ერორის თემაშიც დავდე
რუსთავი2,სტრასბურგის გადაწყვეტილება.II (post #57309227)აქაც დავდებ
საღოლ აქიმიძე, დვალი წარმატებები
მაგარი პასუხი და განცხადება წულუკიანის და მოქმედი ხელისუფლების მიმართ
ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო კაი ანდაზა გვაქვს, არც მეხსიერებას აქვს მოკლე პერიოდი....
"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები თეა წულუკიანს განცხადებით პასუხობენ
https://www.radiotavisupleba.ge/a/31005653.html29 წუთის წინ
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ასევე მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე „რუსთავი2-ის“ საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, დეპუტატ თეა წულუკიანის განცხადებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ და მის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ. ისინი რამდენიმე გარემოების განმარტებით პასუხობენ თეა წულუკიანს, რომელმაც რუსთავი 2-ის ღამის კურიერში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას და მის იუსტიციის სამინისტროს კი არ ეძინა", არამედ ბევრი იშრომეს, რომ რუსთავი2 მის მესაკუთრეს დაბრუნებოდა.
,,რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე”, - აღნიშნავენ წერილის ავტორები. ისინი ვრცელ განცხადებაში შერჩევით სამართალზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მათი სარჩელის განსახილველად დღემდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა:
„როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ რუსთავი 2-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა. შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება.
აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს. ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწადნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც საუბარია ასევე იმაზე, რომ რუსთავი2-ის დამფუძნებლების განცხადება თაროზეა შემოდებული პროკურატურაშიც:
”2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში“, - წერენ ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და კახა კოჟორიძე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს დაუბრუნდებათ:
„ჩვენ მოთმინებით ველით თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ვითხოვთ ერთადერთ რამეს: სამართლიან სასამართლოს! კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, - წერენ რუსთავი2-ის დამფუძნებლები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა 15 დეკემბერს „რუსთავი 2"-ის ეთერში ილაპარაკა სამაუწყებლო კომპანიის საქმეში იუსტიციის სამინისტროს წვლილზე. მან არხის ტოკშოუს წამყვანებს მიმართა:
„კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე, იმიტომ რომ ნიკა გვარამია აღშფოთდა. თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2" ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ რომ მე ტყუილად კომპლიმენეტებს არ ვარიგებ. მე ბოდიშს ვიხდი რომ გავნერვიულდი, მაგრამ..."წამყვანის შენიშვნას, „რუსთავი 2" დააბრუნა ევროპის სასამართლომ", თეა წულუკიანი ასე გამოეხმაურა: [/b]„უი, რას ამბობთ... კარგი, არ გვინდა ახლა ამაზე ჩხუბი, ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. „ქართულ ოცნებას" და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინა და თავისით დაუბრუნდა, კანონიერება თავისით აღსდგა ამ საქმეზე, კი ბატონო, ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ [/b''.]