ეგ ვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთ?

მრავალპარტიულ პარლამენტშიც ერთპიროვნულად მართავდა ხელისუფლება.
ეგ გამოცდილება ჩვენ უკვე გავიაზრეთ და შედეგები სახეზეა. დრო კი აღარ გვაქვს იგივე არასწორი გზებით სასიარულოდ.
არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს არ არის საბოტაჟი.
საბოტაჟზე ბევრად უარესია, რაც წლებია ხდება ჩემს საქართველოში ოპოზიციისგან
დამოუკიდებლად - არაჯანსაღი იდეოლოგიის, სიყალბის, განუკითხაობის გაპრავება.
ქვეყნის მტრობა არის: დაშავება-გაპრავება, დაშავება-გაპრავება. უფლის მოთხოვნა კი ასეთია: დაშავება-მხილება, რასაც ადასტურებს კანონი.
ოპოზიციას არანარი მართვის ბერკეტი არ ჰქონია ხელთ ამ რვა წლის მანძილზე და არც ექნება: არც პარლამენტში, არც მთავრობაში.
ეს არის ილუზია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის შემდეგ რაიმეს შეცვლას შეძლებს არსებულ რეალობაში.
მარტო უნდა დარჩეს ხელისუფლება პარლამენტში. ხოლო თუ არ არის ლეგიტიმური, მაშინ ჩატარდეს მესამე ტური
და მიიღოს იმდენი ხმა (იმდენი პროცენტი), რამდენსაც უფლის ნებით, სამართლიანად იმსახურებს.
მარტომ უნდა მოაწესრიგოს ხელისუფლებამ ყველა პრობლემა, რომელიც ამ რვა წლის მანძილზე შეუქნა ჩემს საქართველოს.
მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოებისა და ტაძრის გაძლიერებიდან უნდა დაიწყოს ყველა შეცდომის გამოსწორება.
პასუხისმგებლობის კანონიერად აღება უნდა ისწავლოს საკუთარ თავზე, თითების გაშვერას სხვადასხვა მიმართულებით უნდა შეეშვას.
მერე შეიძლება ვისაუბროთ მრავალპარტიულ პარლამენტზე, კოალიციურ მთავრობაზე და დემოკრატიაზე.
ასეთია წმიდა სამების მოთხოვნა. საკმარისია.
This post has been edited by Катеньки on 11 Dec 2020, 00:18
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.