რატომ ვერ უკმლავდებიან? რატომ ჩამოიშალა ჯანდაცვის სფერო საქართველოში?
რაშია საქმე, ბიუჯეტში შესაბამისი ოდენობის თანხა არ არის თუ არ იციან, როგორ მოაწერიგონ ეს პრობლემა?
თუ ფული არ არის - მოჭრან.
გარედან ვრცელდება ვირუსი - დაკეტონ საზღვრები.
ადგილზე ვრცელდება ვირუსი - დაიცვან წესრიგი.
წესრიგს იცავენ, საზღვრებს კეტავენ და მაინც ვრცელდება ვირუსი? გამოდის რაღაც სწორად ვერ გაიაზრეს და ამიტომ ვერ აღკვეთეს პრობლემა.
თუ ეკონომიკური კრიზისის ეშინიათ, რას აკეთებდნენ მთელი ზაფხულის მანძლზე? რატომ მოიყვანეს ზამთარი კარზე?
მიეხედათ სოფლის მეურნეობისთვის, დახმარებოდნენ ქვეყნის შიდა მეწარმეობას. გამოეყოთ ფერმერებისთვის
და მეწარმეებისთვის შესაბამისი ფულადი თუ ტექნიკური რესურსები, თუნდაც ვალის სახით.
ქვეყანას მართავს ერთ-ერთი სერიოზული მენეჯერი ბიზნესსა და ეკონომიკაში. რამ შეუშალათ ხელი, მიეღოთ მისგან ტრენინგები,
თუ თავად არ იცოდნენ, როგორ გამოეყვანათ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან? მარტო ტურიზმის ხარჯზე უნდოდათ ეკონომიკის
ჩავარდნილი დარგების ამოქაჩვა? ეს ხომ შეუძლებელია.
მოგვბეზრდა ბატონებო ეს თევზისგემოიანი გენმოდიფიცირებული პომიდვრის, რეზინისგემოიანი იმპორტული ბოსტნეულის
და პლასტმასისგემოიანი ხილისა თუ ბურღულეულის ჭამა.
გვაღირსეთ, თუ შეიძლება, ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოში, ჩვენს მიწაზე ჯანსაღი თესლით მოწეული პროდუქცია.
იყოს ის შემოტანილიც, მაგრამ ჯერ აწარმოეთ ადგილზე. მიეცით მომხმარებელს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა:
დაე თავად გადაწყვიტოს, თუ რა სახის პროდუქციას შეიძენს და მოიხმარს: გენმოდიფიცირებულს თუ ჯანსაღს.
მაგრამ სამთავრობო პოლიტიკაა ისეთი, რომ ადგილობრივი წარმოება ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე იმპორტი.
ამიტომ ფერმერსაც და მეწარმესაც ურჩევნია შეაჩეროს ადგილზე წარმოება და ჩაებას ვაჭრობაში: იყიდოს სხვაგან,
შემოიტანოს ჩვენს ბაზარზე და გაყიდოს, რაც იაფი დაუჯდება ის პროდუქცია.
როცა იმპორტს გაუტოლდება ექსპორტი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკამ ამოისუნთქა.
გასაკეთებელი საქმის მეტი რა არის? გამიჯნეთ პოლიტიკა და ბიზნესი.
თუკი მეწარმე:
1) მოატყუებს, გაძარცვავს, მოსტაცებს კონკურენტებს - დააჯარიმეთ.
2) მოატყუებს სახელმწიფოს, იქნება არაკეთილსინდისიერი გადამხდელი - დააჯარიმეთ.
3) მოატყუებს მომხმარებელს ზომაში, წონაში, მომსახურებისა თუ პროდუქციის ხარისხში - დააჯარიმეთ.
თავის მხრივ საჯარო მოხელეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ, რათა:
1) კანონიერად იმოქმედონ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ სახელმწიფოებრივი ინტერესები;
2) დაიცვან კანონიერად მეწარმეც, მომხმარებელიც, ეკომონიკაც, ბაზარიც, ხარისხიც და სრულიად საქართველოც.
3) ჯერ მისცენ ეკონომიკას, წარმოებას შესაძლებლობა, რათა შექმნას, მეწარმეს კი შანსი - გადაინაცვლოს გადახდისუნარიან, საშუალო ფენაში.
ვიფიქროთ ამ საკითზე ყველამ ერთად: რას ვქმნით დღეს საქართველოში?
ვყიდულობთ იმას, რასაც სხვა ყიდის: პროდუქტს, მომსახურებას, ხარისხს... ვალებში იხრჩობა ყველა ოჯახი, მთელი საქართველო.
როცა სესხის საშუალებით ახდენს გადახდას, გამოდის იდებს ვალს, ხოლო როცა ჯიბიდან იხდის თანხას ქეშად - მყიდველუნარიანია (1%).
სესხებში გახლართული მოსახლეობა იძულებით იდგამს უღელს და შედის მორჩილებაში, მისი მართვა ფსიქოლოგიურად იოლი ხდება.
