის, ტოტალიტარიზმის,
ავტორიტარიზმის, დიქტატურის, პლუტოკრატიის, დესპოტიზმის, ტირანიის "რეჟიმის" პარალელურად.
4) როგორ უნდა მოეხდინათ უკრაინელ მეგობრებს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია?
5) მიხეილ სააკაშვილი პოლარიზაციის მთავარი წყაროა საქართველოში, თუ მტრის ხატია ერთგვარი,
რომლის მსხვრევაშიც და რომელთან ბრძოლაში გავიდა უკვე სრული 8 წელი?
6) ხალხის ფულზე და ხალხსგან მოპარულ ფულზე იქნებ გვესაუბროს პატივცემული უმრავლესობის აღმასრულებელი მდივანი...
7) პრესისა და მასმედიის "პრობლემებზე" იმსჯელოს... იქნებ როგორმე ახსნას რატომ დუმს მეოთხე ხელისუფლება?
ვისგან მოპარული ფულით არსებობს ეს სამი ტელევიზია ეს ცალკე საკითხია განსახილველად... მაგრამ
სამი ოპოზიციური ტელევიზია ჯერ კიდევ რომ სულდგმულობს, ეს ნიშნავს რომ დემოკრატია რაღაც დოზით ჯერ კიდევ ცოცხლობს.
ეს სამი ტელევიზია ფიქრის, განსჯის შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, ვიდრე რკინის ფარდა ჩამოეშვებოდეს...
ქვეყანას არ უქმნის პრობლემებს. პრობლემებს დიქტატურას უქმნის.
***
ტერმინთა ზუსტი განმარტება:
დიქტატურა (ლათ. dictatura) — ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს
დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.
ავტოკრატია (ბერძნ. αυτός, თვით და ბერძნ. κρατέω, მართვა) — სახელმწიფოს მმართველობის ფორმა,
რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.
ავტორიტარიზმი — მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. მოსახლეობის
უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ავტორიტარიზმს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ავტორიტარიზმი,
როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს -
იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ტოტალიტარიზმი — ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, სადაც სახელმწიფოს
აბსოლუტური კონტროლი აქვს ცხოვრების ყველა ასპექტზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო. ტოტალიტარიზმს უწოდებენ პოლიტიკურ სისტემას
ან მმართველობის ფორმას, რომელიც არ უშვებს პარტიულ ან ინდივიდუალურ ოპოზიციას სახელმწიფოსა და მისი რწმენებისადმი, ამიტომ
ის მიჩნეულია ავტორიტარიზმის უკიდურეს ფორმად. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, პოლიტიკური ძალაუფლება ძირითადად ავტოკრატთა
ხელშია,
რომლებიც საყოველთაო პროპაგანდას მათ ხელში არსებული მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ახორციელებენ.
პლუტოკრატია (ბერძ. plutokratia, plutos სიმდიდრე და kratos ძალა, ძალაუფლება) — პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს
მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა.
დესპოტიზმი — პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს უჭირავს ერთ ადამიანს შეუზღუდავი ძალაუფლება. მისი სინონიმი არის დიქტატურა.
ტირანია — თანამედროვე მნიშვნელობით არის დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით.
დემოკრატია (ბერძ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება
უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა,
ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული,
ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
This post has been edited by Катеньки on 10 Dec 2020, 05:47
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.