#57306357 · 16 Dec 2020, 21:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კრეატიული კი არა, ზუსტადაც რომ კლასიკური მარქსიზმია საჭირო. უნდა ავიღოთ ფული და ჩვენივე ბიუჯეტით ავაშენოთ მსხვილი საწარმოები და კოოპერატივები გავაკეთოთ.
კონფლიქტის ზონა ვართ, ანუ წითელი ხაზი ვართ საერთაშორისო ბიზნესისთვის. არცერთი გიჟი არ ააშენებს 3 000 კაციან ქარხანას რუსული ტანკების წინ. ჩვენ თვითონ უნდა ვქნათ ეგ.
ხო გვაქ თიხა? გავაკეთოთ თიხის საწარმო. ხომ გვაქვს მანგანუმი? ჩადოს სახელმწიფომ 100 მილიონი და გააკეთოს საწარმოო სრული ციკლი. ხომ მოდის თხილი? ავიღოთ და შემოვიტანოთ საუკეთესო ჯიშები და აქვე გადავამუშავოთ თხილის პროდუქციით დაწყებული, ნაჭუჭის ლამინატით დამთავრებული და ა.შ. და ა.შ.
არ დამიწყოთ ეხლა კონკურენციას მოსპობსო. ეგ ამერიკაში და ინდოეთში მოსპობს კონკურენციას, თორემ 3 მილიონიან ქვეყანაში 1 დიდი საწარმო როა, მეორეს ისედაც ვერ დაიტევს ბაზარი. როგორი კაპიტალიზმიც არ უნდა შექმნა, აგარის შაქარი თუ იქნა, მეორე ქარხნის საჭიროება ბუნებრივად აღარ იქნება ამ ქვეყანაში ისედაც.
უბრალოდ გაუგებარია, რატო ველოდებით 30 წელია ინვესტორებს, როცა ჩვენით შეგვიძლია გავაკეთოთ? ათიათასობით ჰექტარი მიწაა დასამუშავებელი და ცდება. იმ უსახლკაროებს ტრაქტორით კი არ უნდა დაუნგრიო თავზე ჭერი, უნდა მოკიდო ხელი, აუწყო კაი კოლმეურნეობა და მისცე ხელფასები ერთი 10 წლით. ამ დროში გაირკვევა ვინ მუშაა და ვინ ზარმაცი, გამოცდილებასაც მიიღებენ, სისტემაც აეწყობა და გადაეცი მერე ეს ქონება, როგორც სააქციო საზოგადოებას და იმუშავონ რა.
მილტონ ფრიდმანის დედა არ #####ან? აი რამდენი მილიარდიც ეხლა გავფლანგეთ 200-309 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით, იმით რამდენი თანამედროვე, რენტაბელური საწარმო აშენდებოდა? მარა ლიბერალი მემარჯვენეების შაბაშია ნაციან-ქოციან-გირჩიანად. ვინ გააკეთებს მაგას?
|