თუ ერთი წევრია ოჯახში დასაქმებული იმ ერთ წევრს მთელი ოჯახიც შეჰყურებს + მინიმუმ ორი-სამი ოჯახი სანათესაოში, საახლობლოში.
ამიტომ ის ერთი ადამიანი ვალდებულად თვლის თავს საკუთარი თუ იმ სხვათა ოჯახების წინაშე და იძულებული ხდება შეინარჩუნოს
სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად, დაეთანხმოს ნებისმიერ კაბალურ პირობას, ნებისმიერ სამუშაო გრაფიკს - სულის ამოხდამდე...
უცხოელ ინვესტორსა თუ მეწარმეს აძლევთ საშუალებას, რათა შემოვიდნენ, იყიდონ, შემქნან, აწარმოონ?
კი, ბატონო, ჰქონდეთ მათაც შესაძლებლობა. იყოს ბაზარი მრავალფეროვანი. იყოს მეტი დასაქმებული მოქალაქე.
ოღონდ მას შემდეგ, როცა ადგილობრივ მეწარმეს მისცემ საშუალებას, რათა შექმნას, აწარმოოს, დაასაქმოს საკუთარი მოსახლეობა.
ამ 9 წელს+8 წლის მანძლზე რით ვეღარ დააყენეს საშველი პოლიტიკოსებმა - ოპოზიციამ თუ ხელისუფლებამ, რით ვეღარ შეჯერდნენ,
რით ვეღარ მივიდნენ კონსესუსამდე ამ ერთი პრობლემის ირგვლივ მაინც და რით ვეღარ ამოქაჩეს ქვეყნის დაქცეული ეკონომიკა?
***
იგივე ითქმის მედიკამენტებზე. სამკურნალწამლო საშუალება, რომელსაც აქვს ზუსტად ანალოგიური შემადგენლობა
(არც ოქროს წყალი ურევია და არც ბრილიანტის ფხვნილი დამატებით), რაც გააჩნია მის ანალოგს - წარმოებულს სხვა ქვეყანაში,
განსხვავებაა მხოლოდ სახელწოდებაში. ადგილზე წარმოებულს აქვს უფრო/ბევრად მაღალი ფასი, ვიდრე მისი ანალოგის ყიდვა,
ლიცენზირება, ტრანსპორტირება, განბაჟება, შემოტანა ჯდება.

დოზა35მგ, 60 აბი ქართული (TRIMECOR® MR) წარმოება ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ფრანგული (PREDUCTAL MR).
რატომ? როცა ადგილობრივი წარმოება მინიმუმ ორჯერ იაფი უნდა ჯდებოდეს.
ნედლეულის შემოტანაც ძვირი უჯდება მწარმოებელს და პროდუქციის დამზადებაც საქართველოში.
სახელმწიფოს მხრიდან არა აქვს არანაირი წახალისება და შეღავათები ადგილობრივ წარმოებას.
შედით ონკოლოგიურ კლინიკებში და გამოკითხეთ ძველი თაობის ექიმები. უკლებლივ ყველა დაგიდასტურებთ, რომ ის მდგომარეობა,
რაც ამ ბოლო წლების მანძლზე ხდება საქართველოში, მათი მრავალწლიანი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში არასოდეს უნახავთ.
ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ონკოპაციენტია. აღარ ვსაუბრობ იმუნოდეფიციტზე და მრავალფეროვან დაავადებათა
მთელ თაიგულზე, რაც ბავშვთა ასაკში თითქმის დაბადებიდანვე იჩენს თავს. ეს პრობლემა გუშინ და დღეს ხომ არ დაწყებულა?
ბოლო წლებში აქვს საზოგადოებას საშუალება, რათა წელიწადში ორჯერ მაინც ჩაიტაროს გამოკვლევები,
დიაგნოსტირება შესატყვის სამედიცინო დაწესებულებებში? არა აქვს, სამწუხაროდ.
რას ვჭამთ? რას ვსვამთ? რას ვსუნთქვთ? როგორ ეკოლოგიურ პირობებში გვიწევს არსებობა?
რას ვქმნით, რას ვაკეთებთ? არ შემოვა არც რუსეთი, არც ამერიკა, არც ევროპა და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს.
ჩვენ კი ხელგაწვდილები ვუყურებთ, როდის გადმოგვიგდებენ შემწეობას ან დახმარებას, რაც არ არის სწორი.
პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვქმნით, რათა გავახდოთ უკეთესი როგორც ჩვენი საკუთარი, ისე გარშემომყოფების არსებობა.
ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფო იდგეს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე,
განვითარებულ ეკონომიკაზე, მყიდველუნარიან საშუალო ფენაზე (რომელიც აღარ არსებობს)...
სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები განმსაზღვრელი ხდება და აისახება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე.
This post has been edited by Катеньки on 12 Dec 2020, 00:32
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.