მიხეილ სააკაშვილი - მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ 50 %-ს აიღებდა
მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ 50 %-ს აიღებდა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არ მიშვებენ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას ყველა ობიექტური ეგზითპოლით 35%-ზე მეტი ჰქონდა.
„ძალიან ვამაყობ „ნაციონალური მოძრაობით“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა მხოლოდ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვა, არამედ იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ჩვენი პარტიის მისამართით რეპრესია განხორციელდა, ყველანაირი ობიქტური ეგზითპოლით 35%-ზე მეტი აიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო ოპოზიციური ხმების ძირითადი ნაწილი. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%-ს. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არ მიშვებენ საქართველოში. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან კარგ ფორმაში, ჩვენ გამარჯვებული ვართ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნების“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3