#57316343 · 19 Dec 2020, 13:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
blue_velvet
QUOTE | ჩემი აზრით თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, მაგალითად ამ ბოლო ამბებში აფრიკაში რომ სახლები დაანგრიეს და ამდენი ოჯახი გაყარეს აუცილებლად უნდა ეთქვათ 1-2 სიტყვა, ან შეეთავაზებინათ რაიმე თავშესაფარი(კარგად ვიცით რომ არ უჭირს საპატრიარქოს). ან შეეშველებინათ ერთი სიტყვა რომ დრო მაინც მიეცითო, ამგრამ არც ერთი ქნეს არც მეორე. |
 ხელისუფლებას ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილები ჯერ კიდევ არ შეურჩევია და არ გადაუცია მას შემდეგ, რაც საკუთარი სახლები დაუნგრია და ქუჩაში გააძევა აფრიკის მოსახლეობა? QUOTE | გარდა იმისა რომ მილიონს მილიონებს ამატებენ და რეალურად ერის გამოფხიზლების ნაცვლად(რაც უნდა იყოს მათი ფუნქცია) ერს აზომბირებენ და აძინებენ, საკმაოდ დაკარგა ავტორიტეტი ეკლესიამ ახალ თაობაში. ჩემი აზრით ეს მათი საქმეებიდან გამომდინარეა. |
ბოლო ხანებში, ისე ხშირად მხვდება ხოლმე საზოგადოების მოსაზრებებში იმეგაცრუების განცდა საპატრიარქოს თუ წმიდა საყდრის მიმართ... არის განსაზღვრული კატეგორია მოსახლეობისა, რომელიც პირიქით - ერის სოციალურ აქტივობაში გადამეტებული ჩარევისთვის სდებს ბრალს. რა გააკეთოს საპატრიარქომ, ქართულმა ეკლესიამ? თქვენ როგორ მოიქცეოდით ღმრთისმსახურთა ადგილზე რომ ყოფილიყავით? აქ პრობლემა სხვა რამეშია. იდეოლოგია, რომლის გატარებაც ხდება ღმრთისმსახურთა, წმიდა საყდრის მიმართ ემსახურება ერთ მიზანს: "გათიშოს და იბატონოს", რათა მრევლი დააშოროს სულიერ ლიდერს, მოძღვარს, ტაძარს და უპირველესად უფალს. ვისი შთაგონებაა ეს იდეოლოგია? თვით ლუციფერის. ეს ბნელი ძალის ხელწერაა, რათა ჩადგეს ჩვენს შემოქმედს - მამა ღმერთსა და ჩვენს შორის, ჩადგეს მშობელსა და შვილს შორის. თუკი ეკლესიას გაუხადა უკვე თავდასაცავად საქმე ვიღაცამ ეს მიზეზი არ არის, ეს უკვე შედეგია. შედეგი, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, ნიშნავს იმას, რომ ის ვიღაცა ემსახურება ლუციფერს და მის იდელოგიას: საზოგადოებაში - მრევლის ცნობიერებაში თესავს ნიჰილიზმს ღმრთისმსახურთა მიმართ და ურწმონოებას უფლისადმი, წმიდა საყდრისადმი, ღმრთისმსახურთა სასულიერო საქმეებისადმი. ეს შედეგი გულისხმობს მარტივ ჭეშმარიტებას: ვინც უარყო შემოქმედი - მამა ღმერთი, მან დაკარგა მფარველობა მამა ღმერთისგან. და რომ დაკარგა უფლისგან მფარველობა, ეს ნიშნავს, რომ უფლისმიერი მადლი, ჭეშმარიტება მისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. უფლის მგმობელთა ეს გზასადცომილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ის ვიღაც არ დაუბრუნდება შემოქმედს, ვიდრე არ შევა უფლის სახლში, ვიდრე არ შესთხოვს უზენაესს პატიებას, ვიდრე არ გახდება კვლავ მისი მრწამსითა თუ საქმეებით წმიდა სამების თანაზიარი.
sulo
QUOTE | იმ დღეს საპატრიარქოში ჯადოს ეძებდნენ ტელევიზიაში აჩვენებდნენ თან ამას....: |
ტელეგადაცემა დადეთ ფორუმზე, თუ შეგიძლიათ. საპატრიარქოშიც შეაღწიეს? მახსოვს, თვით ტაძრებშიც კი აკეთებდნენ შავი მაგები, უფრო ზუსტად სატანისტები ე.წ. ჯადოს. ეს ცნობილი ფაქტი იყო ოდითგანვე. არაერთხელ უპოვნიათ უფლის სახლში, მათ შორის - წმიდა ხატებთან დამლული შავმაგიური შელოცვები მოძღვრებს...
QUOTE | ჩაფლავდა მთლიანად ეშმასთან ბრძოლაში.... ჩვენი საპატრიარქო. |
ვინ გითხრათ, რომ ჩაფლავდა საპატრიარქო ეშმასთან ბრძოლაში? ის თავის საქმეს აკეთებს ძველებურად. ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, სარწმუნოებას ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მებრძოლი პოზიცია ბოროტის წინაშე.
This post has been edited by Катеньки on 19 Dec 2020, 14:57
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
|