მოკლედ,ბაჩალიაშვილის საქმეზე

ის რაც ნიკა გვარამიამ და მე მაშინ გავარკვიეთ)
თამარი ბოლო კვირეები იყო დაძაბული და შეშინებული,მამას ელექტროშოკის შეძენაც თხოვა.
იმ საბედისწერო დილას დედამ დაძინებული დატოვა,დაბრუნებულს სახლში არ დახვდა.
მას როგორც ჩანს,სთხოვეს შეხვედრა,ჩაუგდეს ლოკაცია და წავიდა მაწევანის გზაზე,ლოკაცია იყო საკალმახე.
მან გზად შეიარა საკალმახე"ადმირალში"(შეცდომით), ამიტომ "დაზიანდა " კამერები იქ.
შემდეგ განაგრძო გზა მეორე ,გაუქმებული საკალმახისკენ-ვილა ალგეთთან,სადაც ის მოკლეს კიდეც.
ავტომანქანა ვილა ალგეთის გარაჟში ყავდათ დამალული,დრონით იმიტომაც არ გამოჩნდა(საქმეში დევს ამ საკალმახის დრონით გადაღებული კადრები.
რამდენიმე დღის შემდეგ რაც ატყდა პანიკა,სოფელში გათიშეს დენი და ევაკუატორით ავტომანქანა მიიტანეს იმ ადგილას სადაც იპოვეს.
მდინარეზე ფონი დაბალია,მაგრამ ხეებია ორივე მხარეს,ამიტომ მანქანა დაკაწრულია.
დენი ვინ გამორთო გვარი ვიცით,ევაკუატორი სულ ორ კაცს ყავს მიმდებარე სოფელში.
ეს გზა მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად გავიარე,ხილის გამყიდველმა ქალმა თვალით მანიშნა,გვერდზე გამიყვანა და მითხრა რომ სოფელი ტერორშია პოლიციის მიერ,რომ სწორ გზას ვადგევარ და მომდევნო ჯერზე მარტო ჩასვლა მთხოვა(ჩავედი,არ დამხვდა),
"ვილა ალგეთის " მეპატრონეს გიორგი ღარიბაშვილს შევხვდი,ვესაუბრე,უკიდურესად შეშფოთებული იყო,მოგვიანებით გავიგე რომ გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქმე გაფორმდა როგორც თვითმკვლელობა უიღბლო სიყვარულის გამო,გვიმტკიცებენ რომ გოგონამ 60 აბი ერთი ბოთლი წყლით გადაყლაპა.
თვითმკვლელობის საქმეს გრიფი საიდუმლო დაადეს,თამარის შავ პიარზე უდიდესი სახელისუფლო რესურსი დაიხარჯა.
სამუშაო ლეპტოპი ოჯახს არ დაუბრუნეს ,ტელეფონი დაზიანებულია,უცნობი ქალი პანაშვიდის დღეს ,მის ნივთებში ეძებდა "ფლეშკას", რომელიც გამქრალია.
ეს იყო კარგად დაგეგმილი მკვლელობა და მოვა დრო,ის აუცილებლად გაიხსნება.
p.s.ბარათებიდან და ანგარიშებიდან თანხის მოხსნების თემა განიხილებოდა,უბრალოდ მაშინ არ ვიცოდით ქოლცენტრი რა იყო.
ელო წერს