რუსეთის “ალტერნატივა საქართველოსთვის”
JANUARY 23RD, 2021 აი, ფაქტი მთავარი, რუსული პროპაგანდა 1922
მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძემ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში მისი პერსონის მიმართ არაერთგვაროვანი, ირონიული დამოკიდებულება მიიღო, გადაწყვიტა, რომ სცენაზე თავად აღარ გამოჩენილიყო. შეკრიბა ახალგაზრდები, რომელთა ახლანდელი აქტივობა და მისწრაფებები უფრო რუსეთის ინტერესებს ემთხვევა, ვიდრე ქართული სახელმწიფოს საჭიროებებსა და მიზნებს.
საუბარია გაერთიანებაზე, რომელიც საკუთარ თავს “ალტერნატივა საქართველოსთვის” უწოდებს. არასამთავრობო ტიპის ორგანიზაციად ის კონსტანტინე მორგოშიამ 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა. თანადამფუძნებლებლად ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და გიორგი ქარდავა აირჩია. ორი დღით ადრე დარეგისტრირდა შპს “ალტ-ინფო” და ა(ა)იპ “ახალგაზრდული ალტერნატივა.”
მოგვიანებით, ფეისბუქზე ამ გაერთიანების ათეულობით გვერდი გამოჩნდა. მთავარი გვერდი “ალტ-ინფო” იყო. ამავე სახელით შექმნეს ვებგვერდიც, სადაც აზიარებენ უცნობი წყაროებიდან აღებულ მასალებს, რომელშიც მუდმივად ხაზგასმულია დასავლური სამყაროს მანკიერებები.
“ალტ-ინფოს” ჰყავს ახალგაზრდა ლიდერები. ისინი ინტერნეტსივრცეში აქტიურად ეწევიან ანტიდასავლურ პროპაგანდას. წერენ ვიდეობლოგებს, მიჰყავთ გადაცემები, სადაც განიხილავენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მათი იდეოლოგია არის კონსერვატიზმი და შესაბამისად, გულშემატკივრობენ დონალდ ტრამპს. ეწინააღმდეგებიან ლიბერალიზმს, რომელიც მათი თქმით ქვეყანაში კონსერვატულ ღირებულებებს ასუსტებს. მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ლგბტქ პროპაგანდა, ეკლესიის შევიწროება, აბორტის აკრძალვა, მიგრაცია, თურქული ოკუპაცია, რუსეთის სიძლიერე და მის წინააღმდეგ ქართული შეიარაღებული ძალების უძლურება. “ალტ-ინფოს” ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასაც ეწევიან.
“ალტ-ინფოს” მიერ გაჟღერებული იდეები ხშირად ერთი-ერთში ემთხვევა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის გზავნილებს. Მკვლევრები, რომლებიც სოციალურ ქსელში “ალტ-ინფოს” მისი დაარსების დღიდან აკვირდებიან, იხსენებენ მოვლენებს, როცა მათი “მესიჯები” ზუსტად იმეორებდა რუსული პროპაგანდის თემებს. Მათი თქმით, “ალტ-ინფო” ნიღბად იყენებს კონსერვატულ იდეოლოგიას, თითქოს მათი მთავარი პრინციპი ესაა, სინამდვილეში კი კრემლის ინტერესებს ატარებენ.
“ალტ-ინფო” საუბრობდა, რომ აშშ თავს გვახვევს გარკვეულ პოლიტიკას და ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ქართული ხელისუფლება მათ ვერ ეწინააღმდეგება და ფაქტობრივად, ამერიკული დიქტატის ქვეშ ვართ. ეს ნამდვილად არის პრორუსული გზავნილი. წინასაარჩევნოდ, ეს ჯგუფი და მათთან დაკავშირებული გვერდები სისტემურად ესხმოდნენ თავს აშშ-ს საელჩოს და ელჩს. ღიად პრორუსული ჯგუფების მსგავსად, “ალტ-ინფო” ამბობდა, რომ კელი დეგნანი თავს გვახვევს თავის აზრებს და კოლონიასავით გვექცევა. ეს მესიჯები აღრმავებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელება კი საქართველოში რუსეთის ინტერესებისთვის ხელის შეწყობას და მათ წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს,”- ამბობს Რეფორმების განვითარების ასოციაციის მკვლევარი, მარიამ წიწიკაშვილი.
“თავისი საქმიანობა განხილული აქვთ კონსერვატული იდეოლოგიის მატარაბელ ჯგუფად, მაგრამ რეალურად ეს არის შენიღბვის მცდელობა. თუ წავიკითხავთ მათ ნარატივებს ან ვუყურებთ ვიდეოებს, დავინახავთ რომ ის რიტორიკა, რომელიც არჩეული აქვთ, ერთი-ერთში ემთხვევა კრემლის რიტორიკას. Მაგალითად, ყარაბაღის ომთან დაკავშირებით, “ალტ-ინფომ” თქვა, რომ საქართველო სრულიად დაუცველია, მას არც ერთი დასავლელი პარტნიორი არ დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისგან აგრესია წამოვა და რუსეთის აგრესია არის გარდაუვალი. როგორ ემთხვევა ეს რუსეთის ნარატივებს? ითესება შიში საზოგადოებაში და რუსეთი ამას აკეთებს იმით, რომ ამბობს, თუ ნატოში გაწევრიანდებით, კონფლიქტი გარდაუვალია. “ალტ-ინფო” ამას იმეორებს და ხალხს აჯერებს იმას, რაც რუსეთს უნდა, რომ დააჯეროს,” – ამბობს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, გივი გიგიტაშვილი.
გაგრძელება, იხილეთ ლინკზე
https://www.ifact.ge/altin/?fbclid=IwAR1nFo...Wm7dkHE6wVoej_8
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3